FM97.5 / LIVE

25 აგვისტოს ბორჯომში სახალხო დღესასწაული 'ბორჯომობა – 2018' გაიმართება

მთავარისიახლე, საზოგადოება 24.08.2018
ხვალ, 25 აგვისტოს ბორჯომში სახელობით დღესასწაულს აღნიშნავენ. საზეიმო ღონისძიებები ბორჯომის ქალაქის სტატუსის მინიჭების 100 წლის იუბილეს ეძღვნება.

25 აგვისტოს ბორჯომში  სახალხო დღესასწაული 'ბორჯომობა – 2018' გაიმართება

12:00–დან 14:00 საათამდე კოსტავას სახელობის ბაღში სპორტული შეჯიბრებები ჩატარდება, დანარჩენი ღონისძიებები კი ცენტრალური პარკის მიმდებარე ტერიტორიაზე გაიმართება. მოეწყობა ფანჩატურები, სადაც სტუმრებს ქართული ტრადიციული კერძების დაგემოვნების საშუალება ექნებათ, ასევე იქნება ხალხური რეწვის ოსტატებისა და ადგილობრივ ხელოვანთა ნამუშევრების გამოფენა–გაყიდვა.

ქალაქის ცენტრალურ პარკში მსახიობები რომანოვების ოჯახს განასახიერებენ, მათთან ფოტოების გადაღება ყველა მსურველს შეეძლება.
ცენტრალური პარკიდან კოსტავას სახელობის ბაღამდე „მოსიარულე ხეების“ ფორმაში ჩაცმული 16 მსახიობი მსვლელობას მოაწყობს. ასევე გაიმართება „ქოლგების ფესტივალი“ , ცენტრალურ ქუჩებში მსახიობები ტამტამებით და ქოლგებით იცეკვებენ.

დღესასწაულზე ბორჯომის საპატიო მოქალაქეებსაც დააჯილდოებენ. მათ მინიატურულ, მოოქროვილ ვეფხისტყაოსანს და 400 ლარის ოდენობის ფულადი ჯილდოს გადასცემენ.

გალა კონცერტი ბორჯომში 20:00 საათზე დაიწყება, სადაც ცნობილი შემსრულებლები: ნოდიკო ტატიშვილი, სალომე ბაკურაძე, გიორგი ნადიბაიძე, მარიტა როხვაძე, დათუნა მგელაძე, ოთო ნემსაძე და ანსამბლი „სულიკო“ იმღერებენ.

25 აგვისტოს დაგეგმილი ღონისძიებათა განრიგი:

12:00სთ – კულინარიული და ეთნოგრაფიული კუთხეები;

12:00სთ – ხელნაკეთი ნივთების, პროდუქციისა და ხალხური რეწვის ნიმუშების გამოფენა- გაყიდვა;

12:00სთ – სამცხე-ჯავახეთის რეგიონში მცხ. მხატვრების გამოფენა;

12:00სთ – ბორჯომის ქალაქის სტატუსის მინიჭებიდან 100 წლის იუბილესადმი მიძღვნილი გამოფენა;

13:00სთ – საბავშვო კუთხე; ფეის არტი; სახალისო კარიკატურები;

14:00სთ – ექსპერიმონტორიუმის შოუ;

14:00სთ – რომანოვების პერფომანსი კლასიკური მუსიკის თანხლებით;

14:00სთ – GIF აპარატი;

15:00სთ – ქოლგების ფესტივალი, "ბორჯომის ტყის გაცოცხლება“ (მოძრავი წარმოდგენები);

16:00 -17:30სთ – კონცერტი (ადგილობრივი ცეკვისა და სიმღერის ანსამბლების მონაწილეობით);

19:30სთ – საპატიო მოქალაქეების დაჯილდოება;

20:00სთ – გალა-კონცერტი (ცნობილი შემსრულებლების მონაწილეობით);

22:00სთ – ფოიერვერკი;

საზეიმო ღონისძიებებისთვის წელს 48 200 ლარი დაიხარჯება, ამ თანხაში 100 კაცზე საზეიმო ვახშამიც შედის.

[მარიამ ბარძიმაძე, ბორჯომი]


03.12.2019 'ჩვენ შეგვიძლია გავაკეთოთ' - ინკლუზიური განათლება საქართველოსა და სომხეთში

02.12.2019 ეროვნული გამოცდების უცხოური ენების ტესტებში ცვლილებებია

14.11.2019 პენსიონერ პედაგოგებზე ჯილდოს გაცემის მეორე ეტაპი დაიწყო

07.11.2019 ახალციხეში წარჩინებული მოსწავლეები დაასაჩუქრეს

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

04.12.2019 ახალციხის ცხრა სოფელს ახალი ამბულატორია ექნება

04.12.2019 მართლმადიდებლები ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანებას აღნიშნავენ

04.12.2019 5 დეკემბერს ახალციხეში დენი გაითიშება

03.12.2019 ადიგენში ხანძრით დაზარალებულების დასახმარებლად დასკვნას ელოდებიან

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

29.11.2019 საჯარო სკოლა, სადაც ბავშვებს ყვავილების მოვლას ასწავლიან [ვიდეო]

21.11.2019 მიქელწმინდას ამბები [ფოტო]

20.11.2019 ‘თუ წარმატებული ვიქნები, თემსაც დავეხმარები და ქვეყანასაც’ – აქტიური ახალგაზრდა სხვილისიდან

06.11.2019 ‘დატოვეთ კომფორტის ზონა’ – ახალციხელი ნათია ჯინიუზაშვილის წარმატება ჰოლანდიაში

მსგავს თემაზე

26 მაისს დაგეგმილ ღონისძიებათა განრიგი
"ბორჯომობა–2017" 12 აგვისტოს გაიმართება
'რომანოვების ოჯახი' და 'ქოლგების ფესტივალი' კლასიკური მუსიკის თანხლებით [photos/vedeo]
რას ნახავს მაყურებელი ‘მესხურ ფესტივალზე’
19-20 მარტს "ბაკურიანობა" 2016 ჩატარდება
ბორჯომში "ბორჯომობა 2015" აღინიშნება
27-28 იანვარს „ბაკურიანობა 2017“ გაიმართება