FM97.5 / LIVE

შრომის ინსპექციამ აწყურში ხიდის მშენებლობაზე ხარვეზები გამოავლინა

მთავარისიახლე, საზოგადოება 23.08.2018
აწყურში ხიდის მშენებლობაზე მუშის გარდაცვალების შემდეგ, ჯანდაცვის სამინისტროში მოქმედმა შრომის ინსპექტირების ჯგუფმა ობიექტი მოიკვლია და უსაფრთხოების ნორმების დარღვევის ფაქტები გამოავლინა.

შრომის ინსპექციამ აწყურში ხიდის მშენებლობაზე  ხარვეზები გამოავლინა

შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს შრომის ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსის ბექა ფერაძის განმარტებით, კომპანია ვალდებული იყო საფრთხეები და რისკები წინასწარ შეეფასებინა და უსაფრთხოების ნორმები დაეცვა.

„რისკის იდენტიფიცირება არის ის ამოსავალი წერტილი და ფუნდამენტი, რომელსაც უნდა დაეყრდნოს ნებისმიერი დამსაქმებელი სამუშაოს დაწყებამდე. კონკრეტული შემთხვევაში მიზეზი ის იყო, რომ კომპანია სამუშაოებს მაღალი ძაბვის ქვეშ აწარმოებდა და არ იყო დისტანცია დაცული. ჩვენ უშუალოდ სამუშაო პროცესი არ გვინახავს შესაბამისად 100 პროცენტიან ჭეშმარიტებაზე ვერ ვისაუბრებთ. ხარვეზები ფიქსირდება. ბუნებრივია, რომ დენი არ იყო გათიშული და ადამიანი ამიტომ გარდაიცვალა.“, – ამბობს ბექა ფერაძე.

მისი თქმით, შრომის ინსპექტირების ჯგუფის მიერ მომზადებული დასკვნა გამოძიებისთვის დამატებითი მტკიცებულება იქნება.

შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ საქმეზე გამოძიება კვლავ გრძელდება: „ჩატარებული კომპლექსური ექსპერტიზის დასკვნები გამოძიებისათვის ამ ეტაპზე უცნობია“.

შეგახსენებთ, რომ 2 ივლისს, სოფელ აწყურში, ხიდის მშნებელობაზე დასაქმებული მუშა დენის დარტყმის შედეგად გარდაიცვალა.

შსს მომხდარს სსკ–ის 240–ე მუხლის პირველი ნაწილით იძიებს, რაც სამშენებლო სამუშაოებისას უსაფრთხოების ნორმების დარღვევას გულისხმობს.

[მარიამ ბარძიმაძე, ახალციხე]


23.09.2020 საფეხური: ბორჯომის ბაღებში სწავლის დაწყების ნებართვას ელოდებიან [აუდიო]

21.09.2020 სამცხე-ჯავახეთის 20 სკოლაში 25 ვაკანტური ადგილია

21.09.2020 ახალქალაქის 8 სოფელში მცირე ბიბლიოთეკები მოეწყო

18.09.2020 1046 სტუდენტი სწავლის გასაგრძელებლად სომხეთში დაბრუნდება

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

27.09.2020 მართლმადიდებელი ეკლესია ჯვართამაღლებას აღნიშნავს

27.09.2020 სოხუმის დაცემიდან 27 წელი გავიდა

26.09.2020 რუსთავთან ავარიისას დაშავებულ 6 წლის ბავშვს ნეიროქირურგიული ოპერაცია ჩაუტარდა

26.09.2020 ახალციხეში ავარიის შედეგად დაშავებული მძღოლის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

23.09.2020 SKამბები: 'მრავალგვაროვანი' კლდე [აუდიო]

22.09.2020 როცა მუდმივად ეძებ - ახალგაზრდა არქეოლოგი ახალციხიდან [ვიდეო]

16.09.2020 SKამბები: მიქელ თამარათი [აუდიო]

10.09.2020 SKამბები: უშახტოდ დარჩენილი მეორე შახტა [აუდიო]

მსგავს თემაზე

რამდენად დაცულია უსაფრთხოების ნორმები ობიექტზე, სადაც 35 წლის მუშა გარდაიცვალა
რკინიგზა: ‘მუშას რომ დენმა დაარტყა, იმ დღეს მშენებელს დენის გამორთვა არ მოუთხოვია’
აწყურში  ხიდის მშენებლობაზე 35 წლის კაცი გარდაიცვალა
აწყურში ხიდის მშენებლობაზე გარდაცვლილის საქმეზე ოთხი პირი პასუხისგებაში მისცეს
შრომის ინსპექტირება: ‘ობიექტი, საიდანაც მუშა გადმოვარდა შემოწმებული არ იყო’
შრომის უსაფრთხოების სპეციალისტის დანიშვნის ვალდებულება ყველა ორგანიზაციას დაეკისრება
შრომის ინსპექტორი: 'მშენებლობაზე, სადაც მუშა დაიღუპა სიცოცხლისთვის სახიფათო პირობებია'