FM97.5 / LIVE

რა ეტაპზეა და როდის დასრულდება ინფრასტრუქტურული პროექტები აბასთუმანში

მთავარისიახლე, საზოგადოება 23.08.2018
აბასთუმანში სამი მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტი ხორციელდება. ისტორული სახლების, ობსერვატორიის და ქუთაისი -საირმე-აბასთუმანი-ბენარას დამაკავშირებელი გზის რეაბილიტაციისთვის ჯამში 10 237 159 ლარი დაიხარჯება.

რა ეტაპზეა და როდის დასრულდება  ინფრასტრუქტურული პროექტები აბასთუმანში

სამი ინფრასტრუქტურული პროექტიდან ორს მსოფლიო ბანკი, ერთის კი სახელმწიფო აფინანსებს.

აბასთუმანში, ევგენი ხარაძის სახელობის ეროვნული ასტროფიზიკური ობსერვატორიის რეაბილიტაციისთვის, რომელსაც მსოფლიო ბანკი აფინანსებს, 3 422 554 ლარია გათვალიწინებული. სამუშაოები ორი თვის წინ დაიწყო და 2019 წლის ივნისში დასრულდება.

ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით, ამ ეტაპზე მთავრდება სადემონტაჟო სამუშაოები.

პროექტი მოიცავს დიდი ტელესკოპის AZT-11-ის შენობის სრულ რეაბილიტაციას, სადაც განთავსდება ვიზიტორთა საინფორმაციო ცენტრი, კაფე, მოეწყობა საგამოფენო და სამუშაო სივრცე და აღდგება არსებული ბიბლიოთეკა. პროექტის ფარგლებში, ასევე, გათვალისწინებულია მთავარი საპროექტო შენობის მიმდებარედ, დასახლების ცენტრალური ტერიტორიის კეთილმოწყობა, 1982 წელს აშენებული საბაგირო გზის აღდგენა, საპირფარეშოებისა და პარკინგის მოწყობა.

დაახლოებით ექვსი თვეა რაც აბასთუმანში მე-19, მე-20 საუკუნეებში აგებული ისტორიული ხის სახლების რეაბილიტაცია მიმდინარეობს. აღნიშნულსაც მსოფლიო ბანკი აფინანსებს. 18 სახლის რეაბილიტაციისთვის 3,715,305 ლარი დაიხარჯება.

პროექტის მიზანია აღნიშნული შენობა-ნაგებობების რესტავრაცია-რეაბილიტაცია, მათი პირვანდელი სახით აღდგენა და წარმოჩენა. პროექტი ძირითადად ითვალისწინებს სახლების ფასადებისა და სახურავების რეაბილიტაციას. რამდენიმე სახლზე, საჭიროებიდან გამომდინარე განსაზღვრულია ავარიული ნაწილების გამაგრებითი სამუშაოებიც, რაც გულისხმობს შესაბამის სამუშაოებს ინტერიერშიც. ამ ეტაპზე ექვს სახლზე სახურავს ცვლიან.

ისტორიული შენობების გარდა კურორტში იმ გზის რეაბილიტაციაც მიმდინარეობს, რომელიც აბასთუმანს მოკლე გზით ქუთაისთან დააკავშირებს.

შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი(ბაღდათი)-საირმე-აბასთუმანი-ბენარას საავტომობილო გზის აბასთუმანი-ბაღდათის მიმართულებით 3.2 კმ-იანი მონაკვეთის სარეაბილიტაციო სამუშაოები 2018 წლის იანვარში დაიწყო და 2020 წელს დასრულდება. აღნიშნული სამუშაოებსითვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან 3 099 300 ლარი დაიხარჯება.

ამ ამ ეტაპზე მიწის სამუშაოები და სანიაღვრე არხების მოწყობა მიმდინარეობს. გათვალისწინებულია არსებული გზის გაგანიერება, ასფალტ-ბეტონის საფარის დაგება, ხელოვნური ნაგებობების რეაბილიტაცია, გზის ჰორიზონტალური მონიშვნა და საგზაო ნიშნების მოწყობა. ასევე, მოსახელობის ეზოებში შესასვლელებისა და ადგილობრივ გზებთან მიერთებების მოწყობის სამუშაოები.

ბაღდათი-აბასთუმნის გზის 3,2 კმ-იანი მონაკვეთი, რომელის რეაბილიტაციაც პირველ ეტაპზე განხორციელდება ბაღდათი-აბასთუმნის 60 კმ-იანი გზის პროექტის ნაწილია. გზის დანარჩენ მონაკვეთზე საპროექტო სამუშაოები მიმდინარეობს.

ინფრასტრუქტურის სამინისტროში აცხადებენ, რომ ასევე დაგეგმილია აბასთუმნის წყალმომარაგებისა და წყალარინების სისტემების სრული რეაბილიტაციაც. პროექტი მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით განხორციელდება.

რა ეტაპზეა და როდის დასრულდება  ინფრასტრუქტურული პროექტები აბასთუმანში

რა ეტაპზეა და როდის დასრულდება  ინფრასტრუქტურული პროექტები აბასთუმანში

ფოტოები: რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო

[თინათინ ზაზაძე, ადიგენი]


23.07.2019 ‘ტექსტი ბავშვის ინტერესთან ახლოს უნდა იყოს’ - შეფასებები 'დედაენის' სკოლაში დაბრუნებაზე

22.07.2019 ეროვნულები ლიტერატურის გამოცდით გრძელდება

21.07.2019 ახალციხის მეხუთე სკოლის ჩამონგრეულ გალავანზე პასუხისმგებლობას მერია იღებს

19.07.2019 პედაგოგები უცხო ენებისა და ბიოლოგიის გამოცდას აბარებენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

23.07.2019 ვიზიტორები 101 ქვეყნიდან – როგორია სამცხე-ჯავახეთის ტურისტული პოტენციალი

22.07.2019 ‘საიდან იცის გამოძიების დეტალები?’– ბაღების დირექტორი ენზელ მკოიანს უჩივლებს

22.07.2019 ტემპერატურა იკლებს – როგორი ამინდია მოსალოდნელი სამცხე–ჯავახეთში

22.07.2019 აგარების მონასტრამდე მისასვლელ გზაზე გადაადგილება შეზღუდულია

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

11.07.2019 ძველი მანქანების ერთგული მეპატრონეები [ფოტო/ვიდეო]

09.07.2019 ლეგენდების სოფელი

04.07.2019 ‘ფანდურის გაკეთებისას ბოროტების ნასახი არ უნდა გქონდეს გულში’– მესხი მეფანდურეები [ფოტო/ვიდეო]

08.03.2019 ქალები მძიმე ჩანთებით [Photo/Video]

მსგავს თემაზე

ინფრასტრუქტურის მინისტრმა აბასთუმანში სარეაბილიტაციო სამუშაოები მოინახულა
აბასთუმანში ობსერვატორიის რეაბილიტაცია ხუთი თვის დაგვიანებით დასრულდება
ქუთაისი–ბენარის საავტომობილო გზის რეაბილიტაცია დაიწყო
ახალქალაქი-კარწახის საავტომობილო გზის  10-კილომეტრიანი მონაკვეთის რეაბილიტაცია მიმდინარეობს
ბაღდათი–აბასთუმნის გზის ხუთკილომეტრიანი მონაკვეთის რეაბილიტაცია დასრულდა
როგორი იქნება აბასთუმნის ობსერვატორია რეაბილიტაციის შემდეგ [Photo]
ბაღდათი–აბასთუმნის გზის 60 კმ–იანი მონაკვეთის პროექტირება მიმდინარეობს