FM97.5 / LIVE

სოზარ სუბარი ხე–ტყის უკანონო ჭრაზე -‘კორუფციის ფაქტები გვაქვს, ყველა თავის ნებაზეა მიშვებული’

მთავარისიახლე, საზოგადოება 22.08.2018
რეგიონების სამსახურის უფროსმა სოზარ სუბარმა, ადგილობრივი თვითმმართველობების წარმომადგენლებს, სამცხე–ჯავახეთში ხე–ტყის უკანონო ჭრასთან დაკავშირებით მეტი სიმკაცრისკენ მოუწოდა.

სოზარ სუბარი ხე–ტყის უკანონო ჭრაზე -‘კორუფციის ფაქტები გვაქვს, ყველა თავის ნებაზეა მიშვებული’

რეგიონების სამსახურის ხელმძღვანელმა სოზარ სუბარმა დღეს, 22 აგვისტოს სამცხე–ჯავახეთის ახალდანიშნული გუბერნატორის წარდგენისას, ხე–ტყის უკანონო ჭრასთან დაკავშირებითაც ისაუბრა.

„ამ საკითხზე პრემიერთანაც გვქონდა საუბარი, ცოტა მეტი დისციპლინაა საჭირო, ეს კიდევ რბილი სიტყვაა, რეგიონებში კორუფციის ფაქტები გვაქვს, ყველა თავის ნებაზე მიშვებული, მათ შორის სამცხე–ჯავახეთშიც. უფრო მეტ ფულს მოიტანს ტყე თუ ტურისტული კუთხით გამოვიყენებთ, არათუ მოვჭრით და დავხერხავთ“,– განაცხადა სოზარ სუბარმა.

მისი თქმით, უკანონო ხე–ტყის ჭრასთან მკაცრი ბრძოლაა საჭირო, რაშიც გუბერნატორი და თვითმმართველობის წარმომადგენლები გაერთიანებული ძალებით უნდა ჩაერთნონ.

„არ უნდა დავუტოვოთ შანსი უკანონო ხის მჭრელებს, ძალიან სამწუხაროა რომ დიდი ხნის განმავლობაში ამას სათანადო ყურადღება ვერ ექცეოდა. ახლა ამ მიმართულებით მოტივირებულები ვართ, რომ ერთხელ და სამუდამოდ დავუსვათ წერტილი“.

ბოლო თვეების განმავლობაში გამოვლენილი ხე–ტყის უკანონო ჭრისა და ტრანსპორტირების ფაქტების მიხედვით, სამცხე–ჯავახეთში ერთ–ერთი მაღალი მაჩვენებელი ფიქსირდება.

მაგალითისთვის, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტისა და ეროვნული სატყეო სააგენტოს ინფორმაციით, გასულ თვეში პირველი ივლისიდან, 31 ივლისს ჩათვლით მთელს საქართველოში ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების 265 ფაქტი გამოვლინდა. აქედან ყველაზე მეტი 69 ფაქტი, სწორედ სამცხე–ჯავახეთში დაფიქსირდა.

[ლუბა გიორგაძე, ახალციხე]


30.05.2020 პირველკლასელთა რეგისტრაციის მესამე ეტაპი იწყება

29.05.2020 ექსტერნის გამოცდებზე რეგისტრაცია იწყება

26.05.2020 საფეხური: დისტანციური სწავლება ბორჯომის სკოლებში [აუდიო]

20.05.2020 'ბოლო ზარი' დისტანციურად

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

01.06.2020 ნიკოლ ფაშინიანს კორონავირუსი აქვს

01.06.2020 პირველი ივნისიდან ყველა სახის სავაჭრო ობიექტი გაიხსნა

01.06.2020 წაღვერში მილიონ ლარად რეაბილიტირებულ კულტურის სახლში წყალი ჩავიდა

31.05.2020 ‘ყოველი მეოთხე ადამიანი გვეღუპება თამბაქოს მოხმარებით, აქედან 300 ბავშვია’ - სტურუა

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

13.03.2020 სანამ მარცვალი ჩამოიცლება - უდელი მეწისქვილეს ამბავი [ფოტო/ვიდეო]

12.03.2020 ეკო-დერეფნის დამცველი ბუნების ქომაგები ადიგენიდან [ფოტო/ვიდეო]

03.03.2020 ლავაში, თაფლი და ‘ტაროსიკები’ - როგორია ტრადიციული სომხური ქორწილი [ვიდეო]

28.02.2020 რელიგიური უმცირესობების გასაჭირი - ვის აფინანსებს ხელისუფლება [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

ერთ თვეში სამცხე–ჯავახეთში ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების 16 ფაქტი გამოვლინდა
სამცხე–ჯავახეთში ერთ თვეში ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების 14 ფაქტი გამოვლინდა
სამცხე–ჯავახეთში ერთ თვეში ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების 13 ფაქტი გამოავლინეს
სამცხე–ჯავახეთში ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების 422 ფაქტი გამოვლინდა
სამცხე-ჯავახეთში 1 თვეში ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების 24 ფაქტი გამოვლინდა
მაისში სამცხე–ჯავახეთში ხე–ტყის უკანონო ჭრის 50 ფაქტი გამოვლინდა
რეგიონში ხე–ტყის უკანონო ჭრის ყველაზე მეტი ფაქტი ბორჯომში გამოვლინდა