FM97.5 / LIVE

ხანძთელის ქუჩაზე კორპუსის ფასადის რეაბილიტაციას ითხოვენ

მთავარისიახლე, საზოგადოება 22.08.2018
ახალციხეში, ხანძთელის ქუჩის N32 –ში მცხოვრები მოსახლეობა ხუთსართულიანი კორპუსის ფასადის რეაბილიტაციასა და სადარბაზოების მოწესრიგებას ითხოვს. ადგილობრივები აცხადებენ, რომ დაზიანებული კედლებიდან ნალესი ცვივა.

ხანძთელის ქუჩაზე კორპუსის ფასადის რეაბილიტაციას ითხოვენ

ხანძთელის ქუჩაზე ე.წ „ფაბრიკის ბინაში“ დაახლოებით 60 ოჯახი ცხოვრობს.

„კორპუსი იმდენად დაზიანებულია, რომ დროდადრო ბათქაში ცვივა. ეზოში ბავშვები თამაშობენ, ხომ შეიძლება თავში ჩაეცეს?! 1980 წლიდან აქ ვცხოვრობ და ამ კორპუსში არაფერი გაკეთებულა. მხოლოდ სახურავი გადახურეს“,– ამბობს N32 –ში მცხოვრები ნინო ღონღაძე.

გარდა ფასადისა, ადგილობრივებს თქმით, კორპუსის სადარბაზოებიც მოსაწესრიგებელია.

„ყველაფერი დაზიანებულია კიბეები, კედლები. ყველაზე უყურადღებოდ ჩვენი კორპუსია. იქნებ ჩვენც მოგვხედონ ასე როგორ შეიძლება“,–ამბობს ადგილობრივი ლუიზა ინასარიძე.

ახალციხის მუნიციპალიტეტის მერია ქალაქში მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების სახურავების, ფასადების, სადარბაზოების და მიმდებარე ინფრასტრუქტურის მოწყობას 2019 წლიდან იწყებს, რისთვისაც რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან და ადგილობრივი ბიუჯეტიდან დაახლოებით 700 000 ლარი დაიხარჯება.

როდის იგეგმება კონკრეტულად ხანძთელის ქუჩაზე მდებარე კორპუსის რეაბილიტაცია მერიაში ვერ აკონკრეტებენ –„ქალაქში ეტაპობრივად ყველა კორპუსის ფასადის რეაბილიტაცია იგეგმება, თუმცა ზუსტად როდის, რომელი ბინის ფასადი შეკეთდება არ ვიცით“.

ადგილობრივმა თვითმმართველობამ ახალციხეში 34 კორპუსის ფასადის რეაბილიტაციისათვის საპროექტო–სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტების მოსამზადებლად ტენდერი ივლისში გამოაცხადა, თუმცა ამ ჩამონათვალში ხანძთელის კორპუსი არ არის.

ხანძთელის ქუჩაზე კორპუსის ფასადის რეაბილიტაციას ითხოვენ

[ლუბა გიორგაძე, ახალციხე]


21.09.2020 ახალქალაქის 8 სოფელში მცირე ბიბლიოთეკები მოეწყო

18.09.2020 1046 სტუდენტი სწავლის გასაგრძელებლად სომხეთში დაბრუნდება

18.09.2020 1920 წელი: მესხეთ-ჯავახეთში ახალი სკოლები არსდება

15.09.2020 საფეხური: როგორ იცავენ რეკომენდაციებს ბორჯომის სკოლებში [აუდიო]

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

21.09.2020 მეუფე სერაფიმე ჟურნალისტებს – ძალიან აღგზნებულები ხართ

21.09.2020 21 სექტემბერი სომხეთის დამოუკიდებლობის დღეა

21.09.2020 მართლმადიდებელი ეკლესია ღვთისმშობლობას აღნიშნავს

20.09.2020 ‘მე მიმიღეს’

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

16.09.2020 SKამბები: მიქელ თამარათი [აუდიო]

10.09.2020 SKამბები: უშახტოდ დარჩენილი მეორე შახტა [აუდიო]

03.09.2020 SKამბები: თუთუნიდან – სოფლის დაცლამდე [აუდიო]

26.08.2020 SKამბები: წირელი პეტროსიანები [აუდიო]

მსგავს თემაზე

ახალციხეში, ხანძთელის ქუჩაზე ორი კორპუსის ეზო მოასფალტდება
დიდიმამიშვილის ქუჩაზე კორპუსის ფასადი შეიღება და ეზოში გზა დაიგო
ახალციხეში, თამარაშვილის ქუჩაზე, 10 კორპუსის ფასადი შეიღებება
ახალციხეში ათი კორპუსის ფასადს შეღებავენ
ახალციხეში 34 კორპუსის ფასადს შეღებავენ
ახალციხეში 18 საცხოვრებელი კორპუსის რეაბილიტაცია დაიწყება
ე.წ. ივერიის ბინაში ეზო და კორპუსის ფასადი რემონტდება