FM97.5 / LIVE

ახალ გუბერნატორს სამცხე–ჯავახეთში სოზარ სუბარი წარადგენს

მთავარისიახლე, პოლიტიკა 20.08.2018
სამცხე–ჯავახეთის ახალ გუბერნატორს ბესიკ ამირანაშვილს თანამშრომლებს, რეგიონული მართვის სამსახურის ხელმძღვანელი სოზარ სუბარი წარუდგენს.

ახალ გუბერნატორს სამცხე–ჯავახეთში სოზარ სუბარი წარადგენს
როგორც, რეგიონული მართვის სამსახურში „სამხრეთის კარიბჭეს“ განუცხადეს, ბესიკ ამირანაშვილს სოზარ სუბარი წარადგენს, თუმცა როდის დაზუსტებული არ არის–„როგორც ყველა რეგიონში, სამცხე–ჯავახეთშიც გუბერნატორს ჩვენ წარვადგენთ. დრო დაზუსტებული არ არის, თუმცა ხვალ ან ზეგ აუცილებლად იქნება“.

ახალი გუბერნატორი ამ დრომდე არ ჩამოსულა რეგიონში. არც სამცხე–ჯავახეთის სამხარეო ადმინისტრაციაში იციან, როდის შეუდგება ბესიკ ამირანაშვილი მუშაობას.

საქართველოს პრემიერ–მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ბესიკ ამირანაშვილი, კიდევ ექვსი რეგიონის გუბერნატორთან ერთად დღეს, 20 აგვისტოს გამართულ ბრიფინგზე წარადგინა.

ბესიკ ამირანაშვილს, სამცხე–ჯავახეთის გუბერნატორად დანიშვნამდე იმერეთის, რაჭა–ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის პოზიცია ეკავა.

ამირანაშვილი 2008 წლიდან დღემდე შს სამინისტროში სხვადასხვა პოზიციაზე მუშაობდა, მათ შორის მინისტრის მოადგილის თანამდებობა ეკავა.

შეგახსენებთ, რომ 26 ივლისს პრემიერმა 5 რეგიონის - სამცხე - ჯავახეთის, შიდა ქართლის, მცხეთა - მთიანეთის, სამეგრელო- ზემო სვანეთის და ქვემო ქართლის გუბერნატორები თანამდებობებიდან გაათავისუფლა.რამდენიმე თვე გუბერნატორის ადგილი ვაკანტური იყო იმერეთის რეგიონშიც.

[ლუბა გიორგაძე, ახალციხე]


24.01.2020 რა გზით შეუძლიათ პედაგოგებს გამოცდაზე დაკლებული 5 კრედიტქულის შევსება

22.01.2020 სამცხე-ჯავახეთის საჯარო სკოლებში 39 ვაკანტური ადგილია

20.01.2020 სამცხე-ჯავახეთში პრაქტიკოსი მასწავლებლის სტატუსი 2 716 პედაგოგს აქვს

15.01.2020 საჯარო სკოლებში სწავლა განახლდა

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

24.01.2020 ასპინძაში სახალხო დღესასწაული ‘ასპინძობა’ პირველად ჩატარდება

24.01.2020 ბორჯომის მხარეთმცოდნეობის მუზეუმს რეაბილიტაცია ჩაუტარდება

24.01.2020 კოხტა-პლატოს სასრიალო ტრასა გაიხსნა

24.01.2020 მესხეთის ქუჩიდან სამშენებლო ნარჩენები გაიტანეს

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.01.2020 ქიქინეთი - ბუნების იმედად დარჩენილი სოფელი [ფოტო/ვიდეო]

17.12.2019 ლოკოკინებზე ‘მონადირეები' სოფელ აწყვიტიდან [ფოტო/ვიდეო]

12.12.2019 არყის გამოხდა ხალხური მეთოდით სოფელ ხერთვისში [ფოტო/ვიდეო]

10.12.2019 საავტომობილო გზა ეროვნულ პარკში - ივანიშვილის ექსპერიმენტის შედეგი

მსგავს თემაზე

პრემიერმა ბესიკ ამირანაშვილი სამცხე–ჯავახეთის გუბერნატორად წარადგინა
სამცხე–ჯავახეთის ახალი გუბერნატორი მუშაობას ხვალიდან შეუდგება
რუსთავი 2: სამცხე–ჯავახეთის გუბერნატორი ბესიკ ამირხანაშვილი იქნება
პრემიერი სამცხე–ჯავახეთის გუბერნატორს სამ დღეში წარადგენს
სამცხე–ჯავახეთის გუბერნატორი შს მინისტრის ყოფილი მოადგილე იქნება
სამცხე–ჯავახეთის ახალი გუბერნატორი თანამშრომლებს და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებს ხვდება
მამუკა ბახტაძე: გუბერნატორებს უახლოეს მომავალში წარვადგენთ