FM97.5 / LIVE

ახალციხეში მდინარე ფოცხოვის ნაპირი დაბინძურებულია

მთავარისიახლე, საზოგადოება 17.08.2018
ახალციხეში, მდინარე ფოცხოვის მარჯვენა სანაპიროზე, მიქუტიშვილის ქუჩის გასწვრივ საყოფაცხოვრებო ნარჩენები ყრია.

ახალციხეში მდინარე ფოცხოვის ნაპირი დაბინძურებულია

ახალციხეში, მიქუტიშვილის ქუჩაზე და მის მიმდებარედ, მდინარის ნაპირზე ნარჩენები ყრია. მიუხედავად იმისა, რომ სანაპიროს გასწვრივ, თითო ადგილზე ორ–ორი ნაგვის ურნა დგას, ფოცხოვის ნაპირები მაინც დაბინძურებულია.

„ევროპაში კი არა, სადაც გინდა იქ შევიდეთ, ვინც მდინარეს ასე ანაგვიანებს, იმას მაინც არაფერი ეშველება. ისე, გასულ წლებთან შედარებით, ახლა მაინც უფრო ნაკლებადაა მდინარეები დაბინძურებული“, – ამბობს 60 წლის ჰამლეტ კოლიანი, რომელიც მდინარეზე სათევზაოდ ხშირად დადის.

მიქუტიშვილის ქუჩაზე მცხოვრებლების ნაწილი ამბობს, რომ ნარჩენებს ურნაში ყრიან და სანაპიროს არ აბინძურებენ. ნაწილი კი მდინარის ნაპირების დაბინძურებაში მეზობლებს ადანაშაულებს: „ხანდახან ეზარებათ ურნამდე მისვლა და პარკებით სავსე ნაგავს პირდაპირ მდინარეში უშვებენ. აბა სხვა ხომარ მოვა აქ ნაგვის დასაყრელად?!“

მიუხედავად ამისა, ადგილობრივები ამბობენ, რომ მათ მდინარის დაბინძურების ფაქტზე რეაგირების მიზნით შესაბამისი ორგანოებისთვის არასდროს მიუმართავთ. ახალციხის ადგილობრივი თვითმმართველობის და გარემოსდაცვითი დეპარტამენტის თანამშრომლებიკი თავად დაბინძურების ფაქტს არ შესწრებიან.

„თუ ფაქტს არ შეესწარი ისე ვერავის ამხელ, ამიტომ პერიოდულად მერიის დასუფთავების სამსახური წმენდს ნაპირებს ნარჩენებისგან. გასულ წლებში უფრო მეტი ნაგავი ეყარა სანაპიროებზე, ახლა მდგომარეობა შედარებით გამოსწორებულია“, – ამბობენ ახალციხის მერიაში.

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტში კი აცხადებენ, რომ მათთვის ახალციხის ადგილობრივ თვითმმართველობას მდინარის დანაგვიანების ფაქტთან დაკავშირებით არ მიუმართავს: „ჩვენ მათი მომართვის, ან ფაქტზე წასწრების გარეშე დაჯარიმების უფლება არ გვაქვს“.

შპს „კეთილმოწყობის“ უფროსი კობა კურტანიძე ამბობს, რომ მდინარის ნაპირებს მისი თანამშრომლები ხშირად ასუფთავებენ: „რამდენგან და რამდენჯერ უნდა დაასუფთაო?! მაინც მიდიან და ნაგავს ყრიან ზემოდან. ვნახავთ ამ დაბინძურებულ ადგილებს და დავასუფთავებთ“.

ახალციხეში მდინარე ფოცხოვის ნაპირი დაბინძურებულია

ნარჩენების მართვის კოდექსის მიხედვით, ფიზიკური პირი 2 კგ ნარჩენის ქუჩაში დაგდების შემთხვევაში 80 ლარით ჯარიმდება, თუ იგივე რაოდენობის ნარჩენს მანქანიდან გადააგდო 100 ლარით, სახლიდან გადაგდების შემთხვევაში კი 120 ლარით.

თუ ნარჩენის მოცულობა 2 კგ–ს აღემატება, ჯარიმის ოდენობა 150 ლარით განისაზღვრება. ათობით კილოგრამით დაბინძურების დროს კი ნარჩენის მოცულობა კუბამეტრობით იზომება და ჯარიმა 300 ლარიდან იწყება.

გარდა ფიზიკური პირებისა, ახალციხეში იურიდიული პირების მიერ მდინარე ფოცხოვის დაბინძურების არა ერთი ფაქტი ვლინდება. სხვადასხვა დროს, ყველა გამოვლენილი შემთხვევა, ახალციხის ბაზარში არსებულ ცხოველების სასაკლაოს უკავშირდება.

ახალციხეში მდინარე ფოცხოვის ნაპირი დაბინძურებულია

[ავთო ინასარიძე, ახალციხე]


20.03.2019 ზარზმაში სკოლას რეაბილიტაცია უტარდება

19.03.2019 პირველკლასელთა რეგისტრაციაში ცვლილებებია – სამინისტრო მშობლებს მიმართავს

14.03.2019 უფასო ფაკულტეტები მომავალ წელსაც იქნება - ბატიაშვილი

11.03.2019 2019 წლის ეროვნული გამოცდების ჩასაბარებლად რეგისტრაცია 12 მარტიდან იწყება

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

19.03.2019 სახანძრო უსაფრთხოება – რა მდგომარეობაა სკოლებში, ბაღებსა და სასტუმროებში

19.03.2019 'ყველას მხოლოდ არჩევნებზე ვახსენდებით'– მიქუტიშვილის ქუჩაზე დახმარებას ითხოვენ

19.03.2019 სურსათის სააგენტომ ახალციხის პირველი სკოლის სასადილო შეამოწმა

19.03.2019 ახალქალაქის ქუჩებში დამონტაჟებული საგზაო ნიშნების საკითხს სამუშაო ჯგუფი სწავლობს

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

08.03.2019 ქალები მძიმე ჩანთებით [Photo/Video]

07.03.2019 ფერადი სოფლის შავ–თეთრი სევდა [Photo-Video]

26.01.2019 მეწაღეები ახალციხიდან [Photo/Video]

12.06.2018 მთიდან მთაში წასვლამდე – რეპორტაჟი კიკიბოდან [Photos]

მსგავს თემაზე

ახალციხეში ნარჩენებს ჩიხებსა და მდინარის ნაპირებზე ყრიან [Photo]
მდინარის დაბინძურების გამო ახალციხის სასაკლაოს დააჯარიმებენ
ახალციხის ბაზარში, სასაკლაოზე დაკლული საქონლის სისხლი მდინარეში ჩადის [Video]
'ეტყობა ბევრი დაიკლა და ფილტრმა არ იმუშავა'– მდინარის დაბინძურების ფაქტს მესამედ შეისწავლიან [Video]
ბორჯომში მტკვრის ნაპირებს ასუფთავებენ
ახალციხის ბაზარში სასაკლაო გარემოს ფეკალური მასებით აბინძურებს
ნარჩენებით სავსე ახალციხის გარეუბნები და შეწუხებული მოსახლეობა