FM97.5 / LIVE

‘ძალოვნების კორპუსის’ მშენებლობა სრულდება, თუმცა ახლა ეზო უნდა მოეწყოს

მთავარისიახლე, ეკონომიკა 16.08.2018
ახალციხეში, ცხრა აპრილის ქუჩაზე ძალოვანი უწყებების თანამშრომლებისთვის კორპუსის მშენებლობა სრულდება, თუმცა ახლა ეზოს მოსაწყობად სამუშაოები ახალციხის მერიამ უნდა დაიწყოს, ამისთვის კი ტენდერი ჯერ არ გამოუცხადებიათ.

‘ძალოვნების კორპუსის’ მშენებლობა სრულდება, თუმცა ახლა ეზო უნდა მოეწყოს

ახალციხის მერიაში აცხადებენ, რომ ცხრა აპრილის ქუჩაზე ახალაშენებული კორპუსის ეზოს მოაასფალტებენ, მაგრამ ჯერ არც სამუშაოების დაწყების თარიღია განსაზღვრული და არც პროექტისთვის გაწერილი თანხის ოდენობა: „სატენდერო კომისია ჯერ არ შეკრებილა. სხდომის შემდეგ გვეცოდინება თანხაც და ისიც, თუ როდის გამოვაცხადებთ ტენდერს“.

11–სართულიანი კორპუსის დასრულება 10 აგვისტოსთვის იგეგმებოდა, თუმცა ამ დროსითვის სადარბაზოში შესასვლელი კიბის მოწყობა ჯერ კიდევ არ დასრულებულა. როგორც სამშენებლო კომპანია „ზიმოს“ სამუშაოების მწარმოებელი კახა მოდებაძე ამბობს, მუშაობას ოთხ დღეში დაასრულებენ: „კიბეებზე ბეტონი ჩავასხით და ამას გაშრობა ხომ უნდოდა, თან პარალელურად აქედან ჩვენს სამშენებლო ინვენტარს ვალაგებთ“.

შეგახსენებთ, რომ მრავალსართულიანი კორპუსის მშენებლობა ახალციხეში შინაგან საქმეთა სამინისტრომ და იუსტიციის სამინისტრომ 2012 წლის ივლისში წამოიწყეს. 108 ბინიდან 103 ამ უწყებების თანამშრომლებზე გადანაწილდა. მათთან იპოთეკური სესხის ხელშეკრულებები გაფორმდა და თითოული მათგანი თვეში 220 დოლარს იხდის.

სამინისტროებსა და შპს „ზიმოს“ შორის ხელშეკრულება 2012 წლის 5 ივლისს გაფორმდა. პროექტის ღირებულებამ 6 480 000 ლარი შეადგინა. მშენებლობა 2014 წლის დეკემბერში უნდა დასრულებულიყო, თუმცა ბინები მესაკუთრეებს ამ დრომდე არ ჩაბარებიათ.

[ლუბა გიორგაძე, ახალციხე]


07.11.2019 ახალციხეში წარჩინებული მოსწავლეები დაასაჩუქრეს

06.11.2019 საუკეთესო სპეციალური მასწავლებლის გამოსავლენად კონკურსი გამოცხადდა

05.11.2019 განათლების კოალიცია სკოლის ლიდერობის ეროვნულ კონკურსს აცხადებს

04.11.2019 ახალციხეში მასწავლებელთა გამოცდები მიმდინარეობს

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

13.11.2019 რა გაკეთდება რეგფონდიდან მიღებული 4 409 036 ლარით ახალციხეში

13.11.2019 ახალციხის ციხეზე კონცერტი გაიმართება

13.11.2019 ივლიტაში მდინარეზე გადასასვლელი ხიდის მშენებლობის პროექტს საჯაროდ განიხილავენ

12.11.2019 ადიგენში რეგფონდიდან გამოყოფილი თანხა გზების მოასფალტებას მოხმარდება

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

06.11.2019 ‘დატოვეთ კომფორტის ზონა’ – ახალციხელი ნათია ჯინიუზაშვილის წარმატება ჰოლანდიაში

01.11.2019 მატარებლის მოლოდინში [ფოტო/ვიდეო]

18.10.2019 აწყვიტაში ველიჯანაშვილების ოჯახი ღამეს მეზობელთან ათევს [ფოტო/ვიდეო]

09.10.2019 ‘უბრალო პროფესიის’ რთული საქმე - 83 წლის ფოსტალიონი ახალციხიდან [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

‘ძალოვნების კორპუსის’ ეზოში  სკვერი მოეწყობა
მშენებელი: ‘ძალოვანების კორპუსის მშენებლობა 10 აგვისტომდე დასრულდება’
ექვსწლიანი ლოდინის შემდეგ 'ძალოვნების კორპუსის' მშენებლობა დასრულდა
‘ძალოვანების კორპუსის’ მშენებლობა ივნისის ნაცვლად ივლისში დასრულდება
ოთხწლიანი ლოდინის შემდეგ, ‘ძალოვანების კორპუსის’ მშენებლობა განახლდა
ახალციხეში ‘ძალოვანების კორპუსში’ სამუშაოების ნაწილი დაასრულეს
ექვსწლიანი ლოდინის შემდეგ   ‘ძალოვანების კორპუსში’ მესაკუთრეებს ბინები გადაეცათ