FM97.5 / LIVE

ცხრა აპრილის ქუჩაზე ბინის გატეხვის მცდელობის ფაქტზე პოლიცია გამოიძახეს

მთავარისიახლე, სამართალი 16.08.2018
ახალციხეში, ცხრა აპრილის N3-ში მცხოვრებლები ამბობენ, რომ მესამე სართულზე ორი კაცი ერთ–ერთი ადგილობრივის ბინის გატეხვას ცდილობდა, თუმცა, მას შემდეგ რაც მათ ეს ფაქტი შეამჩნიეს ახალგაზრდები გაიქცნენ, ადგილზე მისულ პოლიციას კი კარი ნაწვალები დახვდა.

ცხრა აპრილის ქუჩაზე ბინის გატეხვის მცდელობის ფაქტზე პოლიცია გამოიძახეს

შემთხვევა, 15 აგვისტოს, 11:30 საათისთვის, დაახლოებით, დღის იმ მონაკვეთში მოხდა, როცა რუსთაველის ქუჩაზე ბინა გაქურდეს.

ცხრა აპრილის N3-ში მცხოვრებლები ყვებიან, რომ მათ კორპუსში შესული ორი ახალგაზრდა კაცი დაინახეს. მოგვიანებით, კი ერთ–ერთმა მათგანმა, რომელიც მეოთხე სართულზე ცხოვრობს, ქვედა სართულიდან ჩხაკუნი და ხმაური გაიგონა.

„გავიდა და იკითხა, ვინ ხართო, უცნობებს უთქვამთ, ვინც გვინდოდა ის სახლში არ ყოფილაო და გაქცეულან. ამ ქალმა ორივე დაინახა. მიხვდა, რომ ბინის გატეხვას ცდილობდნენ და მაშინვე სახლის პატრონს დაურეკა“, – ყვებიან ადგილობრივები.

დიასახლისი ამ დროს თბილისში იმყოფებოდა. ამიტომ ვიდრე ის ახალციხეში დაბრუნდებოდა ბინაში მისი ძმა მივიდა.

„არავინ იცდოა, რომ თბილისში მივდიოდი. კარის საკეტს ყოველთვის ორჯერ ვატრიალებ. როგორც კი მეზობელმა დამირეკა, პოლიციას შევატყობინე და რომ მივიდნენ საკეტი ერთხელ უკვე გადატრიალებული დახვდათ“, – გვიყვება დიასახლისი.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე ძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19–177–ე მუხლის მესამე ნაწილის "ა" და "გ" ქვე პუნქტებით დაიწყო, რაც წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ქურდობასა და ბინაში უკანონო შეღწევის მცდელობას ნიშნავს. ბრალის დადასტურების შემთხვევაში დანაშაული თავისუფლების აღკვეთით ვადით ოთხიდან შვიდ წლამდე ისჯება.

[მარიამ ბარძიმაძე, ახალციხე]


18.10.2019 ბორჯომელი ბაკურ გელაშვილი საქართველოში ოთხ საუკეთესო მასწავლებელს შორის მოხვდა

18.10.2019 ზარზმაში საჯარო სკოლა გაიხსნა

17.10.2019 განათლების სამინისტრო ესეების კონკურსს აცხადებს

16.10.2019 სამცხე-ჯავახეთში კომპიუტერი 200–მდე წარჩინებულ მოსწავლეს გადაეცემა

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

21.10.2019 ევროპა მაგარია! სოციალური რეკლამა [ვიდეო]

21.10.2019 ახალციხის ცენტრალურ სტადიონზე მძლეოსნობაში შეჯიბრი მიმდინარეობს

20.10.2019 ახალციხის თოჯინების თეატრი ხატია პარუნაშვილის დასახმარებლად სპექტაკლს გამართავს

18.10.2019 აბასთუმნელები: ‘საუბრობენ არაზინდოდან ჩვენს გასახლებაზე’

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

18.10.2019 აწყვიტაში ველიჯანაშვილების ოჯახი ღამეს მეზობელთან ათევს [ფოტო/ვიდეო]

09.10.2019 ‘უბრალო პროფესიის’ რთული საქმე - 83 წლის ფოსტალიონი ახალციხიდან [ფოტო/ვიდეო]

07.10.2019 წართმეული სამშობლო - 'ოქროს მაძიებელი' მესხები [ფოტო/ვიდეო]

07.10.2019 ‘ქალაქური ყაიდის სოფელი’ [ფოტო]

მსგავს თემაზე

ახალციხეში 9 აპრილის ქუჩაზე  ბინა გაქურდეს
ახალციხეში, ცხრა აპრილის ქუჩაზე, სახლი გაქურდეს
ახალციხეში საცხოვრებელი სახლი გაქურდეს
ერთ კვირაში ახალციხეში სამი სახლი გაქურდეს
ახალციხეში რუსთაველის ქუჩაზე ბინა გაქურდეს
ახალციხეში საცხოვრებელი ბინა გაქურდეს
ახალციხეში ბინა გაქურდეს