FM97.5 / LIVE

ბორჯომის მერიამ 11 პოზიციაზე კონკურსი გამოაცხადა

მთავარისიახლე, საზოგადოება 15.08.2018
ბორჯომის მერიამ საჯარო მოხელეთა შესარჩევი კონკურსით ოთხი სპეციალისტი, ოთხი სამსახურის ხელმძღვანელი და სამი ადმინისტრაციული ერთეულის წარმომადგენელი უნდა შეარჩიოს.

ბორჯომის მერიამ 11 პოზიციაზე კონკურსი გამოაცხადა

განაცხადების მიღების ბოლო ვადა 19 აგვისტოა.

„განაცხადების შერჩევის შემდეგ კონკურსანტები გასაუბრებას გაივლიან. გასაუბრებაზე ზეპირი დავალება იქნება გასაკეთებელი“, – ამბობენ ბორჯომის მერიაში.

11 პოზიციიდან სამზე, ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლების პოზიციაზე, კონკურსი მერიამ მეორედ გამოაცხადა. წაღვერში, ტბასა და ტაბაწყურში, პირველად გამოცხადებული კონკურსის დროს, წარმომადგენლები ვერ შეირჩა.

ბორჯომის მერიამ კონკურსი შემდეგ პოზიციებზე გამოაცხადა:


ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიის შესყიდვების სამსახურის პირველი კატეგორიის უფროსი სპეციალისტი, თანამდებობრივი სარგო 1 100 ლარი;

ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის, საქმის წარმოებისა და ადამიანური რესურსების მართვის განყოფილების, პირველი კატეგორიის უფროსი სპეციალისტი, თანამდებობრივი სარგო 1 100 ლარი;

ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის იურიდიული კონსულტირების, სასამართლო საქმეთა წარმოების, კონტროლისა და შიდა აუდიტის სამსახურის ხელმძღვანელი, თანამდებობრივი სარგო 2 000;

ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიის მეორადი სტრუქტურული ერთეულის არქიტექტურისა და მშენებლობაზე ზედამხედველობის განყოფილების პირველი კატეგორიის უფროსი სპეცილაისტი, თანამდებობრივი სარგო 1 100 ლარი;

ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიის მეორადი სტრუქტურული ერთეულის ინფრასტრუქტურის და მშენებლობაზე ზედამხედველობის განყოფილების ხელმძღვანელი, თანამდებობრივი სარგო 1 600 ლარი;

ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის , ინფრასტრუქტურის, სივრცითი მოწყობის, არქიტექტურისა და მშენებლობაზე ზედამხედველობის სამსახურის ხელმძღვანელი, თანამდებობრივი სარგო 2 000 ლარი;

ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის–ადმინისტრაციული სამსახურის ხელმძღვანელი თანამდებობრივი სარგო 2000 ლარი;

ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურის, სივრცითი მოწყობის, არქიტექტურის და მშენებლობის სამსახურის, ინფრასტრუქტურის და სივრცითი მოწყობის განყოფილების – პირველი კატეგორიის უფროსი სპეციალისტი, თანამდებობრივი სარგო 1100 ლარი;

მერის წარმომადგენელი სოფელ ტაბაწყურის ადმინისტრაციულ ერთეულში, თანამდებობრივი სარგო 1300 ლარი;

მერის წარმომადგენელი დაბა წაღვერის ადმინისტრაციულ ერთეულში, თანამდებობრივი სარგო 1300 ლარი;

მერის წარმომადგენელი სოფელ ტბის ადმინისტრაციულ ერთეულში, თანამდებობრივი სარგო 1300 ლარი;

[მარიამ ბარძიმაძე, ბორჯომი]


22.02.2020 პირველკლასელთა რეგისტრაცია მარტში დაიწყება

21.02.2020 სამცხე-ჯავახეთის უნივერსიტეტმა ავტორიზაცია გაიარა

19.02.2020 შრომატევადი და დაძლეული საქმე - მენტორის სტატუსის მქონე მასწავლებლები სამცხე-ჯავახეთიდან

13.02.2020 ჟვანიას სკოლამ ახალციხეში 'სახელმწიფო ენის სწავლების პროგრამის' კურსდამთავრებულებს სერტიფიკატები გადასცა

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

23.02.2020 ფარავანჰესის დაცლის გამო, მდინარის სიახლოვეს გადაადგილება აიკრძალა

23.02.2020 ‘ტაო’ ქუთაისის ‘არესს’ შეხვდა

23.02.2020 მთავრობა ირანთან ფრენებს აუქმებს

23.02.2020 ‘რაც საჭირო იქნება, გავაკეთებთ’ - პრემიერი ირანთან ფრენების შეზღუდვაზე

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

15.02.2020 თისელის ამბებს გიყვებით [ფოტო]

14.02.2020 გორგული – გორებს შორის მოქცეული სოფლის ისტორია [ფოტო/ვიდეო]

21.01.2020 ქიქინეთი - ბუნების იმედად დარჩენილი სოფელი [ფოტო/ვიდეო]

17.12.2019 ლოკოკინებზე ‘მონადირეები' სოფელ აწყვიტიდან [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

ასპინძის მერიამ 11 პოზიციაზე კონკურსი გამოაცხადა
ახალციხის მერია 13 პოზიციაზე კონკურსს აცხადებს
ასპინძაში საჯარო მოხელეთა შესარჩევ კონკურსში განცხადებების მიღება სრულდება
ახალციხის მერიამ 13 პოზიციაზე კონკურსი გამოაცხადა
ბორჯომის მერიაში ექვსი პოზიციიდან ორი კვლავ ვაკანტური რჩება
ბორჯომის მერია ექვს პოზიციაზე ვაკანსიას აცხადებს
ახალციხის გამგეობაში საჯარო მოხელეებს ტესტირების გარეშე შეარჩევენ