FM97.5 / LIVE

აბასთუმნის სკოლის დირექტორს თანამშრომლის სამსახურში აღდგენა იძულებით მოუწევს

მთავარისიახლე, სამართალი 14.08.2018
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების ძალაში შესვლის მიუხედავად, აბასთუმნის სკოლის დირექტორმა გათავისუფლებული თანამშრომელი სამსახურში არ აღადგინა. ამიტომ სკოლის ყოფილი მასწავლებელი დათა დათაშვილი აღსრულების ეროვნულ ბიუროს მიმართავს.

აბასთუმნის სკოლის დირექტორს თანამშრომლის სამსახურში აღდგენა იძულებით მოუწევს

სოფელ აბასთუმნის საჯარო სკოლის დირექტორს, გათავისუფლებული თანამშრომლის დათა დათაშვილის სამსახურში აღდგენა და იძულებით განაცდურის, დაახლოებით, 5000 ლარის ანაზღაურება სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით 31 მაისს დაევალა.

„რა ძნელია როცა არ ვიცი არაფერი, ახლა თქვენ აქეთ მაწვდით ინფორმაციას. მე სასამართლოს გადაწყვეტილება არ ჩამბარებია. ინფორმაციის ვაკუუმში ვარ“, – გვითხრა სატელეფონო საუბარში სოფელ აბასთუმნის სკოლის დირექტორმა ქეთევან ობოლაშვილმა.

იგი სასამართლოს გადაწყვეტილებას არ ეთანხმება, თუმცა ამბობს, რომ მისი აღსრულება მოუწევს: „რომ არ დაეშავებინა თავისთავად არ გავათავისუფლებდი. მასწავლებლები ადასტურებენ მის დარღვევებს, თუმცა სასამართლო არ ითვალიწინებს. მოსამართლე დაეყრდნო სამეურვეო საბჭოს ოქმებს. საბჭო კი უსაფუძვლოდ იყო მოწვეული და ბათილი ოქმები შეადგინა. სასამართლო შეცდომაშია შეყვანილი“, – ამბობს ქეთევან ობოლაშვილი.

დათა დათაშვილის ადვოკატის თამარ ნებიერიძის განმარტებით სააპელაციო სასამართლოზე, როცა მოსამართლემ გადაწყვეტილება გამოაცხადა, მოპასუხე მხარის, ანუ ქეთვან ობოლოშვილის წარმომადგენელიც ესწრებოდა, შესაბამისად მას ინფორმაცია თავიდანვე ჰქონდა: „ამასთანავე მას ხელთ აქვს განათლების სამინისტროს სპეციალურ პროგრამაში, აფლოუში რეგისტრირებული ყველა დოკუმენტი“.

დათა დათაშვილმა ახალციხის რაიონული სასამართლოდან აღასრულების ფურცელი უკვე გამოიტანა და იგი დოკუმენტს აღსრულების ეროვნულ ბიუროში მიმდინარე კვირის ბოლომდე წარადგენს.

აბასთუმნის სკოლის დირექტორს თანამშრომლის სამსახურში აღდგენა იძულებით მოუწევს

შეგახსენებთ, რომ ობოლაშვილმა სპორტის მასწავლებელი დათა დათაშვილი სამსახურიდან გასული წლის 7 ივლისს იმ დისციპლინური გადაცდომების გამო გაათავისუფლა, რომელთა დარღვევაც დათაშვილს სკოლაში დისციპლინური კომიტეტის არცერთ სხდომაზე არ დაუდგინდა. დათაშვილმა მისი გათავისუფლების შესახებ ბრძანება, სამეურვეო საბჭოში გაასაჩივრა და 12 ივლისს დაუკმაყოფილეს კიდეც, თუმცა დირექტორმა საბჭოს გადაწყვეტილება არ აღასრულა. სწორედ ამიტომ დათაშვილმა ახალციხის რაიონულ სასამართლოს მიმართა. ყოფილმა თანამშელმა ობოლაშვილს ორი ინსტანციის სასამართლო მოუგო. ახალციხის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციომ უცვლელად ძალაში დატოვა. მოპასუხე მხარეს ეს უზენაესში აღარ გაუსაჩივრებია.

[თინათინ ზაზაძე, ადიგენი]


12.08.2020 ‘შეიძლება რისკი შეექმნას სექტემბერში სწავლის დაწყებას’ – ეკატერინე ტიკარაძე

10.08.2020 ახალქალაქის ოთხ სოფელში ბიბლიოთეკები მოეწყო

06.08.2020 სამხედროებსა და მათ ოჯახის წევრებს სახელმწიფო სწავლის საფასურის ნახევარს გადაუხდის

06.08.2020 კოლეჯ ‘ოპიზარში’ ავტორიზაცია კიდევ 8 პროგრამამ გაიარა

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

11.08.2020 ორი კვირაა არალი-წარბასთუმნის გზაზე გარე განათება გათიშულია

11.08.2020 ბორჯომში X-XI საუკუნის სარკოფაგი აღმოაჩინეს

11.08.2020 სამცხე-ჯავახეთში 1 თვეში ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების 26 ფაქტი გამოვლინდა

11.08.2020 14 აგვისტომდე საქართველოში იწვიმებს

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

03.08.2020 სამი ციხის ისტორია

29.07.2020 მესხების მუსხი [აუდიო]

28.07.2020 წადი ამ ზაფხულს ზააბახას

06.07.2020 მივდივართ საროში [ფოტო]

მსგავს თემაზე

აბასთუმნის სკოლიდან გათავისუფლებული მასწავლებელი სამსახურში დააბრუნეს
აბასთუმნის სკოლის მასწავლებელმა დირექტორს სააპელაციოც მოუგო
დირექტორის არასწორი გადაწყვეტილება აბასთუმნის სკოლას 5 000–მდე ლარი დაუჯდა
აბასთუმნის სკოლის პედაგოგმა დირექტორს სასამართლო მოუგო
აბასთუმნის სკოლის ყოფილი  მასწავლებლის სარჩელი სასამართლომ წარმოებაში მიიღო
აბასთუმნის სკოლის დირექტორმა  პედაგოგის საქმე სააპელაციოში გაასაჩივრა
აბასთუმნის სკოლის ყოფილმა  მასწავლებელმა სასამართლოში სარჩელი შეიტანა