FM97.5 / LIVE

სამცხე–ჯავახეთის უნივერსიტეტის რექტორმა აბიტურიენტებს ფეისბუქ ლაივით მიმართა

მთავარისიახლე, განათლება 13.08.2018
სამცხე–ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა მაკა ბერიძემ, უფასო სახელმწიფო პროგრამებისა და სასწავლებელში არსებული სიახლეების შესახებ აბიტურიენტებს ინფორმაცია ფეისბუქ ლაივით მიაწოდა.

სამცხე–ჯავახეთის უნივერსიტეტის რექტორმა აბიტურიენტებს ფეისბუქ ლაივით მიმართა

მაკა ბერიძემ აბიტურიენტებს, ეროვნული გამოცდების წარმატებით დასრულება მიულოცა და სამცხე–ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში მიმდინარე პროგრამებზე ისაუბრა: „უამრავი კითხვაა, რომელიც უკავშირდება საბაკალავრო–სამაგისტრო პროგრამებს, უამრავი სიახლეა სამცხე–ჯავახეთის უნივერსიტეტში და გადავწყვიტე, რომ პირადად მე, რექტორს გამეცა კითხვებზე პასუხები“.

მისი თქმით, წელს სახელმწიფო 17 საბაკალავრო პროგრამიდან 11–ს აფინანსებს, უნივერსიტეტი კი ამ უფასო პროგრამებზე 320 აბიტურიენტს მიიღებს: „ამ პროგრამების ჩამონათვალი უნივერსიტეტის ვეგ–გვერდზეა და ნებისმიერ მსურველს შეუძლია მისი ნახვა“.

რექტორმა განსაკუთრებული ყურადღება დაწყებითი განათლების მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებულ საბაკალავრო-სამაგისტრო პროგრამაზე გაამახვილა. აღნიშნულმა პროგრამამ აკრედიტაცია ახლახანს გაიარა. მისი დასრულების შემდეგ სტუდენტი მაგისტრის დიპლომსა და უფროსი მასწავლებლის სტატუსს ერთდროულად მიიღებს. ამ პროგრამაზე უნივერსიტეტს 45 სტუდენტის მიღება შეუძლია და მათ შორის 35–ს სახელმწიფო დააფინანსებს.

მაკა ბერიძემ, ასევე, უცხო ენებზე უფასო კურსებისა და უნივერსიტეტის გაცვლითი პროგრამების შესახებ ისაუბრა. მისი თქმით, სასწავლებელი აფართოებს ურთიერთობებს საზღვარგარეთ არსებულ უმაღლეს სასწავლებლებთან: „ჩვენი სტუდენტები გერმანიაში გადიან პრაქტიკას. ვაწარმოებთ მოლაპარაკებებს ესპანურ უნივერსიტეტებთანაც. აქ ჩვენ სტუდენტებს აგრარული მიმართულებით შევთავაზებთ გაცვლით პროგრამებში მონაწილეობას“.

უნივერსიტეტის რექტორის ფეისბუქ ლაივი 10 წუთს გაგრძელდა. ამ დროის განმავლობაში 20–მდე კომენტარი და მხოლოდ ორი შეკითხვა დაიწერა. ერთი, უნივერსიტეტში ინგლისურ ენაზე მაგისტრარტურის გახსნას, მეორე კი სასწავლებელში ისტორიის მიმართულებით სადოქტორო პროგრამის არსებობას ეხებოდა.

მაკა ბერიძის ფეისბუქ ლაივი, უნიერსიტეტის ფეისბუქის ოფიციალური გვერდის მეშვეობით, სასწავლებლის ადმინისტრაციამ ერთი დღით ადრე დაანონსა.

[ლუბა გიორგაძე, ახალციხე]


24.01.2020 რა გზით შეუძლიათ პედაგოგებს გამოცდაზე დაკლებული 5 კრედიტქულის შევსება

22.01.2020 სამცხე-ჯავახეთის საჯარო სკოლებში 39 ვაკანტური ადგილია

20.01.2020 სამცხე-ჯავახეთში პრაქტიკოსი მასწავლებლის სტატუსი 2 716 პედაგოგს აქვს

15.01.2020 საჯარო სკოლებში სწავლა განახლდა

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

24.01.2020 ასპინძაში სახალხო დღესასწაული ‘ასპინძობა’ პირველად ჩატარდება

24.01.2020 ბორჯომის მხარეთმცოდნეობის მუზეუმს რეაბილიტაცია ჩაუტარდება

24.01.2020 კოხტა-პლატოს სასრიალო ტრასა გაიხსნა

24.01.2020 მესხეთის ქუჩიდან სამშენებლო ნარჩენები გაიტანეს

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.01.2020 ქიქინეთი - ბუნების იმედად დარჩენილი სოფელი [ფოტო/ვიდეო]

17.12.2019 ლოკოკინებზე ‘მონადირეები' სოფელ აწყვიტიდან [ფოტო/ვიდეო]

12.12.2019 არყის გამოხდა ხალხური მეთოდით სოფელ ხერთვისში [ფოტო/ვიდეო]

10.12.2019 საავტომობილო გზა ეროვნულ პარკში - ივანიშვილის ექსპერიმენტის შედეგი

მსგავს თემაზე

სამცხე–ჯავახეთის უნივერსიტეტში დაწყებითი განათლების პროგრამამ აკრედიტაცია გაიარა
სამცხე–ჯავახეთის უნივერსიტეტში ქართული ენის და აგრონომიის პროგრამებმა აკრედიტაცია გაიარა
სამცხე–ჯავახეთის უნივერსიტეტის ორმა სამაგისტრო პროგრამამ აკრედიტაცია გაიარა
სამცხე–ჯავახეთის უნივერსიტეტის პროგრამები აკრედიტაციას გადის
უნივერსიტეტში ორმა პროგრამამ აკრედიტაცია გაიარა
რამდენი სტუდენტი მიიღო სამცხე-ჯავახეთის უნივერსიტეტმა
უნივერსიტეტში ბიზნესის ადმინისტრირების პროგრამებმა აკრედიტაცია გაიარა