FM97.5 / LIVE

პროკურორი: ‘ბრალდებული ნინოწმინდაში მაშინ დააკავეს, სისხლიან იატაკს რომ წმენდდა’

მთავარისიახლე, სამართალი 13.08.2018
ნინოწმინდაში, სოფელ სათხაში, ორი კაცის მკვლელობაში ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდა.

პროკურორი: ‘ბრალდებული ნინოწმინდაში მაშინ დააკავეს, სისხლიან იატაკს რომ წმენდდა’

სხდომა, დღეს, 13 აგვისტოს, ახალციხის რაიონულ სასამართლოში გაიმართა. როგორც სხდომაზე, ბრალდებულის ადვოკატმა კახა ასპანიძემ განაცხადა, მისი დაცვის ქვეშ მყოფმა დანაშაული აფექტის მდგომარეობაში ჩაიდინა: „მიზეზი ის იყო, რომ გარდაცვლილები მას ფიზიკურად გაუსწორდნენ. ესენი ყველა სტუმრად იმყოფებოდნენ სათხაში გ.მ–ს სახლში და ალკოჰოლს სვამდნენ. ერთ–ერთმა გარდაცვლილმა სახეში დაარტყა ბრალდებულს და წააქცია. შეეშინდა, რადგან მეორე გარდაცვლილიც უპირებდა დარტყმას, ამიტომ აფექტის მდგომარეობაში აიღო დანა. მერე გახდა მისთვის ცნობილი რაც მოხდა. მათი მკვლელობის წინასწარი განზრახვა არ ჰქონია“.

მოსამართლე გია ბერაია დაინტერესდა ბრალდებულის დაკავების დროს, მის მიმართ სამართალდამცველების მხრიდან ადგილი ხომ არ ჰქონდა ფიზიკურ ძალადობას, ან არაადამიანურ მოპყრობას, რაზეც დაკავებულმა უპასუხა: „არა, არავის ვუცემივარ. მხოლოდ ერთი დარღვევა იყო, ტელეფონზე დარეკვა მინდოდა და არ დამარეკინეს. ოჯახის წევრებმა ჩემი დაკავების შესახებ ერთი დღე–ღამის შემდეგ გაიგეს, როცა დაკითხვაზე მოიყვანეს“.

პროკურორის მამუკა ქომოშვილის თქმით, ბრალდებული დაკავების დროს სოფელ სათხაში, მისსავე საცხოვრებელ სახლში მამასთან ერთად იმყოფებოდა, შესაბამისად ოჯახის წევრებს დაკავების შესახებ ინფორმაცია ჰქონდათ: „ბრალდებული საკუთარ სახლში დააკავეს, დამკავებელმა მის მამას პირადად შეატყობინა და შეადგინა შესაბამისი ოქმიც“.

როგორც ქომოშვილმა, სასამართლო დარბაზში განაცხადა, ბრალდებული ნინოწმინდაში მაშინ დააკავეს, როცა ის მტკიცებულებებს ანადგურებდა: „მან მკვლელობის დანა გარეცხა და სამზარეულოს სისხლიან იატაკს წმენდდა“.

პროკურორმა ბრალდებულის პატიმრობაში დატოვებაზე იშუამდგომლა. მისი თქმით, გ.მ–ს ნათესავები ჰყავს რუსეთსა და სომხეთში, ამიტომ საზღვრის კვეთა ხშირად უფიქსირდება: „გარდა იმისა, რომ შესაძლოა ქვეყანა დატოვოს, არსებობს ახალი დანაშაულის ჩადენის რისკი, ასევე მტკიცებულებების განადგურების და მოწმეებზე ზემოქმედების საფრთხე“.

მოსამართლემ პროკურორის შუამდგომლობა დააკმაყოფილა და ბრალდებული პატიმრობაში დატოვა. მომდევნო სხდომა 3 ოქტომბერს 14:00 საათზე ჩაინიშნა.

შეგახსენებთ, რომ 10 სექტემბერს გ.მ–მ მასთან სტუმრად მყოფ ორ კაცს დანით ჭრილობები მიაყენა, ორივე მათგანი მიყენებული ჭრილობების შედეგად ადგილზე გარდაიცვალა. მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის მესამე ა–ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც დამამძიმებელ გარემოებაში ორი, ან მეტი პირის მკვლელობას გულისხმობს. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში ბრალდებულს 16–დან 20 წლამდე, ან უვადო პატიმრობა ემუქრება.

[თინათინ ზაზაძე, ახალციხე]


14.08.2020 სკოლებში სწავლა 15 სექტემბერს დაიწყება

14.08.2020 ჯანდაცვის სამინისტრომ სკოლებისთვის ახალი რეკომენდაციები შეიმუშავა

12.08.2020 ნინოწმინდაში 3 მლნ ლარად სკოლის რეაბილიტაცია იგეგმება

12.08.2020 ‘შეიძლება რისკი შეექმნას სექტემბერში სწავლის დაწყებას’ – ეკატერინე ტიკარაძე

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

13.08.2020 ‘ახალციხეში, ბორჯომსა და ახალქალაქში ‘ჭკვიანი კამერები’ გათიშულია’ - ასოციაცია

13.08.2020 რუსთაველის ქუჩაზე საკანალიზაციო სისტემა გაწმინდეს

13.08.2020 ავტომობილების განბაჟება 2021 წლის მარტამდე გადავადდება – გახარია

12.08.2020 მარაკანას სტადიონი 'დევნილთა დასახლებას'

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

12.08.2020 სიმტკიცე და სიმაგრე ციხე–ქალაქ თმოგვისა [აუდიო]

03.08.2020 სამი ციხის ისტორია

29.07.2020 მესხების მუსხი [აუდიო]

28.07.2020 წადი ამ ზაფხულს ზააბახას

მსგავს თემაზე

ახალქალაქში, დედა–შვილების მკვლელობაში ბრალდებულს, აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეუფარდეს
პროკურორი: ვვარაუდობთ, რომ დედა–შვილების მკვლელობაში ბრალდებული მარტო არ მოქმედებდა
ნინოწმინდაში ორი კაცის მკვლელობაში ბრალდებულს 17 წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს
ნინოწმინდაში, 24 წლის ახალგაზრდის მკვლელობაში ბრალდებული ბრალს აღიარებს
ფოკაში 33 წლის კაცის მკვლელობაში ბრალდებულის საქმეზე წინასასამართლო სხდომა გაიმართა
ახალქალაქში 27 წლის ბიჭის მკვლელობაში ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდა
ასპინძაში, მამაკაცის მკვლელობაში ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდა