FM97.5 / LIVE

ოცნებების სასაფლაო

მთავარისიახლე, ბლოგები 11.08.2018
მატასის ბლოგი

ოცნებების სასაფლაო

"სამი გოჭის“ ზღაპარი ხომ გახსოვთ, ჰოდა, ბავშვობაში როგორიც წარმომედგინა ნიფნიფისა და ნუფნუფის მიერ აშენებული სახლები, ზუსტად ასეთია ვალის მეორე შახტის დასახლებაში ორსართულიანი კორპუსები. აი, სულს რომ შეუბერავ და გგონია წაიქცევა, დაიშლება, თუმცა ცხოვრობს ხალხი. სახურავი კი გამოუცვალეს ამ ბოლოს კორპუსებს, მაგრამ "იაშიკის“ პატარ-პატარა ფიცრებით აშენებულ სახლებს რა სახურავის გამოცვლა უშველიდა - წყალიც ისევ ჩამოდის, მითხრეს ადგილობრივებმა.

ახალციხიდან ვალისკენ მიმავალ გზაზე მარჯვნივ უნდა ჩაუხვიოთ, აქედან იწყება მეორე შახტის დასახლება - მტვრიანი გზა, ნაცრისფერში გახვეული გარემო, დანგრეული კორპუსები, ფანჯრებზე ნახევრად ჩამოხეული და გაშეშებული ფარდები, ფანჯრები ზოგან პლასტიკატის, ზოგანაც ამოგლეჯილი და უჩარჩოო. ჩონჩხებად ქცეული ქარხნები, გამოკეტილი შახტა. სიცარიელე, აუტანელი სიცარიელე.

რომ არა ალაგ-ალაგ, თოკზე გაფენილი სარეცხი და სატელიტური თეფშები შეგიძლია იფიქრო რომ აქ არავინ ცხოვრობს.
ადამიანები აქა-იქ თუ გამოჩნდებიან, ისინიც დაღლილები და უხალისოები.

ოცნებების სასაფლაო

აქ არ არის გზა, არ არის მაღაზია, არ დადის საზოგადოებრივი ტრანსპორტი. აქ მუდმივად დგას სასმელი წყლის პრობლემა.

აქ მოსულს გგონია, რომ დრო გაჩერდა. რაღაც მოხდა და აქაურობა ყველამ მიატოვა.

გზადაგზა ვინც კი მხვდება ვესაუბრები.

მეორე შახტის დახურვის შემდეგ ალბათ ასეულობით ადამიანი უმუშევარი დარჩა - ,,მაშინ დასრულდა ფიქრი კარგ ცხოვრებაზე და დავიწყეთ დარდი რა ვქნათ, რა ვჭამოთ და როგორ ვიცხოვროთ“.

,,სიკვდილის არ მეშინია, ოცი წელი ისედაც მიწისქვეშ ვიყავი 500 მეტრის სიღრმეში, ცვლის უფროსად ვმუშაობდი“, - მეუბნება ასე 65 წლის მამაკაცი.

ტყიბულის შახტის ამბებზეც ვსაუბრობთ, ხმა უთრთის, ვინ თუა არა მან ნამდვილად იცის მიწისქვეშა ამბები და იქაური განცდები. მერე ხელი თვალთან მიიტანა, მგონი ცრემლი მოიწმინდა, თვალი რომ მოვკარი დაამატა - ,,ცხელა, მთლად გავიოფლე“. იმ თაობიდანაა ,,კაცები არ ტირიან“ რომ უჩიჩინებდნენ. თვალი ავარიდე.

ექვსი წლის შუშოს მომღერლობა უნდა - ხმამაღლა მღერის სომხურ სიმღერას. მშობლები აღფრთოვანებული უყურებენ, მერე როცა დაგვტოვა და სათამაშოდ გაიქცა დედამ მითხრა, რომ შუშო მეოცნება და მალე გადაუვლის. აქ ოცნებები არ ხდება. შემოდგომაზე კარტოფილის აკრეფაზე იმუშავებს და ზამთრის ბათინკებს უყიდის შვილს. ცოტა კარტოფილს ოჯახისთვისაც მოაგროვებს, მაკარონსაც იყიდის.
ჟენიასთვის მთავარია სიგარეტი ჰქონდეს. პენსიით სიგარეტს, ,,კოფეს“ მაკარონს, ,,პრიანიკს“ და კოწახურის კანფეტს ყიდულობს - ,,ავიღებ თუ არა პენსიას ამათ ვიმარაგებ, მარტო მე ვარ და თავი ადვილად გამაქვს. პაპიროსის გარეშე არ შემიძლია“, - მითხრა და ლაზათიანი ნაფაზიც დაარტყა.

ოცნებები ჰქონდა, თუმცა ამაზე არ მესაუბრა. არც ფოტო გადამაღებინა -,,ჩემს ხარჯზე ნუ მოინდომე ახლა პოპულარობა”, -მითხრა და ხმამაღლა გაიცინა.

,,იქით სხვა ცხოვრებაა“, - ამბობს ახალგაზრდა ქალი და ხელს ჰაერში იქნევს, არ ვეკითხები რომელ ადგილს გულისხმობს.

ეს ვალის მეორე შახტის დასახლებაა, აქ ცხოვრობენ ადამიანები დავიწყებული ოცნებებით.

ოცნებების სასაფლაო

ოცნებების სასაფლაო

ოცნებების სასაფლაო

ოცნებების სასაფლაო

[მატასი]


19.02.2019 ‘მომავლის თაობამ’ ტექნიკის კონკურსში გამარჯვებული სკოლები გამოავლინა

17.02.2019 ახალციხეში 'ევერესტის' მონაწილეები დააჯილდოეს

16.02.2019 საქართველოს სკოლებში ჩინური ენის შესწავლა შესაძლებელი იქნება

15.02.2019 ახალციხეში, სკოლის მოსწავლეებს შორის შაშსა და ჭადრაკში ტურნირი მიმდინარეობს

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

20.02.2019 მძღოლები, რომლებსაც ავარია არ დაუფიქსირდებათ, შეღავათებით ისარგებლებენ

20.02.2019 ნინოწმინდაში ორლოვკიდან სპასოვკამდე მისასვლელი გზა ჩაიკეტა

20.02.2019 ახალი პირადობის მოწმობის უფასოდ აღებას მოქალაქეები 1 მარტამდე შეძლებენ

19.02.2019 ‘ტუალეტში კარი არ იკეტება, არც ქაღალდია და არც საპონი’– ახალციხის პირველი სკოლის მოსწავლეები

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

26.01.2019 მეწაღეები ახალციხიდან [Photo/Video]

12.06.2018 მთიდან მთაში წასვლამდე – რეპორტაჟი კიკიბოდან [Photos]

20.02.2018 ადიგენის 55 სოფელი 6 ბიბლიოთეკის იმედად [Video]

20.12.2017 სკოლა ერთ ოთახში, ხუთი მოსწავლით [Photo/Video]

მსგავს თემაზე

ვალეში, ე.წ. მეორე შახტის დასახლებაში ერთ–ერთი ადგილობრივის სახლს ჩხრეკენ
'ოცნება' მეორე შახტის მოსახლეობას დახმარებას დაჰპირდა(R)
პრემიერი: მივიღეთ გადაწყვეტილება შახტის დახურვის შესახებ
საახალწლო ზეიმი ვალეში, 'მეორე შახტის' ბაღში [Photo]
წამო, პალიასტომი ვნახოთ
ტყიბულის შახტში კიდევ ოთხი  ადამიანი დაიღუპა
უსტატუსო და უპატრონო დასახლება