FM97.5 / LIVE

„დავფიქრდი და მივხვდი“...

მთავარისიახლე, ბლოგები 11.08.2018
ცაულინა მალაზონიას ბლოგი ჯავახეთიდან.

„დავფიქრდი და მივხვდი“...

სამოქალაქო ინტეგრაციაზე საუბრისას, ხშირად, ხელს სახელმწიფოსკენ ვიშვერთ და პუნქტებად ვაყალიბებთ იმას, რაც არ გაკეთდა. თუმცა ადამიანები, რომლებიც ამ საქმეში ორმხრივ პასუხისმგებლობას აცნობიერებენ, წარმატებებსაც აღწევენ. ამის მაგალითი ახალქალაქელი გურგენ ეზოიანია.

ქალაქ თბილისის იუსტიციის სახლის თანამშრომელი გურგენ ეზოიანი საკუთარ კარიერაზე საუბრისას ხშირად ამბობს სიტყვებს „დავფიქრდი“, „მივხვდი“... 26 წლის ახალგაზრდის წარმატების გასაღები ალბათ სწორედ ამ ფიქრისა და მიხვედრის შედეგია.

თავისი ყოფილი მოსწავლე ჩემმა კოლეგამ, დილისკის საჯარო სკოლის ქართული ენის მასწავლებელმა იამზე მსხვილიძემ გამაცნო. გურგენმა დილისკის სკოლა 2011 წელს დაამთავრა და არჩევანი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე შეაჩერა. ამჟამად ის დასაქმებული და ამავე დროს, აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის მაგისტრანტია. ირგვლივ არსებული რეალობა სხვა არჩევანს კარნახობდა, მაგრამ გურგენი დაფიქრდა...

„გამომდინარე იქედან, რომ ვსწავლობდი სომხურ სკოლაში, ნაკლები კონტაქტი მქონდა ქართულენოვან გარემოსთან, ჩემი ოჯახის ყველა წევრს განათლება სომხეთში ჰქონდა მიღებული, წუთითაც არ მიფიქრია, რომ შესაძლებელი იყო საქართველოს უნივერსიტეტში მესწავლა“, – ამბობს გურგენი.

ფიქრს პასუხისმგებლობის გაცნობიერებამდე და მიხვედრამდე მივყავართ. ერთ მშვენიერ დღეს გურგენიც მიხვდა თუ როგორი მნიშვნელოვანი იყო ქართული ენის ცოდნა „უპირველეს ყოვლისა, საქართველოში პროფესიულ-კარიერული პერსპექტივის და თვითრეალიზაციის თვალსაზრისით, ხოლო მეორე მხრივ, აქ არის ემოციური ფაქტორი, სირცხვილის გრძნობა, როდესაც არ იცი იმ ქვეყნის ენა, სადაც დაიბადე და გაიზარდე. ამას იზოლირებული გარემო და სახელმწიფო პოლიტიკაც განაპირობებს, თუმცა ბოლო წლებში ამ მიმარულებით განხორციელებული ღონისძიებები ეფექტურია და ქართული ენის არცოდნის პრობლემა საგრძნობლად მცირდება“.

სირცხვილის გრძნობა, რომელზედაც ის საუბრობს, სტუდენტობის პერიოდშიც აწუხებდა. თანაც იმდენად, რომ „გაქცევაზეც“ უფიქრია. ენობრივი ბარიერი სწავლაში ხელს უშლიდა. ვერ ემზებოდა ლექცებისათვის ისე, როგორც თავად სურდა, მაგრამ თავდაუზოგავი შრომის შემდეგ უხერხულობის განცდა სიამაყემ ჩაანაცვლა.

„დავფიქრდი და მივხვდი“...

პრობლემებთან შეჭიდების პროცესს თავად გურგენი ასე აღწერს: „ვაკეთებდი მაქსიმუმს, მაგრამ შედეგი სულ მინიმუმთან ახლოს იყო. ეს ფაქტი ძალიან მაწუხებდა და პირველი სემესტრის განმავლობაში ბევრჯერ გადავწყვიტე, ერევანში წავსულიყავი სწავლის გასაგრძელებლად. რთულია იმის თქმა, ერევანში სწავლის შემთხვევაში რამდენად წარმატებული ვიქნებოდი, მაგრამ დღეს მე ვამაყობ თბილისში ჩემი უნივერსიტეტით, ჩემი ლექტორებით და თანაკურსელებით“.

სწავლის დასრულების შემდეგ სტაჟირება თბილისის საქალაქო სასამართლოში და საქართველოს პარლამენტის იურიდიულ დეპარტამენტში გაიარა. 2016 წლის აგვისტოში, თბილისის იუსტიციის სახლშიც, მისი კარიერა სტაჟიორის პოზიციიდან დაიწყო. ამჟამად ხანგრძლივი სივრცის ოპერატორი მოქალაქეობის, მიგრაციის, ლეგალიზაციის და სხვა საკითხებზე მუშაობს. მოსწონს თავისი საქმე და მეგობრულ, კოლეგიალურ გარემოში თანამშრომლობა.

გურგენის აზრით, ინტეგრაციის ხელშემწყობი უმთავრესი ფაქტორი, სწორედ სახელმწიფო ენის სრულყოფილი ფლობაა, რაც ჯერ კიდევ არ დაუსრულებია. მის ცხოვრებაში ისტორიული სამშობლოს კულტურასაც უდიდესი ადგილი უჭირავს: „ქართულის სწავლა ჩემი ცხოვრების გარკვეულ მონაკვეთთან არის დაკავშირებული და დღემდე გრძელდება ეს პროცესი. ჩემთვის ძალიან მნიშვენელოვანია სრულყოფილად ვიცოდე ჩემი ისტორიული სამშობლოს „სომხეთის“ და ჩემი ფაქტობრივი სამშობლოს „საქართველოს“ სახელმწიფო ენა“.

„ფიქრის კაცი“ საინტერესო პიროვნული მახასიათებლებით გამოირჩევა: მისაბაძ ადამიანებს, რომლებიც ბავშვობიდან მოჰყვება, ორ კატეგორიად ჰყოფს: ისინი, ვისთანაც ურთიერთობა ჰქონია და ვის შესახებაც ტელევიზიით ან სხვა წყაროებით გაუგია.

„პირველ შემთხვევაში ჩემთვის მისაბაძი იყო მამაჩემი – განათლებული პიროვნებაა, პროფესით ექიმი–თერაპევტი, ამჟამად ახალქალაქის სასწრაფო–სამედიცინო დახმარების მენეჯერი და ავტორიტეტული პიროვნება, მეორე შემთხვევაში – ჩემი საყვარელი ფილმების გმირები“.

თავისუფალ დროს უყვარს მეგობრებთან ერთად ყოფნა, მუსიკის მოსმენა, ბუნებაში სიარული, მოგზაურობა, პიანინოზე დაკვრა და რა თქმა უნდა, ჭადრაკის თამაში, რაც მის ოჯახში ერთ–ერთი გამორჩეული ინტერესის სფეროა. ჭადრაკი ცნობილმა ერევნელმა მოჭადრაკემ ასწავლა, ხოლო დაკვრა თავად ისწავლა. სპორტზე უფრო ლიტერატურა და ხელოვნება აინტერესებს. –ჩემი სუსტი მხარე ინგლისური ენის არასათანადოდ ფლობაა, ხოლო ძლიერი მხარე კი ის, რომ მე იდეალურად შევასრულებ იმ დავალებასაც, რომელიც ჩემი სუსტი მხარეების სფეროშიაო, – ამბობს.

დიდი შრომისმოყვარეობისა და პასუხისმგებლობის გრძნობის შედეგად, გურგენი თავად იქცა ბევრის მისაბაძ მაგალითად. კითხვაზე, თუ რას ურჩევს ჯავახეთის ახალგაზრდებს – როგორ უნდა იცხოვრონ, რომ წარმატებებს მიაღწიონ – გვპასუხობს: ძალიან მნიშვენელოვანია ჩვენმა ახალგაზრდებმა დიდი ყურადღება მიაქციონ უპირველეს ყოვლისა, განათლების და ქართულ ენის სწავლის ფაქტორსო.

თუმცა უმთავრესი ალბათ მაინც ფიქრი, მიხვედრა და საკუთარი წილი პასუხისმგებლობის გაცნობიერებაა, როგორც ეს გურგენ ეზოიანის შემთხვევაში მოხდა.

„დავფიქრდი და მივხვდი“...

[ცაულინა მალაზონია]


11.12.2018 სამლოცველო ოთახი ახალციხის N5 სკოლაში – 'ეს მოსწავლეების მოტივირებულობას უწყობს ხელს’ [Video]

10.12.2018 ახალციხის რომელ სკოლაში ასწავლიან სამხედროები

07.12.2018 აწყურის სკოლის მოსწავლე საუკეთესო ესსესთვის დააჯილდოვეს [Video]

06.12.2018 შშმ მშობელი ექსკურსიას ჩამორჩა, ამის შემდეგ სკოლაში მის შვილს დაუპირისპირდნენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

14.12.2018 ავტოსაგზაო შემთხვევის ადგილზე მძღოლების დაყოვნების დრო შემცირდება

14.12.2018 სამცხე–ჯავახეთში ბავშვებში ტყვიის შემცველობის კვლევაზე მშობლების ნაწილი უარს ამბობს

14.12.2018 ახალქალაქი-კარწახის გზაზე ტრანსპორტის მოძრაობა აღდგა

14.12.2018 ახალციხეში ბილიარდის ჩემპიონატში გამარჯვებულები გამოვლინდნენ

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

12.06.2018 მთიდან მთაში წასვლამდე – რეპორტაჟი კიკიბოდან [Photos]

20.02.2018 ადიგენის 55 სოფელი 6 ბიბლიოთეკის იმედად [Video]

20.12.2017 სკოლა ერთ ოთახში, ხუთი მოსწავლით [Photo/Video]

11.09.2017 ხმა სოფლიდან: სოფელ განძას მკვიდრების გატაცება [Audio]

მსგავს თემაზე

ბრძოლისა და წარმატების 17 წლიანი ისტორია [Video]
გალინა - ქართულის მასწავლებელი
ახალციხე ქართული ენის კვირეულს შეუერთდა
სახელმწიფო ენის ნორმების დარღვევისთვის შესაძლოა სანქციები დაწესდეს
ტერეზა ჯავახეთიდან

განათლება გოგონებისათვის