FM97.5 / LIVE

ახალციხის საკრებულომ საარჩევნო მასალების განთავსებისთვის ადგილები განსაზღვრა

მთავარისიახლე, არჩევნები 10.08.2018
ახალციხის საკრებულომ, მუნიციპალიტეტის მასშტაბით, წინააასრჩევნოდ სააგიტაციო მასალის განთავსებისთვის ადგილები გამოყო. სააგიტაციო მასალები ახალციხისა და ვალის ჩათვლით, ჯამში 47 დასახლებაში, 150–მდე ადგილზე გაიკვრება.

ახალციხის საკრებულომ საარჩევნო მასალების განთავსებისთვის ადგილები განსაზღვრა

სააგიტაციო მასალების განთავსებისთვის ადგილების გამოყოფის თაობაზე საკრებულოს, ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ მიმართა.

„ათი დღის ვადა გვქონდა, დროში ვიყავით შეზღუდულები, ვიმსჯელეთ და დღეს, 10 აგვისტოს რიგგარეშე სხდომაზე დავამტკიცეთ. გადაწყვეტილებას ცესკოს გადავუგზავნით“,–განმარტა ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ გელა ნოზაძემ.

პარტიებს შეუძლიათ სააგიტაციო მასალები გააკრან კულტურისა და რიტუალების სახლების კედლებზე, ავტობუსების მოსაცდელებზე, ღობეებზე, სოფლებში თავშეყრის ადგილებზე, წყაროებთან და ხიდების მოაჯირებზე, ასევე დასახლებულ პუნქტებში არსებულ გზებზე, არანაკლებ 3.8 მეტრის სიმაღლეზე.

„დასახლებებში ძალიან ცოტა გვაქვს ტერიტორიები, რომელიც მუნიციპალიტეტის საკუთრებაშია, ამიტომ შევეცადეთ ადმინისტრაციული შენობების ისეთი ადგილები გამოგვეყენებინა პლაკატების გასაკვრელად, რომლითაც იერსახეს არ დავამახინჯებთ“,–ამბობს გელა ნოზაძე.

სააგიტაციო მასალისათვის ადგილის გამოყოფაზე შენიშვნა ჰქონდა სოფელ ჭაჭარაქის დეპუტატს ზაალ ბერიძეს–„ ჭაჭარაქში მხოლოდ ყოფილი კლუბის ფასადზეა ნებადართული, მაგრამ ეს შენობა ისეთი დაზიანებულია, ვერავინ ვერ უახლოვდება. გარდა ამისა, ეს შენობა საპატრიარქოს საკუთრებაა და არა მუნიციპალიტეტის“.

საკრებულოს თავმჯდომარის განმარტებით ჭაჭარაქში სხვა შენობა არ არის და იძულებულები გახდნენ ეს შენობა შეერჩიათ.

"აღნიშნული ობიექტი საჯარო რეესტრში დარეგისტრირებული არ არის, მიუხედვად ამისა მაინც შევათანხმებთ საპატრიარქოსთან", – ამბობს გელა ნოზაძე.

ახალციხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, საარჩევნო სააგიტაციო მასალების განთავსებისათვის გამოყოფილი, მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ობიექტები შეგიძლიათ იხილოთ აქ.


[ლუბა გიორგაძე, ახალციხე]


20.03.2019 'ტაძარი არ გვაქვს და სხვა გზა არაა' – სოფელი სალოცავად ანდის სკოლაში დადის

20.03.2019 ახალციხელ აბიტურიენტებს ეროვნულ გამოცდებთან დაკავშირებული სიახლეები გააცნეს

20.03.2019 არაქართულენოვანი, ‘1+4 პროგრამის’ სტუდენტებისთვის სტაჟირება ცხადდება

20.03.2019 ზარზმაში სკოლას რეაბილიტაცია უტარდება

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

21.03.2019 'ჯანსაღი ცხოვრების წესი შენი არჩევანია'– სპორტული ღონისძიებების პროექტში მერიაც ერთვება

21.03.2019 21 მარტს ტყის საერთაშორისო დღეა

20.03.2019 'ტაძარი არ გვაქვს და სხვა გზა არაა' – სოფელი სალოცავად ანდის სკოლაში დადის

19.03.2019 სახანძრო უსაფრთხოება – რა მდგომარეობაა სკოლებში, ბაღებსა და სასტუმროებში

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

08.03.2019 ქალები მძიმე ჩანთებით [Photo/Video]

07.03.2019 ფერადი სოფლის შავ–თეთრი სევდა [Photo-Video]

26.01.2019 მეწაღეები ახალციხიდან [Photo/Video]

12.06.2018 მთიდან მთაში წასვლამდე – რეპორტაჟი კიკიბოდან [Photos]

მსგავს თემაზე

ასპინძაში საარჩევნო მასალების გასაკრავად ადგილები განისაზღვრა
ადიგენში საარჩევნო მასალების განთავსების ადგილები განსაზღვრეს
სად შეიძლება საარჩევნო პლაკატების განთავსება ახალციხის სოფლებში
ასპინძაში საარჩევნო მასალების  განთავსების ადგილები გამოყეს
 ბორჯომში საარჩევნო შეხვედრებისა და პლაკატების გასაკრავი ადგილები გამოყეს
ახალციხის თვითმმართველობამ საარჩევნო მასალების გასაკრავი ადგილები გამოყო
პარტიები პლაკატების ზომებს სურვილის მიხედვით ვეღარ შეარჩევენ