FM97.5 / LIVE

ვინ არიან ახალციხის საოლქო–საარჩევნო კომისიის წევრები

მთავარისიახლე, არჩევნები 10.08.2018
N37ახალციხის საოლქო–საარჩევნო კომისია 12 წევრისგან დაკომპლექტდა, მათ შორის 5 მუდმივმოქმედი და 7 დროებითი წევრია.

ვინ არიან ახალციხის საოლქო–საარჩევნო კომისიის წევრები

N37 ახალციხის საოლქო–საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის თეა გავაშელის თქმით, ყველა კვალიფიციურმა პარტიამ გამოიყენა შესაძლებლობა და ოლქში თავისი წევრები წარადგინა. მისი განმარტებით, მმართველ გუნდს „ქართულ ოცნებას“ ოლქში სამი წარმომადგენელი ეყოლება, „პატრიოტთა ალიანსს“, „ნაციონალურ მოძრაობას“ და „ევროპულ საქართველოს“ თითო– თითო.

საპრეზიდენტო არჩევნებისთვის N37ახალციხის საოლქო–საარჩევნო კომისია ასე დაკომპლექტდა:


N37ახალციხის საოლქო–საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე – თეა გავაშელი;

კომისიის თავმჯდომარის მოადგილე – კარაპეტ კირაკოსიან;

კომისიის მდივანი – სოფიკო ნებაძე;

კომისიის წევრი – თამარ მაისურაძე;

კომისიის წევრი – ირინე ნათენაძე;

ცესკოს დროებითი წევრი – ლია სუდაძე;

„ქართული ოცნება“– ნათია დევაძე;

„ქართული ოცნება“– ნაირა სამსონიძე;

„ქართული ოცნება“– თამარ გოგოლაური;

„პატრიოტთა ალიანსი“ – ეკა შოთაშვილი;

„ნაციონალური მოძრაობა“ – ანა ბერიძე;

„ევროპული საქართველო“ – ეკატერინე ჩიტაშვილი;

N37ახალციხის საოლქო–საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე, თეა გავაშელი ოლქს 2010 წლიდან ხელმძღვანელობს. იგი მეორე ვადითაა არჩეული. რაც შეეხება თავმჯდომარის მოადგილეს კარაპეტ კირაკოსიანს, წლების განმავლობაში კომისიის მუდმივმოქმედი წევრი იყო, 2018 წლის აპრილიდან კი თავმჯდომარის მოადგილეა.

კომისიის მდივანს სოფიკო ნებაძეს ეს პოზიცია 2014 წლიდან უკავია.

კომისიის მუდმივმოქმედ წევრად თამარ მაისურაძე გასულ წელს აირჩიეს. იგი პროფესიით ბუღალტერ–ეკონომისტია. საოლქო კომისიაში დასაქმებამდე კომპანია „სილქნეტში“ მუშაობდა.

რაც შეეხება ცესკოს მეხუთე მუდმივმოქმედ წევრს ირინე ნათენაძეს, ის კომისიაში ხუთი თვის წინ აირჩიეს. მანამდე იგი ჯერ ასპინძის გამგეობაში, შემდეგ საქსტატში და კერძო სექტორში მუშაობდა. ბოლო წლებში კი ასპინძის და ახალციხის საოლქო საარჩევნო კომისიების დროებითი წევრი იყო.

მეექვსე დროებითი წევრი ლია სუდაძე ცესკომ კონკურსის წესით აირჩია: „2014 და 2016 წლებშიც ვიყავი ცესკოს დროებითი წევრი. ვიდრე აქ ამირჩევდნენ არ ვმუშაობდი. პროფესიით ეკონომისტი ვარ და არჩევნებზე არასდროს არცერთი პარტიიდან ვყოფილვარ წარმომადგენელი“.
12 წევრიდან ცესკოში სამი წევრი მმართველ გუნდს „ქართულ ოცნებას“ ეყოლება.

„2016 წლიდან ვარ ჩართული არჩევნებში და საკმაო გამოცდილება მაქვს, ამჟამად არასად ვმუშაობ, ექვსი თვის განმავლობაში რეზერვი ვიყავი „კრედო“ ბანკში“, – ამბობს „ქართული ოცნების“ წევრი კომისიაში ნათია დევაძე.

რაც შეეხება ნაირა სამსონიძეს, იგი ახალციხე–ადიგენის მაჟორიტარი დეპუტატის გიორგი კოპაძის ბიუროში მუშაობს: „კანონმდებლობით შვიდი დღის ვადა მქონდა და უკვე დავწერე შვებულება. გასულ წლებში ახალციხეში მეორე უბნის თავმჯდომარე ვიყავი, შარშანდელ არჩევნებზე კი დამკვირვებელი ვიყავი ერთ–ერთი არასამთავრობო ორგანიზაციიდან, ოღონდ ზუსტად არ მახსოვს რომელი ორგანიზაცია იყო. ვერ გავიხსენებ ახლა. ყოველთვის აქტიურად ვარ არჩევნებში ჩართული სხვადასხვა ორგანიზაციებიდან, აღარ მახსოვს და არ მინდა შეცდომაში შეგიყვანოთ“.

ახალციხის საოლქო–საარჩევნო კომისიაში „ქართული ოცნების“ მესამე წევრი თამარ გოგოლაური ამბობს, რომ არჩევნებზე მუშაობის ერთწლიანი გამოცდილება აქვს: „წელს დავამთავრე ილიას უნივერსიტეტი. შარშან ახალციხეში 30–ე უბანზე კომისიის წევრი ვიყავი „ქართული ოცნებიდან“.

„პატრიოტთა ალიანსის“ წარმომადგენელი ეკა შოთაშვილი ადიგენში, სოფელ წახანში საჯარო სკოლის ფიზიკის მასწავლებელია: „არჩევნებში მონაწილეობის დიდი ხნის გამოცდილება მაქვს. შარშანაც „ალიანსიდან“ ვიყავი ოლქში, წინა წლებში კი უპარტიო ვიყავი. ახლა სკოლაში არდადეგებია, სკოლის დაწყების შემდეგ კი შვებულებას ავიღებ“.

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ახალციხის ოლქში ანა ბერიძე ამბობს, რომ საარჩევნო საკითხებზე მუშაობის გამოცდილება არ აქვს: „21 წლის ვარ, პროფესიით ეკონომისტი, „ლიბერთი ბანკში“ ვმუშაობდი რეზერვისტად და იქიდან წამოსვლას ვაპირებ“.

რაც შეეხება „ევროპულ საქართველოს“ წარმომადგენელს ეკატერინე ჩიტაშვილს, იგი მეორე წელია ოლქში „ევროპული საქართველოდანაა“ შესული. ამ ეტაპზე ჩიტაშვილი საქართველოში არ იმყოფება. „ევროპული საქართველოს“ ახალციხის რაიონული ორგანიზაციის ხელმძღვანელის გელა დემეტრაძის განმარტებით, მათი წარმომადგენელი საქართველოში 10 დღეში დაბრუნდება: „ამ დღეების განმავლობაში საოლქოში ხელფასს ვერ აიღებს. კლდის საჯარო სკოლაში მუშაობს და ჩამოსვლის შემდეგ იქაც დაწერს შვებულებას“.

[თინათინ ზაზაძე, ახალციხე]


14.12.2018 ‘ბაზები დავაზღვიეთ, სტუდენტების ნაშრომებს საფრთხე აღარ დაემუქრება’ - რექტორის მოადგილე

11.12.2018 სამლოცველო ოთახი ახალციხის N5 სკოლაში – 'ეს მოსწავლეების მოტივირებულობას უწყობს ხელს’ [Video]

10.12.2018 ახალციხის რომელ სკოლაში ასწავლიან სამხედროები

07.12.2018 აწყურის სკოლის მოსწავლე საუკეთესო ესსესთვის დააჯილდოვეს [Video]

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

18.12.2018 25 დეკემბრიდან ახალციხის პარკში საახალწლო ღონისძიებები გაიმართება

18.12.2018 ახალციხეში 6 000 აბონენტს გაზი არ მიეწოდება

17.12.2018 საქართველოს ახალი კონსტიტუცია ამოქმედდა

17.12.2018 მართლმადიდებელი ეკლესია ბარბარობას აღნიშნავს

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

12.06.2018 მთიდან მთაში წასვლამდე – რეპორტაჟი კიკიბოდან [Photos]

20.02.2018 ადიგენის 55 სოფელი 6 ბიბლიოთეკის იმედად [Video]

20.12.2017 სკოლა ერთ ოთახში, ხუთი მოსწავლით [Photo/Video]

11.09.2017 ხმა სოფლიდან: სოფელ განძას მკვიდრების გატაცება [Audio]

მსგავს თემაზე

ვინ ჩაატარებს არჩევნებს ახალციხეში – რა შეიცვალა საოლქო კომისიაში
ნინოწმინდის საოლქო  კომისიის შემადგენლობა 2016 წლის არჩევნებისთვის
ვინ არიან ასპინძის საოლქო კომისიის  წევრები
რა შემადგენლობით ჩაატარებენ არჩევნებს საოლქო კომისიები
ბორჯომის საოლქო კომისიის შეცვლილი წევრები
N37-ე ახალციხის საარჩევნო ოლქში, 35 უბნიდან 8 უბანზე კომისია ვერ დაკომპლექტდა
ასპინძის საოლქო საარჩევნო კომისიას ახალი თავმჯდომარე ჰყავს