FM97.5 / LIVE

სასტუმროს მეორე სართულიდან გადმოვარდნილი ბავშვი გამოკვლევებისთვის თბილისში გადაჰყავთ

მთავარისიახლე, საზოგადოება 10.08.2018
ახალციხეში, სასტუმრო „ლაიქიდან“ გადმოვარდნილი ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობა ექიმების განცხადებით დამაკმაყოფილებელია. თუმცა, მათივე თქმით, მცირეწლოვანი სახითაა დაცემული და ამიტომ თავზე დამატებითი გამოკვლევები სჭირდება.

სასტუმროს მეორე სართულიდან გადმოვარდნილი ბავშვი გამოკვლევებისთვის თბილისში გადაჰყავთ

ახალციხის რეფერალური ჰოსპიტალის სამედიცინო მენეჯერის ვასილ ბალახაშვილის თქმით, ათი თვის ბიჭის ზოგადი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. ბავშვს სახის არეში დაჟეჟილობები აქვს, თვალის მიდამოებში კი ჰემატომა აღენიშნება: „ჩაუტარდა კომპიუტერული კვლევა და თავის არეში დაზაზიანების ნიშნები არ აქვს. მაგრამ ბავშვს ესაჭიროება უფრო სიღრმისეული კვლევა, ამიტომ გამოძახებულია კატასტროფის ბრიგადა, მას პროფილური ტიპის კლინიკაში გადაიყვანენ“.

როგორც „სამხრეთის კარიბჭესთან“ ფაქტის თვითმხილველები ყვებიან, ბავშვი ხელში დედას ეჭირა და ფანჯარასთან ათამაშებდა: „ჩარჩოზე ბადე იყო გაეკთებული, ამ ბადემ ბავშვი ვერ დაიკავა და გადავარდა“.

მომხდარზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ ძიება სისხლის სამართლის კოდექსის 124–ე მუხლით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით ჯანმრთელობის მძიმე, ან ნაკლებად მძიმე დაზიანებას გულისხმობს.

შემთხვევა დღეს, 10 აგვისტოს, 11:00 საათზე მოხდა. მცირეწლოვანი სამედიცინო დაწესებულებაში მშობლებმა თავად გადაიყვანეს. ბავშვი ირანიდან სტუმრად ჩამოსულ ოჯახს ახლდა თან.

[ლუბა გიორგაძე, ახალციხე]


28.07.2020 საფეხური: პანდემია და სტრესი ბავშვებში [აუდიო]

25.07.2020 ეროვნული გამოცდების შედეგების გამოქვეყნება სავარაუდოდ, აგვისტოს პირველი ნახევრიდან დაიწყება

23.07.2020 ახალქალაქის 8 სკოლაში ბიბლიოთეკები მოეწყო

22.07.2020 22 ივლისიდან მასწავლებელთა გამოცდები დაიწყო

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

30.07.2020 აღადგენენ თუ არა თეა ბაღდოშვილს და ეკა ტატალაშვილს სამსახურში?

30.07.2020 ახალციხის უნივერსიტეტის მეორე კორპუსში შშმ პირებისთვის ლიფტი გაკეთდება

30.07.2020 30 ივლისს წმინდა მარინეს ხსენების დღე აღინიშნება

30.07.2020 აბასთუმანში ‘გლაზენაპის’ კოშკს სრულად აღადგენენ

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

29.07.2020 მესხების მუსხი [აუდიო]

28.07.2020 წადი ამ ზაფხულს ზააბახას

06.07.2020 მივდივართ საროში [ფოტო]

03.07.2020 ზაზალო – სოფელი, სადაც მხოლოდ დაპირებები ახსოვთ [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

სასტუმროს მეორე სართულიდან გადმოვარდნილ ბავშვს გამოკვლევები უტარდება
მეორე სართულიდან გადმოვარდნილი ორი წლის ბიჭი ისევ საავადმყოფოში რჩება
ახალციხეში სასტუმროს მეორე სართულიდან მცირეწლოვანი ბავშვი გადმოვარდა
ბორჯომში მეორე სართულიდან გადმოვარდნილი ბავშვი თბილისში გადაჰყავთ
მეორე სართულიდან გადმოვარდნილი ბავშვის მდგომარეობა სტაბილურია
ასპინძაში მეორე სართულიდან 2 წლის ბიჭი გადმოვარდა
ახალქალაქში მეხუთე სართულიდან 7 წლის ბავშვი გადმოვარდა