FM97.5 / LIVE

რამაზ მოდებაძე: ‘ინსულტის მერე პენსია მომიხსნეს და არც დახმარებას მაძლევენ’

მთავარისიახლე, საზოგადოება 09.08.2018
სოფელ ურავლეში მცხოვრებ 60 წლის რამაზ მოდებაძეს ინსულტის მიღებიდან ერთი წლის შემდეგ შშმ პირის მეორე კატეგორიის სტატუსიც მოუხსნეს და პენსიაც. შემოსავლის გარეშე ავარიულ ბინაში დარჩენილს სოციალური დახმარების მიღებაზეც უარი უთხრეს.

რამაზ მოდებაძე: ‘ინსულტის მერე პენსია მომიხსნეს და არც დახმარებას მაძლევენ’

ათეული წლების წინ ქვით აშენებულ ორსართულიან სახლში წყალი ჩამოდის, ამიტომ მხოლოდ ერთ ოთახში ცხოვრობს, სადაც ღუმელი, რკინის საწოლი, მაგიდა, სამი სკამი და რადიო დგას. ოთახი მეორე სართულზეა, ამიტომ აქ ასასვლელად ავარიული კიბე უნდა აიროს: „მოაჯირი ისეთი მორყეულია ვერ ვეჭიდები, ნელ–ნელა ჩამოვდივარ რომ არ ჩავვარდე, არადა დღეში რამდენჯერმე მიწევს ასვლა–ჩამოსვლა“, – გვიყვება რამაზ მოდებაძე.

ახალციხიდან ურაველში ავარიულ სახლში საცხოვრებლად 8 წლის წინ დაბრუნდა: „ცოლს დავშორდი. ოთხი ბიჭი მყავს. შვილები დედასთან დარჩნენ. ამიტომ აქ მარტო მიწევს ცხოვრება. სამი წლის წინ ინსულტი მივიღე, მეტყველება და გადაადგილება ახლაც მიჭირს, ვერც ხელს ვიმორჩლებ, მაგრამ მალევე ინვალიდის სტატუსიც მომიხსნეს და პენსიაც, არადა 120 ლარს ვიღებდი. მითხრეს კარგად ხარ და აღარ გჭირდებოა, რატომ არ ვიცი“.

რამაზ მოდებაძე: ‘ინსულტის მერე პენსია მომიხსნეს და არც დახმარებას მაძლევენ’ამის შემდეგ რამაზ მოდებაძემ სოციალურ სააგენტოში დახმარების მისაღებად განცხადება დაწერა, თუმცა მაღალი ქულები მიუვიდა და დახმარებაზე აქაც უარი უთხრეს: „არც საქონელი მყავს და ვერც მიწას ვამუშავებ. ან ვის დავუთესო, ღობეები ისეთი მონგრეულია მთელი საქონელი აქ შემოდის და გამინადგურებენ. სახლს თვითონაც ხედავთ რა დღეშია. ტელევიზორიც კი არ მაქვს. დრო რომ გავიყვანო რადიოს ვუსმენ ხოლმე. მეზობლები მარჩენენ, არანაირი შემოსავალი არ მაქვს და თუ რამე გამომიჩნდა ღუმელზე ვაკეთებ–ხოლმე“.

სოციალური მომსახურების სააგენტოში ამბობენ, რომ რამაზ მოდებაძე სოციალურმა აგენტმა ერთი წლის წინ გადაამოწმა და სტატუსი ნამდვილად ვერ მიიღო: „მიზეზი ისაა, რომ მას გააჩნია 2–ოთახიანი ბინა და მიწის ნაკვეთი 0,42 ჰექტარი. ასევე ახლობლებისგან იღებს ფულად დახმარებას 300 ლარის ოდენობით“.

რაც შეეხება შშმ პირის სტატუსის მოხსნას, სააგენტოში ამბობენ, რომ მოდებაძეს ეს სტატუსი და შესაბამისად პენსიის მიღებაც 2016 წლის ოქტომბრიდან შეუწყდა: „თუ მას პრეტენზია აქვს სტატუსთან დაკავშირებით, მაშინ ხელახლა უნდა მიმართოს შშმ პირის დამდგენ კომისიას, რომ განესაზღვროს სტატუსი. ასევე, სოციალური აგენტის შეფასების შემდეგ გასულია ერთი წელი, ამიტომ მოქალაქეს შეუძლია მოგვმართოს განმეორებითი განცხადებით და კიდევ ვიმსჯელებთ მისთვის სოციალურად დაუცველის სტატუსის მინიჭებაზე“.

პენსიის, ან სოციალური დახმარების მიღებამდე რამაზ მოდებაძემ დახმარება სოფელში დეპუტატს სთხოვა და დაპირებაც მიიღო, რომ სასურსათო პაკეტით დაეხმარებოდნენ, თუმცა მოგვიანებით გაირკვა, რომ სოციალურად შეჭირვებულის სტატუსის არ ქონის გამო დახმარებას ვერც მერიიდან მისცემდნენ: „მერიაში არც ჩავსულვარ, რა აზრი აქვს არავინ არაფრით დამეხმარება და ტყუილად გზაში სამი ლარი უნდა დავხარჯო, ეგ სამი ლარიც მეზობლებს უნდა ვთხოვო რომ წავიდე“.

ახალციხის საკრებულოში, სოფელ ურავლის დეპუტატი ბესიკ გოქსაძე ამბობს, რომ რამაზ მოდებაძე მერიიდან ვერც სასურსათო პაკეტს და ვერც საშეშე მერქანს მიიღებს: „თუ სოცილაური მომსახურების სააგენტოს მხრიდან შესაბამისი ქულები არ დაიწერება და სოციალურად დაუცველთა რიცხვში არ ჩასვამენ ჩვენ მასზე არაფრის გაცემის უფლება არ გვაქვს. თუ სააგენტო შეისწავლის და ამ სტატუსს მიანიჭებს აუცილებლად მიიღებს ყველა შეღავათს მუნიციპალიტეტისგან“.

რამაზ მოდებაძე: ‘ინსულტის მერე პენსია მომიხსნეს და არც დახმარებას მაძლევენ’

რამაზ მოდებაძე: ‘ინსულტის მერე პენსია მომიხსნეს და არც დახმარებას მაძლევენ’

რამაზ მოდებაძე: ‘ინსულტის მერე პენსია მომიხსნეს და არც დახმარებას მაძლევენ’

[ლუბა გიორგაძე, ახალციხე]


11.12.2018 სამლოცველო ოთახი ახალციხის N5 სკოლაში – 'ეს მოსწავლეების მოტივირებულობას უწყობს ხელს’ [Video]

10.12.2018 ახალციხის რომელ სკოლაში ასწავლიან სამხედროები

07.12.2018 აწყურის სკოლის მოსწავლე საუკეთესო ესსესთვის დააჯილდოვეს [Video]

06.12.2018 შშმ მშობელი ექსკურსიას ჩამორჩა, ამის შემდეგ სკოლაში მის შვილს დაუპირისპირდნენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

13.12.2018 11 წელი საქართველოს მოქალაქეობის გარეშე

13.12.2018 მართლმადიდებელი ეკლესია ანდრია პირველწოდებულის ხსენების დღეს აღნიშნავს

13.12.2018 ახალციხე-ნინოწმინდის გზაზე მისაბმელიანი ტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია

12.12.2018 სამი გოგოს პროფესიული არჩევანი - ხელობა ფინანსური თავისუფლებისთვის

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

12.06.2018 მთიდან მთაში წასვლამდე – რეპორტაჟი კიკიბოდან [Photos]

20.02.2018 ადიგენის 55 სოფელი 6 ბიბლიოთეკის იმედად [Video]

20.12.2017 სკოლა ერთ ოთახში, ხუთი მოსწავლით [Photo/Video]

11.09.2017 ხმა სოფლიდან: სოფელ განძას მკვიდრების გატაცება [Audio]

მსგავს თემაზე


81 წლის მიხეილ კენჭოშვილი სოციალურ დახმარებას ითხოვს
უსახლკაროდ დარჩენილი პენსიონერი დახმარებას ითხოვს
ოჯახი, რომელშიც სამი შშმ პირია, სოციალურ დახმარებას სამი წელი ელოდა [Video]
ვინ მიიღებს დახმარებას – ახალციხის გამგეობა ბენეფიცირების არეალს აფართოებს
74 წლის მარტოხელა რიფსიმე მარგარიანი დახმარების მოლოდინშია
უსამსახუროდ და სესხებით - სოფიო ბერიძე  დახმარებას ითხოვს