FM97.5 / LIVE

ახალი სასწავლო წლიდან მოსწავლეები აგვისტოს ომის გმირების ისტორიას ისწავლიან

მთავარისიახლე, საზოგადოება 08.08.2018
განათლებისა და თავდაცვის სამინისტროების ერთობლივი პროექტით, მეათე კლასის მოსწავლეები აგვისტოს ომის გმირების ისტორიებს ისწავლიან.

ახალი სასწავლო წლიდან მოსწავლეები აგვისტოს ომის გმირების ისტორიას ისწავლიან

2018-2019 სასწავლო წელს საპილოტე პროექტი რამდენიმე სკოლაში დაიწყება. პროექტი სკოლებში დამატებითი საგნის შემოღებას ითვალისწინებს.

„თუ შემოგვთავაზებენ აუცილებლად ჩავერთვებით, იმიტომ რომ ეს არის ჩვენი ისტორია, ეს არის ხალხი, რომელიც ზვარაკად შეეწირა თავის ქვეყანას. ჩვენ ვალდებულები ვართ ვიცოდეთ მათი ისტორია. თაობიდან თაობას გადავცეთ მათი გმირობა. ერთი სიტყვით ამ ისტორიების შესწავლა სკოლაში სავალდებულოც კია”, – ამბობს ახალციხის პირველი საჯარო სკოლის დირექტორი ჟუჟუნა გოგოლაური.

საჯარო სკოლებში აგვისტოს ომის გმირების შესახებ ისტორიის სწავლებას მიესალმებიან ახალციხის საჯარო სკოლების ისტორიის მასწავლებლებიც.
„ ვფიქრობ ძალიან კარგი იქნება სამშობლოსთვის თავდადებული გმირების ისტორიის შესწავლა“, – ამბობს მეორე საჯარო სკოლის ისტრიის მასწავლებელი ირმა გოგატიშვილი.

საგანს „თავდაცვა და უსაფრთხოება“, რომელიც საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და თავდაცვის სამინისტროს ერთობლივი პროექტია მოსწავლეები მეათე კლასებში შეისწავლიან.

სახელმძღვანელოზე მუშაობა უკვე დასრულებულია და დასაბეჭდად მზადდება.

[sknews.ge]


07.11.2019 ახალციხეში წარჩინებული მოსწავლეები დაასაჩუქრეს

06.11.2019 საუკეთესო სპეციალური მასწავლებლის გამოსავლენად კონკურსი გამოცხადდა

05.11.2019 განათლების კოალიცია სკოლის ლიდერობის ეროვნულ კონკურსს აცხადებს

04.11.2019 ახალციხეში მასწავლებელთა გამოცდები მიმდინარეობს

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

10.11.2019 ‘მომავალში უფრო ტიტულოვან ჩემპიონატებს მოვიგებ’-15 წლის ძიუდოისტი ასპინძიდან

10.11.2019 ბორჯომის ხეობაში ხანძრით დაზიანებული ტყის აღდგენის პროექტი გრძელდება

09.11.2019 ‘რუსეთის მიერ დაგეგმილი აქტი განხორციელდა’– კახა გოგიძე კინოთეატრებთან გამართულ აქციაზე

09.11.2019 ‘ფილმის გამშვებიცა და მნახველიც იესო ქრისტეს მაგინებელია’– თბილისში აქცია განახლდა

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

06.11.2019 ‘დატოვეთ კომფორტის ზონა’ – ახალციხელი ნათია ჯინიუზაშვილის წარმატება ჰოლანდიაში

01.11.2019 მატარებლის მოლოდინში [ფოტო/ვიდეო]

18.10.2019 აწყვიტაში ველიჯანაშვილების ოჯახი ღამეს მეზობელთან ათევს [ფოტო/ვიდეო]

09.10.2019 ‘უბრალო პროფესიის’ რთული საქმე - 83 წლის ფოსტალიონი ახალციხიდან [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

სკოლებში აგვისტოს ომის შესახებ გაკვეთილებს სამხედროები ჩაატარებენ
საფეხური: 'თავდაცვა და უსაფრთხოება' ახალი საგანი სკოლებში [Audio]
ახალციხის პირველი სკოლის მოსწავლეები დროებით ქალაქის სხვა სკოლებში ისწავლიან
ქალაქ ახალციხის სკოლებში 387 პირველკლასელი მივიდა [ფოტო]
პირველი სკოლა სასწავლო პროცესს ისევ სხვა სკოლებში განაახლებს
დღეს საჯარო სკოლებში სწავლა იწყება
საფეხური: სკოლებში ახალი საგნის სწავლება იწყება [Audio]