FM97.5 / LIVE

სამცხე –ჯავახეთში აგვისტოს ომში დაღუპულთა მემორიალები ყვავილებით შეამკეს

მთავარისიახლე, საზოგადოება 08.08.2018
რუსეთ–საქართველოს ომიდან 10 წლის თავზე, სამცხე– ჯავახეთის მუნიციპალიტეტებში ომში დაღუპული გმირების მემორიალები თვითმმართველობების წარმომადგენლებმა ყვავილებით შეამკეს. ასევე, ყველა ადმინისტრაციულ შენობაზე დროშები დაუშვეს.

სამცხე –ჯავახეთში აგვისტოს ომში დაღუპულთა მემორიალები ყვავილებით შეამკეს

ასპინძის მუნიციპალიტეტში, დღეს, 8 აგვისტოს ასპინძის მუნიციპალიტეტის მერმა და საკრებულოს თავმჯდომარემ აგვისტოს ომში დაღუპულ ტარიელ ქამაშიძეს სახელობის მემორიალთან სოფელ მირაშხანში ყვავილები მიიტანეს.

სამცხე –ჯავახეთში აგვისტოს ომში დაღუპულთა მემორიალები ყვავილებით შეამკეს

ყვავილებით შეამკეს ახალციხის თვითმმართველბის წარმომადგენლებთან ერთად სამხარეო ადმინისტრაციის წევრებმაც ახალციხეში ცენტრალურ პარკში საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის დაღუპულთა მემორიალი. აქ ასევე, ივლიტის ღვთისმშობლის შობის ტაძრის წინამძღვარმა მამა იოანემ გარდაცვლილთა სულის მოსახსენიებელი პარაკლისი გადაიხადა.

„დღეს შესრულდა ათი წლის თავის 8 აგვისტოს ომის შემდეგ. ვუსამძიმრებ ყველას, ვისი ოჯახის წევრებიც შეეწირნენ ამ ბრძლას. როცა ქვეყანაში ომია და ამას ადამიანები ეწირებიან ეს ძალიან მტკივნეულია“, – ამბობს ახალციხის მერი ზაზა მელიქიძე.

მისივე თქმით, ახალციხეში ეტაპობრივად გაიხსნება დაღუპული გმირების სახელობის სკვერები: „ჩვენ უკვე გვაქვს რამოდენიმე სკვერი, რომელიც ომში დაღუპული გმირების სახელობისაა“.

მემორიალის შემკობის შემდეგ ახალციხის სამუსიკო სკოლაში დაღუპულთა ხსოვნისადმი მიძღვნილი საღამო გაიმართა. ღონისძიებაზე წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს გმირებს. ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს ანსამბლმა „მესხეთმა“ და ღვთისმშობლის შობის სახელობის მგალობელთა გუნდმა.

სამცხე –ჯავახეთში აგვისტოს ომში დაღუპულთა მემორიალები ყვავილებით შეამკეს

2008 წლის აგვისტოს ომიში თავდაცვის სამინისტროს 170 მომსახურე დაიღუპა, მათ შორის ექვსი სამცხე–ჯავახეთიდან იყო. ასევე, ომში დაიღუპა შინაგან საქმეთა სამინისტროს 14 თანამშრომელი და 224 სამოქალაქო პირი.

[მარიამ ბარძიმაძე, ახალციხე]


19.02.2019 ‘მომავლის თაობამ’ ტექნიკის კონკურსში გამარჯვებული სკოლები გამოავლინა

17.02.2019 ახალციხეში 'ევერესტის' მონაწილეები დააჯილდოეს

16.02.2019 საქართველოს სკოლებში ჩინური ენის შესწავლა შესაძლებელი იქნება

15.02.2019 ახალციხეში, სკოლის მოსწავლეებს შორის შაშსა და ჭადრაკში ტურნირი მიმდინარეობს

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

19.02.2019 მერია საკირეში მცხოვრებ ზეზვა თოფურიანს მკურნალობას დაუფინანსებს

19.02.2019 შავაძეები და ძეგლთა დაცვა ისტორიული აბანოების ერთობლივ მოვლა–პატრონობაზე შეთანხმდებიან

19.02.2019 ცხოველების წამებაზე სასჯელი მკაცრდება

18.02.2019 ‘სტრატეგია რომ მუშავდება, საკრებულომ უნდა იცოდეს’– დეპუტატის საყვედური მერიას

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

26.01.2019 მეწაღეები ახალციხიდან [Photo/Video]

12.06.2018 მთიდან მთაში წასვლამდე – რეპორტაჟი კიკიბოდან [Photos]

20.02.2018 ადიგენის 55 სოფელი 6 ბიბლიოთეკის იმედად [Video]

20.12.2017 სკოლა ერთ ოთახში, ხუთი მოსწავლით [Photo/Video]

მსგავს თემაზე

ასპინძაში აგვისტოს ომში დაღუპული გმირი გაიხსნეს [Photo]
ახალციხეში აფხაზეთის ომში დაღუპული მეომრები გაიხსენეს
აგვისტოს ომში დაღუპულთა ოჯახებს ადიგენის ბიუჯეტიდან 300 ლარი გადაეცემათ
ასპინძის ხელისუფლებამ პატივი მიაგო აგვისტოს ომში დაღუპული ტარიელ ქამაშიძის  ხსოვნას
ახალციხეში აგვისტოს ომში დაღუპული მეომრები გაიხსენეს [Photo]
სამცხე–ჯავახეთში პატივი მიაგეს 2008 წლის აგვისტოში დაღუპულთა ხსოვნას
ადიგენში საქართველოს მთლიანობისთვის დაღუპულ გმირთა მემორიალი გაიხსნა