FM97.5 / LIVE

ადიგენი–ახალციხის გზის მონაკვეთზე ფიჭვის ხეები ხმება

მთავარისიახლე, საზოგადოება 08.08.2018
სოფელ ბენარასთან, გზის ორივე მხარეს ფიჭვის ხეები ხმება. ადგილობრივები ამბობენ, რომ ხმობის მიზეზი არ იციან და ვერც ხეებს შველიან.

ადიგენი–ახალციხის გზის მონაკვეთზე ფიჭვის ხეები ხმება

„ფიჭვის ხეები წითლდება, წიწვები მთლიანად უხმება. შეიძლება მავნებელი გაუჩნდა, ჩვენ ვერაფრით ვშველით“, – ამბობს სოფელ ბენარაში მცხოვრები ნანა ზედგინიძე.

ამავე სოფელში მცხოვრები გოჩა ბლუაშვილი ამბობს, რომ ხეები ადიგენში სხვა სოფლებშიც ხმება : „ახალციხიდან მომავალ გზაზე სულ უფრო ხშირად მხვდება გამხმარი ხეები, ძირითადად ფიჭვები. მარტო ბენარაში არაა ასე. ადიგენში თავს ტყით და ბუნებით ვიწონებთ, ესეც თუ აღარ გვქონდა აქ რა გაგვაჩერებს“.

ეროვნულ სატყეო სააგენტოში ამბობენ, რომ აღნიშნული მონაკვეთი შესაწვლილი აქვთ, თუმცა აქ მავნებლები არ ფიქსირდება და ხეების ხმობის მიზეზების დადგენას კომპლექსური შესწავლა სჭირდება.

„ზოგადად, სამცხე–ჯავახეთში ტყეების შესწავლისას დიდი მებაღის და მცირე მებაღის არსებობა დადასტურდა, თუმცა, ხეების ხმობას მხოლოდ მავნებლების ზეგავლენას ვერ დავაბრალებ. ჩემი პირადი აზრია, რომ ფიჭვები სხვა მიზეზით ხმება, რომელსაც გლობალური შესწავლა სჭირდება. როცა, საბოლოო დასკვნა გვექნება შევძლებთ გარკვეული ზომების მიღებას“, – ამბობს ტყის აღრიცხვისა და კვლავწარმოების დეპარტამენტის ტყის მოვლა-აღდგენის სამმართველოს მთავარი სპეციალისტი გიორგი მამადაშვილი.

ეროვნულ სატყეო სააგენტოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში აცხადებენ, რომ 13 აგვისტოს სამცხე–ჯავახეთში სატყეო სააგენტოს სპეციალური ჯგუფი ჩამოვა და სხვადასხვა ადგილზე ტყის ხმობის ფაქტებს კიდევ ერთხელ შეისწავლის.

ადიგენი–ახალციხის გზის მონაკვეთზე ფიჭვის ხეები ხმება

ხეები ხმება ახალციხის და ბორჯომის სოფლებშიც. ამის შესახებ ეროვნულმა სატყეო სააგენტომ „სამხრეთის კარიბჭედან“ მაისში შეიტყო და ხეების შესწავლა დაიწყო, რის შედეგადაც დადგინდა, რომ ფიჭვის და ნაძვის ხეებს მავნებლები: მბეჭდავი ქერქიჭამია, ასევე დიდი და პატარა მებაღე ანადგურებს.

[ავთო ინასარიძე, ადიგენი]


15.01.2020 საჯარო სკოლებში სწავლა განახლდა

14.01.2020 გრიპის ვირუსის გამო სკოლებში სწავლის დაწყება არ გადაიდება

13.01.2020 რომელ საგანში გაუჭირდათ მასწავლებლებს გამოცდის ჩაბარება

13.01.2020 რომელი ფაკულტეტები იქნება უფასო სამცხე-ჯავახეთის უნივერსიტეტში

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

19.01.2020 ბაკურიანში 10 ავტობუსი მგზავრებს უფასოდ მოემსახურება

16.01.2020 სამცხე–ჯავახეთში გაზრდილი პენსია 30 223 ასაკით პენსიონერმა აიღო

16.01.2020 შშმ პირთა ღონისძიება ‘ტალიტა კუმში’

16.01.2020 დავით სერგეენკოს განცხადება c ჰეპატიტის ვადაგასულ წამლებთან დაკავშირებით

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

17.12.2019 ლოკოკინებზე ‘მონადირეები' სოფელ აწყვიტიდან [ფოტო/ვიდეო]

12.12.2019 არყის გამოხდა ხალხური მეთოდით სოფელ ხერთვისში [ფოტო/ვიდეო]

10.12.2019 საავტომობილო გზა ეროვნულ პარკში - ივანიშვილის ექსპერიმენტის შედეგი

06.12.2019 ხაკი – მოყავისფრო, მწვანე სოფელი [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

მესხეთში ტყეს მავნებლები აზიანებენ  – რა წერია დასკვნაში
აწყურის ტყეში ხეები ხმება
აწყურის ტყეში ფიჭვის ხეებს მავნებლები ახმობენ
სატყეო სამცხე–ჯავახეთში ხეებს ვირუსულ და სოკოვან დაავადებებზე იკვლევს
სამცხე–ჯავახეთში 800 000–მდე მბეჭდავი ქერქიჭამია გაანადგურეს
ლაბორატორიული კვლევით გაირკვა, რომ ხეების ხმობის მიზეზი სოკოვანი დაავადებები არ არის
‘ხეებს კვარისთვის თლიან’– ყვიბისში 30–მდე ფიჭვის ხე დააზიანეს