FM97.5 / LIVE

შსს რელიკვიების დაწვაზე: ‘ჯერ ექსპერტიზის საბოლოო პასუხი ცნობილი არ არის’

მთავარისიახლე, სამართალი 08.08.2018
ვალეში, კათოლიკური რელიკვიების დაწვიდან ექვსი თვე გავიდა, საქმეს კი ამ დრომდე არც დაზარალებული ჰყავს და არც ბრალდებული.

შსს რელიკვიების დაწვაზე: ‘ჯერ ექსპერტიზის საბოლოო პასუხი ცნობილი არ არის’

პროკურატურასა და შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ ვალეში, წმინდა ნინოს სალოცავთან დამწვარი კათოლიკური რელიკვიების საქმეზე ძიება გრძელდება.

„ბოლოს რომ შევეხმიანე საგამოძიებო უწყებებს, არავინ არაფერი მითხრა. მეეჭვება ახლა რაიმე ახალი იყოს, არადა ექვსი თვე გავიდა უკვე. თვის ბოლოს კიდევ დავრეკავ, იქნებ მითხრან გამოძიება რა ეტაპზეა“, – ამბობს ვალეს ღვთისმშობლის შობის სახელობის კათოლიკური ეკლესიის წინამძღვარი მიხეილ სურმავა.

საგამოძიებო უწყებებს, სახალხო დამცველმა ეფექტური და დროული გამოძიებისკენ მომხდარიდან მესამე დღეს, 14 მარტს მოუწოდა: „სახალხო დამცველი მოუწოდებს სამართალდამცავ ორგანოებს, ეფექტურად წარმართოს და დროულად დაასრულოს საქმის გამოძიება. ასევე რეგულარულად აწარმოოს საზოგადოების ინფორმირება გამოძიების მიმდინარეობის შესახებ, რათა არ დარჩეს პასუხგაუცემელი კითხვები“.

მაშინ „სამხრეთის კარიბჭესთან“ ინტერვიუში სამცხე–ჯავახეთის ოლქის პროკურორი შოთა რიჟამაძე აცხადებდა, რომ როგორც კი საქმეს ბრალდებული, ან დაზარალებული ეყოლებოა, ინფორმაციას აუცილებლად გაავრცელებდა. თუმცა, ამ დრომდე ძიება ამ ეტაპამდე ვერ მივიდა.

რაც შეეხება ექსპერტიზის პასუხებს, შინაგან საქმეთა სამინისტროში ამბობენ, რომ ჯერ საბოლოო პასუხი ცნობილი არ არის: „ექსპერტიზის დასკვნის ჯერ მხოლოდ ნაწილი გვაქვს, თუმცა გამოძიების ეტაპზე ამას ვერ გავასაჯაროვებთ“.

შეგახსენებთ, რომ 12 მარტს, საღამოს, სოფელ ვალეში, წმინდა ნინოს მცირე სამლოცველოსთან, რომელშიც კათოლიკეები და მართლმადიდებლები წლებია ერთად ლოცულობენ, კათოლიკური ხატები და ლოცვის წიგნები დაწვეს. მომხდარს შინაგან საქმეთა სამინისტრო რელიგიური საქმიანობისთვის ხელისშეშლის მუხლით იძიებს.

[ლუბა გიორგაძე, ახალციხე]


18.10.2018 ქეთევან ციხელაშვილი ახალქალაქის პირველ საჯარო სკოლას ესტუმრა

11.10.2018 სოფელ შოლავერში ახალი სკოლა გაიხსნა

09.10.2018 სოფელ არალში სკოლა საზეიმოდ გაიხსნა [Photo/Video]

08.10.2018 ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენელი სტუდენტებისთვის სტაჟირების პროგრამა დაიწყო

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

19.10.2018 ახალქალაქში იუსტიციის სახლი გაიხსნა

18.10.2018 ‘ოცნების’ წევრი 'ევროპული საქართველოს’ შეხვედრას ტელეფონით იღებდა

18.10.2018 სამცხე–ჯავახეთის უნივერსიტეტში მიხეილ თამარაშვილის 160 წლის იუბილე აღნიშნეს

18.10.2018 ახალციხეში, სამი თვის წინ შეკეთებული ატრაქციონები დაზიანდა

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

12.06.2018 მთიდან მთაში წასვლამდე – რეპორტაჟი კიკიბოდან [Photos]

20.02.2018 ადიგენის 55 სოფელი 6 ბიბლიოთეკის იმედად [Video]

20.12.2017 სკოლა ერთ ოთახში, ხუთი მოსწავლით [Photo/Video]

11.09.2017 ხმა სოფლიდან: სოფელ განძას მკვიდრების გატაცება [Audio]

მსგავს თემაზე

ვალეში კათოლიკური რელიკვიების დაწვის საქმეზე ათობით მოწმე დაკითხეს
ომბუდსმენი მოუწოდებს სამართალდამცავებს დროულად გამოიძიონ ვალეში კათოლიკური რელიკვიების დაწვის ფაქტი
ვალეში კათოლიკური რელიკვიების დაწვის ფაქტს ომბუდსმენი შეისწავლის
ვალეში კათოლიკური რელიკვიების დაწვის ფაქტზე შსს–მ ძიება დაიწყო
ქართველ მუსლიმთა კავშირი ვალეში კათოლიკური რელიკვიების დაწვის ფაქტს გმობს
დღის ფოტო: ვალეში კათოლიკური რელიკვიები დაწვეს [Photo]
ეპისკოპოსი ჯუზეპე პაზოტო: ‘ვალეში მომხდარს ვერავის დავაბრალებთ’