FM97.5 / LIVE

ომარ მელიქიძე: ‘ერგნეთს რომ ვტოვებდით, ბომბები ისროლეს, ფეხი მაშინ დავკარგე’

მთავარისიახლე, საზოგადოება 08.08.2018
ათი წლის წინ, აგვისტოს ომში ცალი ფეხი დაკარგა, მას შემდეგ ჯარისკაცობაზე უარის თქმა მოუხდა, ამიტომ მანქანა იყიდა და ტაქსაობა დაიწყო. ასპინძიდან, სოფელ ტოლოშიდან, ომში წასული ომარ მელიქიძე იმ ორ დღეს იხსენებს, როცა ცხინვალთან ახლოს, ერგნეთში იბრძოდა.

ომარ მელიქიძე: ‘ერგნეთს რომ ვტოვებდით,  ბომბები ისროლეს,  ფეხი მაშინ დავკარგე’

ომარი ჯარში კონტრაქტით 29 წლის ასაკიდან მსახურობდა. დაახლოებით, სამი წელი ჰქონდა სამხედრო სამსახურში გატარებული, როცა რუსეთ–საქართველოს ომი დაიწყო. ამ დროს იგი ქუთაისში, მესამე ბრიგადის სატანკო ბატალიონში იყო.

„8 აგვისტოს ყველაზე ცხელ წერტილში, ერგნეთში მოგვიწია წასვლა. სოფლიდან რამდენიმე კილომეტრის მოშორებით სატვირთო მანქანით მიგვიყვანეს, შემდეგ კი შეიარაღებულებმა გზა ფეხით გავაგრძელეთ. ერგნეთში რომ შევედით, სოფელი უკვე დაცლილი იყო. რამდენიმე საათით ბაზართან დავბანაკდით, ერთი შეხედვით სიმშვიდე ჩანდა, თუმცა მათი მხრიდან რამდენჯერმე სროლები იყო და ჩვენც უნდა გვეპასუხა“, – იხსენებს ომარი.

ცხრა აგვისტოს გამთენიისას ბატალიონმა ერგნეთის დატოვების ბრძანება მიიღო: „ქართულმა მხარემ ცეცხლი შეწყვიტა, ამიტომ ჩვენ იქ ვეღარ დავრჩებოდით და სოფლის დატოვება დავიწყეთ. სწორედ მაშინ რუსმა სამხედროებმა კასეტური ბომბები ისროლეს, მისი ნაწილი ფეხში მომხვდა და დავიჭერი. ამიტომ მარჯვენა ფეხის ამპუტაცია გახდა საჭირო. ჩემს გერდით ერთი ჯარისკაცი იქვე დაიღუპა, კიდევ ერთს კი მერე ჩემსავით ფეხი მოკვეთეს. ჩვენი ბატალიონის კიდევ ერთმა წევრმა კი თვალი დაკარგა“.

დაჭრილები სამშვიდობოს თანამებრძოლებმა გაიყვანეს. მათივე დახმარებით დაჭრილმა ჯარისკაცებმა თბილისში რესპუბლიკურ საავადმყოფოში გადასვლა მოახერხეს. თუმცა, ცხრა აგვისტოდან ორი დღის განმავლობაში ომარის მშობლებს მის შესახებ ინფორმაცია არ ჰქონდათ: „ვერ ვახერხებდი ოჯახთან კონტაქტს, ხაზები ძალიან გადატვირთული იყო. ვერც ისინი მიკავშირდებოდნენ და ვერც მე. ჩემი დაჭრის ამბავი 11 აგვისტოს გაიგეს. ახლობელი შემთხვევით მოვიდა საავადმყოფოში, სახელი და გვარი იკითხა, ასეთი ადამიანი ხომ არ შემოუყვანიათო, მომაგნო და მერე ჩემებსაც დაურეკა“.

ომარმა გარკვეული პერიოდი რეაბილიტაციისთვის თბილისში გაატარა, შემდეგ ამერიკაში გადაიყვანეს იმისთვის, რომ ფეხზე პროტეზი გაეკეთებინათ. სამშობლოში დაბრუნებული კი ახალციხეში, ჯავშანსატანკო ცენტრში დაასაქმეს: „ავტოსკოლაში ვმუშაობდი, ჩემი შესაფერისი სამსახური მომცეს, კომპიუტერთან ვიჯექი და რაღაცეებს ვამოწმებდი. ერთი წლის წინ ჩემი სურვილით წამოვედი და ტაქსაობა დავიწყე, აქ უფრო კარგად ვგრძნობ თავს, მანქანის მართვაში არც პროტეზი მიშლის ხელს“.

ომარი ექვსი წლის წინ დაქორწინდა და ახლა ორი შვილი ჰყავს, ორი წლის წინ კი ტოლოშიდან საცხოვრებლად ახალციხეში გადმოვიდა: „ომის ვეტერანის სტატუსი არ მაქვს, თუმცა, როგორც დაჭრილი ჯარისკაცი სახელმწიფო შეღავათებით ვსარგებლობ, ჯარისკაცის ხელფასს ჩვეულებრივ ვიღებ, სამკურნალო შვებულებაში ვარ და ამისთვის ორ თვეში ერთხელ გორში ჩავდივარ, სადაც ბიულეტენს მიწერენ“.

ომარ მელიქიძე: ‘ერგნეთს რომ ვტოვებდით,  ბომბები ისროლეს,  ფეხი მაშინ დავკარგე’

2008 წლის რუსეთ-საქართველოს აგვისტოს ომიდან 10 წელი შესრულდა. 2008 წლის 7 აგვისტოს ცხინვალის რეგიონში რუსი სამხედროებით ზურგგამაგრებულ ოს სეპარატისტსა და ქართულ ჯარს შორის საბრძოლო მოქმედებები დაიწყო. ომში რუსეთი ღიად 8 აგვისტოს ჩაერთო. რუსებისა და ოსების გაერთიანებული სამხედრო შენაერთები ქართველებს ცხინვალში სამი დღე ებრძოდნენ. 9 აგვისტოს რუსულმა და აფხაზურმა ძალებმა მეორე ფრონტი გახსნეს კოდორის ხეობაზე თავდასხმით და დასავლეთ საქართველოს შიდა ტერიტორიებში შეიჭრნენ. ხუთი დღის შემდეგ ქართულმა ჯარებმა ცხინვალისა და აფხაზეთის რეგიონი დატოვეს. საქართველოს თავდაცვის, შინაგან საქმეთა და ჯანდაცვის სამინისტროების ინფორმაციით აგვისტოს ომის შედეგი ასეთი იყო: ომის დროს დაიღუპა 170 თავდაცვის სამინისტროს მოსამსახურე, მათ შორის ექვსი სამცხე–ჯავახეთიდან. 14 შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელი და 224 სამოქალაქო პირი. დაშავდა 1045 საქართველოს სამხედრო მოსამსახურე და 1187 სამოქალაქო პირი. ომმა საქართველოს 26 000-მდე დევნილი შემატა და დღეს საქართველოში უკვე 268 598 დევნილია.

[ლუბა გიორგაძე, ახალციხე]


11.12.2018 სამლოცველო ოთახი ახალციხის N5 სკოლაში – 'ეს მოსწავლეების მოტივირებულობას უწყობს ხელს’ [Video]

10.12.2018 ახალციხის რომელ სკოლაში ასწავლიან სამხედროები

07.12.2018 აწყურის სკოლის მოსწავლე საუკეთესო ესსესთვის დააჯილდოვეს [Video]

06.12.2018 შშმ მშობელი ექსკურსიას ჩამორჩა, ამის შემდეგ სკოლაში მის შვილს დაუპირისპირდნენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

13.12.2018 მართლმადიდებელი ეკლესია ანდრია პირველწოდებულის ხსენების დღეს აღნიშნავს

13.12.2018 ახალციხე-ნინოწმინდის გზაზე მისაბმელიანი ტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია

12.12.2018 სამი გოგოს პროფესიული არჩევანი - ხელობა ფინანსური თავისუფლებისთვის

12.12.2018 GDI: ჯავახეთში მწვავედ დგას გოგონათა ნაადრევი ქორწინების და ოჯახში ძალადობის პრობლემა

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

12.06.2018 მთიდან მთაში წასვლამდე – რეპორტაჟი კიკიბოდან [Photos]

20.02.2018 ადიგენის 55 სოფელი 6 ბიბლიოთეკის იმედად [Video]

20.12.2017 სკოლა ერთ ოთახში, ხუთი მოსწავლით [Photo/Video]

11.09.2017 ხმა სოფლიდან: სოფელ განძას მკვიდრების გატაცება [Audio]

მსგავს თემაზე

2008 წლის აგვისტოს ომი – IDFI-ს ვიზუალიზაცია
ასპინძაში აგვისტოს ომში დაღუპული გმირი გაიხსნეს [Photo]
აგვისტოს ომიდან 8 წელი გავიდა
აგვისტოს ომიდან 9  წელი გავიდა
26 წელი აფხაზეთის ომიდან –ახალციხეში გარდაცვლილი გმირები გაიხსენეს
'ამ ქუჩას რუსეთი ბომბავდა' - წარწერები გორის ქუჩებში [Photo]
სამცხე –ჯავახეთში აგვისტოს ომში დაღუპულთა მემორიალები ყვავილებით შეამკეს