FM97.5 / LIVE

ახალციხის მერიაში საშვთა სისტემა ამოქმედდება

მთავარისიახლე, საზოგადოება 07.08.2018
ახალციხის მერიის შენობაში თანამშრომლები და მოქალაქეები მხოლოდ სპეციალური საშვებით დაიშვებიან. თანამედროვე სისტემის მოსაწყობად თვითმმართველობა, დაახლოებით, 15 000 ლარს დახარჯავს.

ახალციხის მერიაში საშვთა სისტემა ამოქმედდება

ახალციხის მერიაში მოქალაქეები ამ დროისთვის წინასწარი ჩაწერის გარეშე შედიან, საშვთა სისტემის ამოქმედების შემდეგ კი მათთვის სპეციალური საშვები გაიწერება. რაც შეეხება თანამშრომლებს, მათთვის შესაბამისი ბარათები დამზადდება, ან თითის ანაბეჭდის სისტემა დამონტაჟდება.

ახალციხის მერიამ თანამედროვე დაშვების სისტემით აღჭურვისთვის ტენდერი უკვე გამოაცხადა და წინადადებების მიღებაც დასრულდა. ტენდერში მონაწილეობა მხოლოდ ერთმა კომპანიამ შპს „ინტელქომ ჯგუფმა“ მიიღო.

„ელექტრონული სისტემა აღჭურვილი იქნება ბიომეტრიული კონტროლის რამდენიმე მექანიზმით, თითის ანაბეჭდისა და ბარათის ქსელური კომბინირებული წამკითხველით, რაც კონტროლს გაუწევს თანამშრომელთა და ვიზიტორთა მიმოსვლასა და აღრიცხვას“, – ვკითხულობთ სატენდერო დოკუმენტებში.

მერია აღნიშნული კონტროლის სისიტემისთვის 4 ელექტრონულ აპარატს შეიძენს. აპარატები ხელშეკრულების გაფორმებიდან 30 კალენდარულ დღეში დამონტაჟდება.

[თორნიკე ზაზაძე, ახალციხე]


23.07.2019 ‘ტექსტი ბავშვის ინტერესთან ახლოს უნდა იყოს’ - შეფასებები 'დედაენის' სკოლაში დაბრუნებაზე

22.07.2019 ეროვნულები ლიტერატურის გამოცდით გრძელდება

21.07.2019 ახალციხის მეხუთე სკოლის ჩამონგრეულ გალავანზე პასუხისმგებლობას მერია იღებს

19.07.2019 პედაგოგები უცხო ენებისა და ბიოლოგიის გამოცდას აბარებენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

23.07.2019 ვიზიტორები 101 ქვეყნიდან – როგორია სამცხე-ჯავახეთის ტურისტული პოტენციალი

22.07.2019 ‘საიდან იცის გამოძიების დეტალები?’– ბაღების დირექტორი ენზელ მკოიანს უჩივლებს

22.07.2019 ტემპერატურა იკლებს – როგორი ამინდია მოსალოდნელი სამცხე–ჯავახეთში

22.07.2019 აგარების მონასტრამდე მისასვლელ გზაზე გადაადგილება შეზღუდულია

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

11.07.2019 ძველი მანქანების ერთგული მეპატრონეები [ფოტო/ვიდეო]

09.07.2019 ლეგენდების სოფელი

04.07.2019 ‘ფანდურის გაკეთებისას ბოროტების ნასახი არ უნდა გქონდეს გულში’– მესხი მეფანდურეები [ფოტო/ვიდეო]

08.03.2019 ქალები მძიმე ჩანთებით [Photo/Video]

მსგავს თემაზე

სამცხე–ჯავახეთის გუბერნიაში საშვთა სისტემა აღადგინეს
ახალციხის ათ სოფელში სასმელი წყლის სისტემა კაპიტალურად შეკეთდება
ახალციხეში დამატებით 19 სათვალთვალო კამერა დამონტაჟდება
ახალციხის მერიამ საახალწლოდ ტენდერი 45 404 ლარზე გამოაცხადა
ვისთვის ყიდულობს  ახალციხის მერია 70 000–ლარიან ხელსაწყოს
ახალციხის ორ სკვერში საბავშვო  ატრაქციონები დამონტაჟდება
ახალციხის მერიამ საახალწლო ღონისძიებებისთვის ტენდერი 39 614 ლარზე გამოაცხადა