FM97.5 / LIVE

სრულად დაფინანსებული ფაკულტეტების და ადგილების რაოდენობა ცნობილია

მთავარისიახლე, განათლება 06.08.2018
საქართველოს 8 სახელმწიფო უნივერსიტეტში 107 პროგრამაზე 5 335 ადგილი სრულად დაფინანსდება.

სრულად დაფინანსებული ფაკულტეტების და ადგილების რაოდენობა ცნობილია

განათლების სამინისტრომ სახელმწიფოს მიერ სრულად დაფინანსებული ფაკულტეტების და საგანმანათლებლო პროგრამების ჩამონათვალი, ასევე, ამავე ფაკულტეტებზე და საგანმანათლებლო პროგრამებზე დაფინანსებული ადგილების შესახებ ინფორმაცია გამოაქვეყნა.

2018–2019 წელს სახელმწიფო შემდეგ პროგრამებს დააფინანსებს: აგრარული მეცნიერებები; განათლება; ინჟინერია; მეცნიერება/საბუნებისმეტყველო მეცნიერებები; სოციალური მეცნიერებები; ჰუმანიტარული მეცნიერებები და მიმართულებათაშორისი დარგები და სპეციალობები.

საქართველოს სახელმწიფო უნივერსიტეტებში 107 უფასო პროგრამაზე 5 335 ადგილია:

ივანე ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტი – 9 უფასო პროგრამა და 1 200 ადგილი.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი – 25 პროგრამა და 1800 ადგილი.

აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი – 27 პროგრამა და 790 ადგილი.

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი – 8 პროგრამა და 400 ადგილი.

სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი – 9 პროგრამა და 200 ადგილი.

სამცხე–ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტი – 14 პროგრამა და 285 ადგილი.

იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერისტეტი – 6 პროგრამა და 250 ადგილი.

ათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი – 9 პროგრამა და 410 ადგილი.

სამცხე–ჯავახეთს სახელმწიფო უნივერსიტეტში უფასო პროგრამებია: ისტორია, ქართული ფილოლოგია, ინგლისური ფილოლოგია, რუსული და თურქული, ეთნოლოგია და არქეოლოგია. ასევე, ეკონომიკა, საჯარო მმართველობა და მათემატიკა, ინფორმაციული ტექნოლოგიები, ეკოლოგია და აგრონომია.

[მარიამ ბარძიმაძე, ახალციხე]


24.01.2020 რა გზით შეუძლიათ პედაგოგებს გამოცდაზე დაკლებული 5 კრედიტქულის შევსება

22.01.2020 სამცხე-ჯავახეთის საჯარო სკოლებში 39 ვაკანტური ადგილია

20.01.2020 სამცხე-ჯავახეთში პრაქტიკოსი მასწავლებლის სტატუსი 2 716 პედაგოგს აქვს

15.01.2020 საჯარო სკოლებში სწავლა განახლდა

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

25.01.2020 საუკუნის წინანდელი ზეიმი ახალციხეში

24.01.2020 ფარავნის უღელტეხილზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია

24.01.2020 ხაშური-ბორჯომის მონაკვეთზე მისაბმელიანი ტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია

24.01.2020 მებაჟეებს ხელფასი გაეზრდებათ

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.01.2020 ქიქინეთი - ბუნების იმედად დარჩენილი სოფელი [ფოტო/ვიდეო]

17.12.2019 ლოკოკინებზე ‘მონადირეები' სოფელ აწყვიტიდან [ფოტო/ვიდეო]

12.12.2019 არყის გამოხდა ხალხური მეთოდით სოფელ ხერთვისში [ფოტო/ვიდეო]

10.12.2019 საავტომობილო გზა ეროვნულ პარკში - ივანიშვილის ექსპერიმენტის შედეგი

მსგავს თემაზე

სამცხე–ჯავახეთის უნივერსიტეტში სახელმწიფო 5 ფაკულტეტზე 320 ადგილს დააფინანსებს
სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული ფაკულტეტები ცნობილია
რომელი ფაკულტეტები იქნება უფასო სამცხე-ჯავახეთის უნივერსიტეტში
სახელმწიფოს მიერ პროგრამულად დაფინანსებულ უნივერსიტეტებს სამცხე – ჯავახეთის უნივერსიტეტიც დაემატა
სამცხე–ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტი ბაკალავრიატში 1000 სტუდენტს მიიღებს
ყველაზე მოთხოვნადი ფაკულტეტები უნივერსიტეტში
სამცხე–ჯავახეთის უნივერსიტეტი 1215 ადგილზე აცხადებს მიღებას