FM97.5 / LIVE

ხუთი თვის შემდეგ დერცელი–კიკიბოს ალტერნატიული გზის დაპროექტება დაიწყო

მთავარისიახლე, ეკონომიკა 06.08.2018
მეხუთე თვეა დერცელსა და კიკიბოს მიმართულებით ადგილობრივები დამეწყრილ გზას გადიან. ამ ხნის განმავლობაში ჯერ მხოლოდ პროექტზე მუშაობა დაიწყო და როდის განხორციელდება სამშენებლო სამუშაოები უცნობია.

ხუთი თვის შემდეგ დერცელი–კიკიბოს ალტერნატიული გზის დაპროექტება დაიწყო

დერცელისა და კიკიბოს მოსახლეობას ადიგენთან დასაკავშირებლად ისევ იმ დამეწყრილი გზის გავლა უხდება, რომელიც გეოლოგების დასკვნით საფრთხის შემცველია. აქ ალტერნატიული გზის პროექტი ჯერ საქართველოს საგზაო დეპარტამენტს უნდა შეედგინა, მოგვიანებით კი გაირკვა, რომ პროექტზე ტენდერს ადიგენის მერია გამოაცხადებდა. თუმცა, ტენდერი ორჯერ ჩავარდა, მესამედ კი შპს „ჯეოროუდმა“ 9 000 ლარად გაიმარჯვა.

„ჩამოსულები იყვნენ უკვე, გზა ნახეს და შეისწავლეს. პროექტის გადმოსაგზავნად 10 აგვისტომდე აქვთ ვადა და მერე ჩვენც გავივლით, ვნახავთ რა თანხებთან იქნება ახალი გზის მშენებლობა დაკავშირებული და დაფინანსებაზე ვიფიქრებთ“, – ამბობს ადიგენის მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსი გოდერძი სხირტლაძე.

მისი თქმით, ახალი, შემოვლითი გზა, დაახლოებით, 350 მეტრ სიგრძეზე მოეწყობა: „ტყის გავლით მოეწყობა და მთლიანად აცდება დამეწყრილ მონაკვეთს. აქ მეწყერის არანაირი საფრთხე აღარ იქნება. მოეწყობა ხიდები, ასევე ჩატარდება სხვა საინჟინრო სამუშაოები“.

დერცელის და კიკიბოს გზაზე მეწყერი 26 მარტს ჩამოწვა. მეწყერი გზის კიდევ ოთხ მონაკვეთზეა გააქტიურებული. სპეციალისტების გადაწყვეტილებით, გზის ეს მონაკვეთი აღდგენას არ ექვემდებარება და საჭიროა ახალი, გზის გაყვანა.

[ლუბა გიორგაძე, ადიგენი]


16.09.2019 დღეს საჯარო სკოლებში სწავლა იწყება

14.09.2019 ახალციხელმა მოსწავლეებმა წიგნის კითხვის კონკურსში გაიმარჯვეს

13.09.2019 ეროვნული გამოცდებისთვის უნივერსიტეტებმა დამატებითი საგნები შეარჩიეს

13.09.2019 ზარზმის რეაბილიტირებულ სკოლაში სწავლა ოქტომბერში დაიწყება

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

15.09.2019 ახმეტელის თეატრი ახალციხეში – ფესტივალის მესამე დღე

15.09.2019 ფარეხასთან ავარიის შედეგად დაშავებული მკურნალობას თბილისში გააგრძელებს

14.09.2019 ასპინძაში ერთი ტრაილერი მეორეს შეეჯახა

14.09.2019 რას ნახავთ დრამატურგიის ფესტივალის მეორე დღეს

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

09.09.2019 ივლიტა 'ახალციხეს მიკრული' სოფელი

06.09.2019 სქესობრივი განათლება: საფრთხე თუ გამოსავალი?

08.08.2019 დამსვენებლები აბასთუმანზე [ფოტო/ვიდეო]

08.08.2019 ‘სისხლიან დროშას აფრიალებდა და ჯარს წინ მიუძღვოდა’ – ჩვენი დროის გმირები სამცხე–ჯავახეთიდან

მსგავს თემაზე

დერცელი–კიკიბოს დამეწყრილი გზა გაზაფხულამდე ვერ შეკეთდება
დერცელი–კიკიბოს დამეწყრილ გზაზე ალტერნატიული გზის  მშენებლობა დაიწყო
დერცელი–კიკიბოს ალტერნატიული გზის პროექტმა კიდევ ათი დღით გადაიწია
ადიგენში დამეწყრილი გზის ნაცვლად ალტერნატიული გზის პროექტს ამზადებენ
ადიგენის დამეწყრილ სოფლებამდე ახალი გზის გასაყვანად ტენდერი გამოცხადდა
ადიგენში დამეწყრილი გზის ნაცვლად ალტერნატიული გზის ტენდერი მეორედ ჩაიშალა
დერცელი–კიკიბოს დამაკავშირებელი გზის მშენებლობა შეჩერდა