დეკანოზი ბესარიონ მენაბდე აწყურის ტაძრის რესტავრაციაზე: ‘საბჭოს შენიშვნები ჰქონდა’ »
სამხრეთის კარიბჭე. FM97.5 / LIVE

დეკანოზი ბესარიონ მენაბდე აწყურის ტაძრის რესტავრაციაზე: ‘საბჭოს შენიშვნები ჰქონდა’

მთავარისიახლე, საზოგადოება 06.08.2018
საპატრიარქოს ხუროთმოძღვრების, ხელოვნებისა და რესტავრაციის ცენტრის სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე დეკანოზი ბესარიონ მენაბდე ამბობს, რომ აწყურის ტაძარში მიმდინარე სამუშაოებთან დაკავშირებით მათ შენიშვნები ჰქონდათ.

დეკანოზი ბესარიონ მენაბდე აწყურის ტაძრის რესტავრაციაზე: ‘საბჭოს შენიშვნები ჰქონდა’

საქართველოს საპატრიარქოში, აწყურის ტაძარში მიმდინარე სარესტავრაციო სამუშაობის შესახებ საუბარი არ სურთ. დეკანოზი ბესარიონ მენაბდე მხოლოდ იმას ამბობს, რომ „გაერთიანებულ საბჭოს შენიშვნები ჰქონდა, თუმცა მნიშვნელოვანი არაფერი იყო. ბოლოს აქ სამუშაოები ნოემბერში დავათვალიერეთ და მიზეზი ის იყო, რომ პროექტის ერთ–ერთ ავტორს გოგოთურ მასრიაშვილს პრეტენზიები ჰქონდა“.

რა ტიპის შენიშვნები მიიღო მაშინ მშენებელმა საბჭოსგან დეკანოზი არ საუბრობს: „არ მახსოვს, დიდი დრო გავიდა იმის შემდეგ“, – გვითხრა მან და დეტალური ინფორმაციის მისაღებად საბჭოს მდივანთან თამარ კვანტალიანთან გადაგვამისამართა – „ის ნახავს ოქმს და მოგახსენებთ“.

კვანტალიანი დაგვპირდა, რომ რვა თვის წინ შედგენილ ოქმში გაწერილი შენიშვნების შესახებ ინფორმაციას მოგვაწვდიდა, თუმცა მეექვსე დღეა მისგან პასუხის მიღებას ამაოდ ველოდებით.

კულტურული მემკვიდრეობისა და ძეგლთა დაცვის სააგენტოს დირექტორი ნიკოლოზ ანთიძე აცხადებს, რომ აწყურში სარესტავრააციო სამუშაოები პროექტის ერთ–ერთი ავტორის იოსებ ბანძელაძის მეთვალყურეობის ქვეშ მიმდინარეობს: „აწყურის ტაძრის ირგვლივ შექმნილი ხმაური თითიდან გამოწოვილი იყო. აქ ყველა სამუშაო წესის მიხედვით მიმდინარეობს“.

დეკანოზი ბესარიონ მენაბდე და ნიკოლოზ ანათიძე ამბობენ, რომ საპატრიარქოსა და ძეგლთა დაცვის საანგეტოს გაერთიანებული საბჭო სარესტავრაციო სამუშაოებს სექტემბერში დაათვალიერებს.

"იქ ახლა მასშტაბური სამუშაოები მიმდინარეობს, დიდი კარიერი აქვთ მოძიებული. აგვისტო ისეთი თვეა, რომ ბევრი შვებულებაშია გასული ამიტომ სექტებერში წავალთ და ვნახავთ", – აცხადებს დეკანოზი.

აწყურის ტაძრის პროექტის ერთ–ერთი ავტორი გოგოთურ მასრიაშვილი მშენებელ კომპანიას ძეგლის დამახინჯებაში ადანაშაულებს და ამბობს, რომ რესტავრაცია დარღვევებით მიმდინარეობს. არ იზიარებს მის პოზიციას მშენებელი, მისი თქმით, მასრიაშვილს პროექტის განხორციელება თავად სურდა და რადგან ეს ასე არ მოხდა, ახლა მას მხოლოდ პირადი ინტერესი ამოძრავებს.

[თამუნა უჩიძე, ახალციხე]


13.08.2018 სამცხე–ჯავახეთის უნივერსიტეტის რექტორმა აბიტურიენტებს ფეისბუქ ლაივით მიმართა

09.08.2018 სამცხე–ჯავახეთის უნივერსიტეტში დაწყებითი განათლების პროგრამამ აკრედიტაცია გაიარა

08.08.2018 აბიტურიენტები გამოცდების შედეგების გასაჩივრებას 9 აგვისტოდან შეძლებენ

06.08.2018 სრულად დაფინანსებული ფაკულტეტების და ადგილების რაოდენობა ცნობილია

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

14.08.2018 ახალციხეში მინიფეხბურთის ჩემპიონატი უნივერსიტეტის გუნდმა მოიგო

14.08.2018 18 აგვისტოდან გადამფრენ ფრინველებზე ნადირობის სეზონი იწყება

14.08.2018 26 წელი აფხაზეთის ომიდან –ახალციხეში გარდაცვლილი გმირები გაიხსენეს

14.08.2018 ახალციხეში ‘სპორტის შესახებ’ კანონპროექტის განხილვა გაიმართება

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

12.06.2018 მთიდან მთაში წასვლამდე – რეპორტაჟი კიკიბოდან [Photos]

20.02.2018 ადიგენის 55 სოფელი 6 ბიბლიოთეკის იმედად [Video]

20.12.2017 სკოლა ერთ ოთახში, ხუთი მოსწავლით [Photo/Video]

11.09.2017 ხმა სოფლიდან: სოფელ განძას მკვიდრების გატაცება [Audio]

მსგავს თემაზე

ხმაური აწყურის ტაძრის ირგვლივ – მიმდინარეობს თუ არა დარღვევით ძეგლის რესტავრაცია
აწყურის ტაძრის რესტავრაცია [Photo]
აწყურში  სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყო
ნიკოლოზ ანთიძე: 'ვარძიაში სარესტავრაციო სამუშაოები მარტიდან განახლდება'
აღმოჩენა აწყურში
აწყურის ტაძრის აღდგენა იწყება[Video]
ვარძიაში სარესტავრაციო სამუშაოები განახლდა