FM97.5 / LIVE

მშობელი: ‘აპარატი ღია ინკასატორს დარჩა, ბავშვებს ფული არ მოუპარიათ’

მთავარისიახლე, საზოგადოება, სამართალი 05.08.2018
იმ არასრულწლოვნების მშობლები, რომლებიც პოლიციამ 170–ლარამდე თანხის ქურდობაში ამხილა, აცხადებენ, რომ ბავშვებს არც TBC Pay-ს აპარატი გაუტეხიათ და არც თანხა გაუტანიათ.

მშობელი: ‘აპარატი ღია ინკასატორს დარჩა, ბავშვებს ფული არ მოუპარიათ’

ახალციხეში, კეცხოველის ქუჩაზე, 4 აგვისტოს TBC Pay-ს აპარატიდან თანხის ქურდობაში მხილებული ერთ–ერთი 14 წლის ბიჭის დედა „სამხრეთის კარიბჭესთან“ ჰყვება, რომ „აპარატიდან თანხა ინკასატორმა გაიტანა და ორივე კასა ღია დარჩა“.

მისი თქმით, აპარატი რომ ღია იყო, ეს ჯერ კიდევ 3 აგვისტოს, დაახლოებით, 20:00 საათზე ერთ–ერთმა ადგილობრივმა შეამჩნია, თუმცა, ამ ფაქტს შესაბამისი რეაგირება არ მოჰყოლია: „ღამით, უკვე სადღაც 01:00 საათზე ბავშვები რომ აპარატთან მივიდნენ და ჩარიცხვა უნდოდათ, თანხა არ ირიცხებოდა, ამიტომ ელემენტარულ ხელის მიწოლაზე აპარატი გაღებულა, ამის გამო კი სიგნალიზაცია ჩართულა, შესაბამისად ხუთ წუთში პოლიცია ადგილზე მისულა“.

როგორც მშობელი ჰყვება აპარატი დაზიანებული არ არის: „ინკასატორმა რომ ინკასაცია განახორციელა, აღარ დაკეტა. ბავშვებს აპარატი არც დაუზიანებიათ და არც თანხა მოუპარიათ. სიგნალიზაციის ჩართვიდან ხუთ წუთში ამას ფიზიკურადაც ვერ მოასწრებდნენ. ინკასატორმა დაადგინა, რომ უნდა ყოფილიყო თანხა 170 ლარი. ბავშვებს 170 ლარი კი არა კაპიკი არ ედოთ ჯიბეში გარდა იმისა, რასაც რიცხავდნენ“.

მისივე თქმით, შემთხვევის ადგილზე ერთად სამი 14 წლის ბიჭი იყო და სამივეს მშობელმა იცოდა, რომ ბავშვები თანხის ჩასარიცხად წავიდნენ: „ცხელა და ღამით პირველ საათზე ჯერ კიდევ ყველა გარეთ ვართ–ხოლმე. მოსვლა რომ დაიგვიანეს, ერთ–ერთის მშობელმა რეკვა დაიწყო, მაგრამ ბავშვმა არ უპასუხა. ცოტახანში პოლიცია დაგვიკავშირდა. მივედით და ბავშვები ჩვენი თანდასწრებით დაჰკითხეს. გუშინ მთელი დღე პოლიციაში ვიყავით და გაირკვა, რომ არცერთ მათგანს არაფერი მოუპარია“.

TBC Pay-ს, როგორც "სამხრეთის კარიბჭემ" გაარკვია, ახალციხეში ორი ინკასატორი ჰყავს. მათ შორის ერთ–ერთი სატელეფონო საუბარში ამბობს, რომ მათ აპარატის კარი ღია არ დარჩენიათ, მეორე კი კომენტარის გაკეთებისგან თავს იკავებს: "დაველოდოთ გამოძიებას".

შინაგან საქმეთა სამინისტროში საქმის დეტალებზე არ საუბრობენ, თუმცა, აცხადებენ, რომ მომხდარზე ძიება გრძელდება.

შეგახსენებთ, რომ გუშინ, 4 აგვისტოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ ქურდობაში ორი არასრულწლოვანი ამხილა.

[თამუნა უჩიძე, ახალციხე]


20.03.2019 ზარზმაში სკოლას რეაბილიტაცია უტარდება

19.03.2019 პირველკლასელთა რეგისტრაციაში ცვლილებებია – სამინისტრო მშობლებს მიმართავს

14.03.2019 უფასო ფაკულტეტები მომავალ წელსაც იქნება - ბატიაშვილი

11.03.2019 2019 წლის ეროვნული გამოცდების ჩასაბარებლად რეგისტრაცია 12 მარტიდან იწყება

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

19.03.2019 სახანძრო უსაფრთხოება – რა მდგომარეობაა სკოლებში, ბაღებსა და სასტუმროებში

19.03.2019 'ყველას მხოლოდ არჩევნებზე ვახსენდებით'– მიქუტიშვილის ქუჩაზე დახმარებას ითხოვენ

19.03.2019 სურსათის სააგენტომ ახალციხის პირველი სკოლის სასადილო შეამოწმა

19.03.2019 ახალქალაქის ქუჩებში დამონტაჟებული საგზაო ნიშნების საკითხს სამუშაო ჯგუფი სწავლობს

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

08.03.2019 ქალები მძიმე ჩანთებით [Photo/Video]

07.03.2019 ფერადი სოფლის შავ–თეთრი სევდა [Photo-Video]

26.01.2019 მეწაღეები ახალციხიდან [Photo/Video]

12.06.2018 მთიდან მთაში წასვლამდე – რეპორტაჟი კიკიბოდან [Photos]

მსგავს თემაზე

ახალციხეში  ქურდობაში ორი არასრულწლოვანი ამხილეს
ახალციხეში სწრაფი გადახდის აპარატი გატეხეს
რატომ მიიყვანეს 10–მდე არასრულწლოვანი პოლიციაში
მეტი იჯარა დ ნაკლები აპარატი
ეთნიკური სომხების პოლიციაში შესაძლო ცემის ფაქტს ომბუდსმენის აპარატი სწავლობს
N32–ე ახალციხის უბანზე ოთახში არ იდგა ქსეროქსის აპარატი
ომბუდსმენის აპარატი ახალგაზრდის პოლიციაში შესაძლო ცემის საქმეს სწავლობს