FM97.5 / LIVE

ახალციხის რეფერალურ ჰოსპიტალს ახალი დირექტორი ჰყავს

მთავარისიახლე, საზოგადოება 04.08.2018
ახალციხის რეფერალური ჰოსპიტალის დირექტორად და სამცხე–ჯავახეთის რეგიონულ კოორდინატორად ხათუნა კეკელაშვილი დანიშნეს.

ახალციხის რეფერალურ ჰოსპიტალს ახალი დირექტორი ჰყავს

კეკლაშვილი მუშაობას პირველი აგვისტოდან შეუდგა. ამ დრომდე დირექტორის მოვალეობას კლინიკის სამედიცინო მენეჯერი ვასილ ბალახაშვილი ასრულებდა. ბალახაშვილი კვლავ მენეჯერის პოზიციაზე რჩება.

კეკელაშვილი პროფესიით ექიმი–ენდოკრინოლოგია, თუმცა 2004 წლიდან ძირითადად მენეჯერულ პოზიციებზე მუშაობდა.

„ვმუშაობდი ჯანდაცვის სამინისტროს აპარატში, შემდეგ სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოში სხვადასხვა პოზიციაზე, ვიყავი მონიტორინგის სამმართველოს უფროსი, ასევე, აკრედიტაციის სამმართველოს უფროსი. ასევე, ვმუშაობდი დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრში, სადაც ვიყავი ქრონიკული დაავადებების და დედათა და ბავშვთა და გარემოს ჯანმრთელობის და ტრავმატიზმის სამმართველოს ხელმძრვანელი. 2013 წლიდან პირველ აგვისტომდე ვმუშაობდი კლინიკა „ენმედიცის“ გენერალური დირექტორის მოადგილედ“,– გვიყვება კეკელაშვილი.

ახალადდანიშნული დირექტორი ამბობს, რომ ახალციხეში სერვისის გაუმჯობესების კუთხით ბევრი გეგმა აქვს: „მათ განხორციელებას საკმაოდ დიდი რესურსი სჭირდება. მთავრია, რომ ჩვენს პაციენტებს მაქსიმალური მომსახურება გაეწიოთ ადგილზე“.

ახალციხის რეფერალური ჰოსპიტალის დირექტორის პოზიცია 2017 წლის დეკემბრამდე ელდარ ალიევს ეკავა.

[მარიამ ბარძიმაძე, ახალციხე]


13.08.2019 რას მოუტანს Erasmus + სამცხე-ჯავახეთის უნივერსიტეტს

13.08.2019 ახალციხელმა თამთა პეტაშვილმა ლიეტუვის სახელმწიფო დაფინანსება მოიპოვა

12.08.2019 ჯილდოს მსურველი პენსიონერი პედაგოგები სკოლაში ახალი კადრის შერჩევამდე დარჩებიან

10.08.2019 ახალციხელი მასწავლებელი დაჯილდოვდა

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

17.08.2019 ვინ იმღერებს 'ბორჯომობის' დღესასწაულზე

14.08.2019 დიდ პამაჯში ხანძარი ლიკვიდირებულია [ფოტო/ვიდეო]

14.08.2019 სამცხე-ჯავახეთში რაგბის განვითარების პერსპექტივებზე იმსჯელეს ®

14.08.2019 ბაკურიანში სამი ახალი საბაგირო აშენდება

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

08.08.2019 დამსვენებლები აბასთუმანზე [ფოტო/ვიდეო]

08.08.2019 ‘სისხლიან დროშას აფრიალებდა და ჯარს წინ მიუძღვოდა’ – ჩვენი დროის გმირები სამცხე–ჯავახეთიდან

05.08.2019 ბუნების დაცვა და ‘რობოტიზაცია’ - ახალციხელი გამომგონებლების მიზნები

05.08.2019 ‘წუნდა’ – ანსამბლი, რომელიც მესხურ ფოლკლორს ინახავს [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

ახალციხის რეფერალურ ჰოსპიტალს ახალი სამედიცინო მენეჯერი ჰყავს
ახალციხის რეფერალური ჰოსპიტალის დირექტორმა თანამდებობა დატოვა
კულტურის სამსახურს ახალი უფროსი ჰყავს
ახალციხის ‘სათნოების სახლს’ ახალი დირექტორი ჰყავს
ახალციხის ციხეს ახალი უფროსი ჰყავს
სამცხე–ჯავახეთის საპატრულო პოლიციას ახალი უფროსი ჰყავს
„ევექსმა“ სამცხე–ჯავახეთში ორი ახალი ჰოსპიტალი გახსნა [R]