FM97.5 / LIVE

მერი წინუბნელებს წყლისა და გზის პროექტზე: ‘ყველაფერი ერთდროულად ვერ გაკეთდება’

მთავარისიახლე, ეკონომიკა, საზოგადოება 03.08.2018
ახალციხის მერი ზაზა მელიქიძე, წინუბნისა და გურკელის მოსახლეობას შეხვდა. მან ადგილობრივებს წყლისა და გზის ის პროექტები გააცნო, რომლებიც აღნიშნულ სოფლებში უნდა განხორციელდეს.

მერი წინუბნელებს წყლისა და გზის პროექტზე: ‘ყველაფერი ერთდროულად ვერ გაკეთდება’

მერისა და წინუბანი–გურკელის 50–მდე მცხოვრების შეხვედრა, წინუბნის ახალგაზრდულ ცენტრში, დაახლოებით, სამ საათს გაგრძელდა. მერმა საუბარი სოფელში უკვე განხორციელებული პროექტებით დაიწყო: „ჩვენ გაგიკეთეთ საბავშვო ბაღი, ახალგაზრდული ცენტრი, თუმცა ერთდროულად ყველაფრის გაკეთებას ვერ შევძლებთ, ამას დრო სჭირდება. ჩვენ ჩვენი სამუშაო გეგმა გვაქვს და ეტაპობრივად ყველაფერს გავაკეთებთ. ჩვენი მიზანია, რომ თქვენი სოფელი მიმზიდველი გახდეს“.

ახალციხის მერის თქმით, სასმელი წყლის პროექტი ერთდროულად ხუთ სოფელში წინუბანში, ზიკილიაში, გურკელში, აგარასა და მუგარეთში განხორციელდება. ამისთვის მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯება.

„ჩვენ გვაინტერესებს სრულად შეიცვლება თუ არა წყლის სისტემა და მოიმატებს თუ არა წყლის დებეტი, რომ საკმარისი წყალი ჰქონდეს მოსახლეობას“ – იკითხეს დარბაზში შეკრებილებმა.

„ძველი სისტემა აუცილებლად შეიცვლება, რადგან სხვადასხვა ადგილში დაზიანებულია და წყალს ვკარგავთ. რაც შეეხება დებეტს ყველაფერი დეტალურად არის დაპროექტებისას შესწავლილი, ექსპერტიზა ჩატარებული და საკმარისი ნამდვილად იქნება“, – უპასუხა მერმა წინუბნელებს.

რაც შეეხება გზის რეაბილიტაციას, მელიქიძის თქმით, მშენებლობა მომავალ წელს დაიწყება: „დაპროექტებისას ხარვეზები იყო. აღმოჩნდა, რომ გურკელიდან უნდა წამოგვეყვანა გზა, რადგან მუშაობის პროცესში მძიმეწონიანი მანქანები დაგებულ ასფალტს გააფუჭებდნენ. ამისი გამოცდილება ჭვინთა–ელიაწმინდაში უკვე გვაქვს. გარდა ამისა, ცენტრალური ბიუჯეტიდან წელს ვერ მოხდა თანხების გამოყოფა, მათ გეგმა უკვე გაწერილი ჰქონდათ“.

„არაფერია გაკეთებული, ყველაფერი როგორ შეიძლება, რომ ჩვენთვის დაგვიანდეს. წყლისთვის ჩვენთვის ვერ გამოიყო თანხები, გზისთვის კიდევ ასე“,– შეაწყვეტინა მერს საუბარი ადგილობრივმა კახა კურტანიძემ.

„გაგებით უნდა მოეკიდოთ, რადგან ყველაფერს ერთდროულად ვერ გავაკეთებთ“, – უპასუხა მას მელიქიძემ.

მერმა ადგილობრივებს სოფელში საბავშვო ატრაქციონებისა და მინი სტადიონის პროექტებიც წარუდგინა, თუმცა, როდის შეძლებს თვითმმართველობა მათ განხორციელებას უცნობია.

მერი წინუბნელებს წყლისა და გზის პროექტზე: ‘ყველაფერი ერთდროულად ვერ გაკეთდება’

შეგახსენებთ, რომ წინუბნის მცხოვრებლებმა საპროტესტო აქცია ოთხი დღის წინ გამართეს. მათი მოთხოვნა სოფელში წყლის სისტემის რეაბილიტაცია და სოფლამდე მისასვლელი გზის გაკეთებაა.

[ლუბა გიორგაძე, ახალციხე]


20.01.2020 სამცხე-ჯავახეთში პრაქტიკოსი მასწავლებლის სტატუსი 2 716 პედაგოგს აქვს

15.01.2020 საჯარო სკოლებში სწავლა განახლდა

14.01.2020 გრიპის ვირუსის გამო სკოლებში სწავლის დაწყება არ გადაიდება

13.01.2020 რომელ საგანში გაუჭირდათ მასწავლებლებს გამოცდის ჩაბარება

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

20.01.2020 მუზეუმებსა და მუზეუმ-ნაკრძალებში ბილეთის ფასი გაორმაგდა

20.01.2020 დიდველის სათხილამურო ტრასა ‘ნოდო’ გაიხსნა

20.01.2020 ‘შევთანხმდით, რომ პრობლემების მოგვარებაში დაგვეხმარებიან’ – ნინოწმინდის მერიაში შეხვედრა დასრულდა

20.01.2020 აქციის მონაწილეები ნინოწმინდის მერიაში ხელისუფლების წარმომადგენლებს ხვდებიან

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

17.12.2019 ლოკოკინებზე ‘მონადირეები' სოფელ აწყვიტიდან [ფოტო/ვიდეო]

12.12.2019 არყის გამოხდა ხალხური მეთოდით სოფელ ხერთვისში [ფოტო/ვიდეო]

10.12.2019 საავტომობილო გზა ეროვნულ პარკში - ივანიშვილის ექსპერიმენტის შედეგი

06.12.2019 ხაკი – მოყავისფრო, მწვანე სოფელი [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

ახალციხის მერი წინუბნელებს სოფლის გზისა და წყლის პროექტებს აცნობს
მომავალ წლამდე  წინუბნელებს არც გზა ექნებათ და არც  წყალი  [Video]
‘სოფელში გზა და წყალი გვინდა’ –  წინუბანში ადგილობრივები აქციას მართავენ
წინუბანში აქციის მონაწილეებთან მერის მოადგილეები მივიდნენ
ადიგენის რვა სოფელში სასმელი წყლის მიწოდება აღდგა
ახალციხის ათ სოფელში სასმელი წყლის სისტემა კაპიტალურად შეკეთდება
წყალი, გზა და გაზი –  წინუბნელები  ხელისუფლებისგან ყურადღებას ითხოვენ