FM97.5 / LIVE

‘კუკუშკა’ – ბორჯომის ხეობის სიმბოლო

მთავარისიახლე, საზოგადოება 03.08.2018
საუკუნეზე მეტია, ვიწროლიანდაგიან სარკინიგზო გზაზე მცირე ზომის მატარებელს მგზავრები ბორჯომიდან ბაკურიანში გადაჰყავს. ამ მატარებელს ყველა „კუკუშკად“ იცნობს.

‘კუკუშკა’ – ბორჯომის ხეობის სიმბოლო

ზაფხულის ცხელ დღეებში ბორჯომ–ბაკურიანის 37-კილომეტრიან მონაკვეთზე, „კუკუშკას“ მგზავრებს შორის უცხოელ დამსვენებლებს ხშირად შეხვდებით. რუსეთის მოქალაქეები, ჟენია და ალექსი ბორჯომის ხეობას მცირეწლოვან შვილებთან ერთად სტუმრობენ: „მთელი ოჯახით დავდივართ სამოგზაუროდ, პირველად ყაზბეგში ვიყავით, ახლა კი ბაკურიანის სანახავად მივდივართ. ვიცით რომ სამანქანო გზით ბევრად სწრაფად მივიდოდით, თუმცა გზად ასეთ ექსტრემალურ ადგილებს ვერ ვნახავდით და ასეთ ბუნებაშიც ვერ მოვხვდებოდით. ეს გზა დაუვიწყარია“ – ამბობს ჟენია.

‘კუკუშკა’ – ბორჯომის ხეობის სიმბოლო

ბორჯომ–ბაკურიანის მონაკვეთზე სარკინიგზო გზის ისტორია 1890–იან წლებიდან იწყება. 1871 წელს ბორჯომის ხეობის მფლობელი მიხეილ რომანოვი გახდა და მამულში დიდი ცვლილებები დაიწყო. მაშინ მან ცხოველების ფერმა ბორჯომიდან ციხისჯვარში გადაიტანა, ამიტომ აქ სხვადასხვა საჭირო ნივთისა და საკვების გადასატანად, ასევე, სამომავლოდ ხე–ტყის სწრაფი გადაზიდვისა და მისივე სასახლის საპატიო სტუმრების მდიდარ ბუნებაში გასეირნების მიზნით სარკინიგზო გზის გაყვანა გადაწყვიტა.

1897 წლის ზაფხულში უკვე მზად იყო ვიწროლიანდაგიანი სარკინიგზო ხაზის პროექტი, რომლის მიხედვითაც 7 სადგური – ბორჯომი, დაბა, წაღვერი, ცემი, ლიბანი, საკოჭავი და ბაკურიანი, ასევე, 2 ბაქანი უნდა აშენებულიყო. პროექტზე 50 000–მდე მუშა მუშაობდა და მათი უმრავლესობა ადგილობრივი იყო.

‘კუკუშკა’ – ბორჯომის ხეობის სიმბოლოპირველი მატარებელი ბორჯომიდან ბაკურიანის მიმართულებით 1902 წლის იანვარში გავიდა. მისი ძრავის სპეციფიკური ხმის გამო, ადგილობრივებმა მატარებელს „კუკუშკა“ დაარქვეს, რაც ქართულად გუგულს ნიშნავს. ორთქლმავალი ბორჯომის ხეობაში 1967 წლამდე მოძრაობდა. ამ პერიოდიდან კი ისტორიული მატარებელი ჩეხოსლოვაკურმა რთული გამავლობის ელმავალმა „ЧС11“–მა ჩაანაცვლა.

„ჩემს ბავშვობაში ჯერ კიდე ორთქლმავლები იყო, სკოლის პერიოდში მივრბოდით–ხოლმე ბავშვები ამ ორთქმავლებთან და ვათვალიერებდით. მერე აქ დავიწყე მუშაობა, 43 წელია მემანქანე ვარ. ბევრი სირთულე გადაგვიტანია, ბევრჯერ მეწყერი მომწყდარა, ხაზზე ხეები დაცემულა და შუაგზაშიც ბევრჯერ დავრჩენილვართ. ვიცი რომ ბევრს უხარია ამ რეისით ორსაათიანი მგზავრობა, დამსვენებლები მთელი მსოფლიოდან მოდიან, ეს ჩემთვის დიდი სტიმულია“, – გვიყვება ბორჯომ–ბაკურიანის მემანქანე თემურ თედიაშვილი.

ისტორიული „კუკუშკა“ ბორჯომის ხეობისა და ბაკურიანის დამსვენებლებში ზამთარშიც და ზაფხულშიც დიდი პოპულარობით სარგებლოს. მატარებელი ბორჯომიდან დღეში ორჯერ 07:15–საათსა და 10:55–საათზე გადის, ბაკურიანიდან კი ბორჯომში უკან, დილით 10:00–საათზე, შუადღეს კი 14:15–საათზე ბრუნდება. 37–კილომეტრიანი გზის გავლას , დაახლოებით, 2 საათი სჭირდება.

„გინდა რომ გზა კიდევ უფრო მეტ ხანს გაგრძელდეს, გარშემო ისეთი ბუნება იშლება, რომ მატარებლით ამ გზის გავლას სხვა ხიბლი აქვს, ყოველთვის როცა აქ ჩამოვდივართ, „კუკუშკით“ ერთხელ მაინც ავდივართ ბაკურიანში“, – გვიყევება 66 წლის ნიკოლოზ აბულაშვილი, რომელიც სიღნაღიდან ბორჯომში დასასვენებლად მეუღესთან ერთად ყოველ ზაფხულს ჩამოდის.

დამსვენებლებს გზაზე ბუნებასთან ერთად განსაკუთრებით რომანოვების პერიოდში აშენებული ხიდის ნახვაც ხიბლავთ. ვიწროლიანდაგიანი სარკინიგზო ხაზი ცემისა და წაღვერის დამაკავშირებელ იმ ხიდს გადის, რომელიც 1902 წელს გუსტავ ეიფელმა დააპროექტა, ხოლო პირველმა ქართველმა მფრინავ–კონსტრუქტორმა ბესარიონ ქებურიამ ააგო. ხიდის სიმაღლე 34 მეტრი, სიგრძე 95 მეტრი, ხოლო წონა 900 ტონაა.

‘კუკუშკა’ – ბორჯომის ხეობის სიმბოლოგარდა ტურისტებისა „კუკუშკა“ ქალაქთან დამაკავშირებელი ერთ–ერთი საშუალებაა გზაზე მდებარე სოფლებში მცხოვრებლებისთვისაც. წლებია სოფელ ლიბანიდან ბორჯომამდე მატარებლით დადის ნოდარ ქარდავა: „1971 წელში „ზენიტის“ ფოტოაპარატი მქონდა და აქ ჩამოსულ დამსვენებლებს ფოტოებს ვუღებდი, მათაც ვახარებდი და მეც მიხაროდა, ახლა იმის ფირებს ვეღარ ვშოულობ თორე კიდე გადავიღებდი. ახლა ქალაქში თუ რამე მჭირდება, ამ „კუკუშკით“ ჩავდივარ, ჩემთვის ძალიან მოსახერხებელია“.

ბორჯომი–ბაკურიანის ხაზი ერთ-ერთი პირველი და ამავე დროს ერთადერთი ვიწროლიანდაგიანი სარკინიგზო ხაზია საქართველოში, ამასთანავე ის ერთ-ერთი პირველი საინჟინრო-ტექნოლოგიური კომპლექსია, რომელიც დღემდე ფუქნციონირებს. სწორედ ამიტომ, 2017 წელს ბორჯომ-ბაკურიანის რკინიგზას და მის შემადგენელ ნაწილს პორტერის ტიპის „კუკუშკას“ კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი მიენიჭა.

შპს ბორჯომ-ბაკურიანის რკინიგზის დირექტორის ემზარ შარიქაძის თქმით, ბორჯომ–ბაკურიანის რკინიგზას, ყოველწლიურად 40000–მდე მგზავრი გადაჰყავს.

‘კუკუშკა’ – ბორჯომის ხეობის სიმბოლო

‘კუკუშკა’ – ბორჯომის ხეობის სიმბოლო

‘კუკუშკა’ – ბორჯომის ხეობის სიმბოლო

[ავთო ინასარიძე, ბორჯომი]


14.11.2019 პენსიონერ პედაგოგებზე ჯილდოს გაცემის მეორე ეტაპი დაიწყო

07.11.2019 ახალციხეში წარჩინებული მოსწავლეები დაასაჩუქრეს

06.11.2019 საუკეთესო სპეციალური მასწავლებლის გამოსავლენად კონკურსი გამოცხადდა

05.11.2019 განათლების კოალიცია სკოლის ლიდერობის ეროვნულ კონკურსს აცხადებს

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

18.11.2019 პოლიცია აქციის მონაწილეებს დასაშლელად ნახევარ საათს აძლევს

18.11.2019 პარლამენტის მიმდებარედ სპეცრაზმია მობილიზებული

18.11.2019 ახალციხელი მხატვრის, მიხეილ იაძის ნამუშევრებს ალბომად გამოსცემენ

18.11.2019 სანიაღვრე არხების დაზიანებული ცხაურები ახალციხეში [ფოტო]

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

06.11.2019 ‘დატოვეთ კომფორტის ზონა’ – ახალციხელი ნათია ჯინიუზაშვილის წარმატება ჰოლანდიაში

01.11.2019 მატარებლის მოლოდინში [ფოტო/ვიდეო]

18.10.2019 აწყვიტაში ველიჯანაშვილების ოჯახი ღამეს მეზობელთან ათევს [ფოტო/ვიდეო]

09.10.2019 ‘უბრალო პროფესიის’ რთული საქმე - 83 წლის ფოსტალიონი ახალციხიდან [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

ბორჯომ-ბაკურიანის რკინიგზას ძეგლის სტატუსი მიენიჭა
ბორჯომ-ბაკურიანის რკინიგზას და ე.წ. ეიფელის ხიდს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა
ბორჯომ–ბაკურიანის "კუკუშკა" რელსებიდან გადავიდა [Photo]
'კუკუშკა' ერთი თვე არ იმუშავებს
'მოუწესრიგებელი და მიტოვებულია' - ექსპონატი 'კუკუშკა' ვიზიტორების გარეშე
ბორჯომსა და ბაკურიანს განახლებული მატარებელი მოემსახურება
სტიქიამ ბორჯომ–ბაკურიანის მიმართულებით გზის ნაწილი ჩაკეტა