FM97.5 / LIVE

არჩევნებში ჩართული მხარეებისთვის ცესკო განცხადებას აქვეყნებს

მთავარისიახლე, არჩევნები 03.08.2018
ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, პოლიტიკურ პარტიებსა და საინიციატივო ჯგუფებს, კანდიდატის წარდგენის ვადა 8 სექტემბრის ჩათვლით აქვთ.

არჩევნებში ჩართული მხარეებისთვის ცესკო განცხადებას აქვეყნებს

1 აგვისტოს, არჩევნების დანიშვნის თაობაზე სამართლებრივი აქტის ძალაში შესვლისთანავე, დაიწყო საარჩევნო პერიოდი. საარჩევნო ადმინისტრაციამ, საარჩევნო ღონისძიებათა გრაფიკის შესაბამისად გარკვეული პროცედურების განხორციელება დაიწყო. მათ შორის დაწყებულია არჩევნებში ჩართული მხარეების რეგისტრაციის პროცედურები: პოლიტიკურ პარტიებს და საინიციატივო ჯგუფებს კანდიდატის წარდგენის მიზნით უკვე შეუძლიათ განცხადებით მიმართონ ცესკოს თავმჯდომარეს (მიმდინარე წლის 8 სექტემბრის ჩათვლით), რაც მათ აძლევს შესაძლებლობას დროულად დაიწყონ რეგისტრაციისთვის საჭირო მხარდამჭერ ამომრჩეველთა ხელმოწერების შეგროვება, არანაკლებ 25 923 ამომრჩევლის ხელმოწერისა.

პრეზიდენტის არჩევნებზე დაკვირვების მიზნით, რეგისტრაციის პროცედურები ასევე დაწყებულია სადამკვირვებლო ორგანიზაციებისთვის: ადგილობრივი ორგანიზაციებისთვის მომართვის ბოლო ვადაა - მიმდინარე წლის 18 ოქტომბერი, საერთაშორისო ორგანიზაციებისთვის კი - 21 ოქტომბერი;

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ (ცესკო) გაზარდა ცესკოს ელექტრონული რეგისტრაციების პროგრამის შესაძლებლობები და გარდა პოლიტიკური პარტიების მიერ წარმომადგენლების და საარჩევნო კომისიებში წევრების დანიშვნისა, წელს პირველად, პრეზიდენტის არჩევნებისთვის რეგისტრირებულ სადამკვირვებლო ორგანიზაციებს ეძლევათ ალტერნატიული, გამარტივებული შესაძლებლობა, დამკვირვებლები დანიშნონ ონლაინ, ელექტრონული პროგრამის მეშვეობით.

რაც შეეხება მედიასაშუალებებს, არჩევნების ოფიციალურად გამოცხადებისთანავე, მათ უნდა გაიარონ საარჩევნო აკრედიტაცია მიმდინარე წლის 23 ოქტომბრის ჩათვლით.

შეგახსენებთ, რომ ამ ეტაპზე გამოცხადებულია კონკურსი საოლქო საარჩევნო კომისიების დროებითი წევრების ვაკანტური ადგილების დასაკავებლად და ასევე, მიმდინარეობს უფლებამოსილი პარტიების მიერ საოლქო საარჩევნო კომისიების დროებითი წევრების დანიშვნის პროცესი. შესაბამისად, საარჩევნო პროცესების ღიაობისა და გამჭვირვალობის ხელშესაწყობად მნიშვნელოვანია ჩართული მხარეების აქტიური მონაწილეობა.

[sknews.ge]


19.10.2018 სან დიეგოს უნივერსიტეტში სამცხე–ჯავახეთის სკოლებიდან ექვსი აბიტურიენტი ჩაირიცხა

18.10.2018 ქეთევან ციხელაშვილი ახალქალაქის პირველ საჯარო სკოლას ესტუმრა

11.10.2018 სოფელ შოლავერში ახალი სკოლა გაიხსნა

09.10.2018 სოფელ არალში სკოლა საზეიმოდ გაიხსნა [Photo/Video]

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

20.10.2018 რას ნახავთ 'შემოდგომის ფესტივალზე'

19.10.2018 მონასტრის წინამძღვარმა ვანის ქვაბებში მეტალოპლასტმასის კარ-ფანჯარა ჩასვა [Photo]

19.10.2018 სამცხე–ჯავახეთის გუბერნატორი რეგიონში მოქმედი NGO-ების წარმომადგენლებს შეხვდა

19.10.2018 ახალქალაქში იუსტიციის სახლი გაიხსნა

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

12.06.2018 მთიდან მთაში წასვლამდე – რეპორტაჟი კიკიბოდან [Photos]

20.02.2018 ადიგენის 55 სოფელი 6 ბიბლიოთეკის იმედად [Video]

20.12.2017 სკოლა ერთ ოთახში, ხუთი მოსწავლით [Photo/Video]

11.09.2017 ხმა სოფლიდან: სოფელ განძას მკვიდრების გატაცება [Audio]

მსგავს თემაზე

ცესკომ საარჩევნო ღონისძიებების განრიგი  დაამტკიცა
საარჩევნო ადმინისტრაციამ საინფორმაციო ბარათების დარიგება დაიწყო [R]
საუბნო საარჩევნო კომისიებში შესარჩევი კონკურსი გამოცხადდა
საარჩევნო ღონისძიებების განრიგი დამტკიცებულია
ცესკო: საუბნო საარჩევნო კომისიებში წევრობის სურვილი 35,956-მა ადამიანმა გამოთქვა
2016 წლის არჩევნებისთვის პოლიტიკური გაერთიანება ‘სახალხო ხელისუფლება’ დარეგისტრირდა
ცესკო-მ საპრეზიდენტო არჩევნების საბოლოო შედეგები გამოაქვეყნა