FM97.5 / LIVE

ახალციხეში 9 აპრილის ქუჩაზე ბინა გაქურდეს

მთავარისიახლე, სამართალი 02.08.2018
ახალციხეში, 9 აპრილის ქუჩაზე მდებარე კორპუსში, მეოთხე სართულზე ბარამიძეების ბინა გაქურდეს, წაღებულია თანხა და ოქროულობა.

ახალციხეში 9 აპრილის ქუჩაზე  ბინა გაქურდეს

ბარამიძეების ბინა 1 აგვისტოს, დაახლოებით, 10:00–დან 16:00–საათამდე გაქურდეს. როგორც ბინის მეპატრონე შოთა ბარამიძე ამბობს, ამ დროს ის და მისი მეუღლე სახლში არ იმყოფებოდნენ.

„დილით 10:00 საათზე გავედით, კოსტავას ქუჩაზე ტანმსაცმლის მაღაზია გვაქვს და იქ ვიყავით. 16:00 საათისთვის ჩემს მეუღლეს მაღაზიაში შევენაცვლე და ის სახლში წავიდა. დაახლოებით, 16:20 საათი იქნებოდა, როცა სახლში მივიდა. კარები ჩაკეტილი იყო ჩვეულებრივად, შინგით რომ შევიდა, კარადებიდან ყველაფერი გადმოყრილი დახვდა. ამის შემდეგ მე დამირეკა და მე დავრეკე 112–ში. პოლიცია მალე მოვიდა“, – გვიყვება შოთა ბარამიძე.

იგი არ აკონკრეტებს თუ რა რაოდენობის თანხა, ან რა ღირებულების ოქრო წაიღეს ქურდებმა სახლიდან: "რაც კი დანაზოგი და ოქრო გვქონდა გაიტანეს. ამ დღეს მეზობლებს საეჭვო არაფერი შეუნიშნავთ".

შინაგან საქმეთა სამინისტრო მომხდარს ქურდობის მუხლით იძიებს.

[მარიამ ბარძიმაძე, ახალციხე]


19.10.2018 სან დიეგოს უნივერსიტეტში სამცხე–ჯავახეთის სკოლებიდან ექვსი აბიტურიენტი ჩაირიცხა

18.10.2018 ქეთევან ციხელაშვილი ახალქალაქის პირველ საჯარო სკოლას ესტუმრა

11.10.2018 სოფელ შოლავერში ახალი სკოლა გაიხსნა

09.10.2018 სოფელ არალში სკოლა საზეიმოდ გაიხსნა [Photo/Video]

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

20.10.2018 რას ნახავთ 'შემოდგომის ფესტივალზე'

19.10.2018 მონასტრის წინამძღვარმა ვანის ქვაბებში მეტალოპლასტმასის კარ-ფანჯარა ჩასვა [Photo]

19.10.2018 სამცხე–ჯავახეთის გუბერნატორი რეგიონში მოქმედი NGO-ების წარმომადგენლებს შეხვდა

19.10.2018 ახალქალაქში იუსტიციის სახლი გაიხსნა

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

12.06.2018 მთიდან მთაში წასვლამდე – რეპორტაჟი კიკიბოდან [Photos]

20.02.2018 ადიგენის 55 სოფელი 6 ბიბლიოთეკის იმედად [Video]

20.12.2017 სკოლა ერთ ოთახში, ხუთი მოსწავლით [Photo/Video]

11.09.2017 ხმა სოფლიდან: სოფელ განძას მკვიდრების გატაცება [Audio]

მსგავს თემაზე

ერთ კვირაში ახალციხეში სამი სახლი გაქურდეს
ახალციხეში ბინა გაქურდეს
ახალქალაქში საცხოვრებელი სახლი გაქურდეს
ახალციხეში სახლი გაქურდეს
ახალციხეში რუსთაველის ქუჩაზე ბინა გაქურდეს
ახალციხის ცენტრში მაღაზია გაქურდეს - წაღებულია დიდი ოდენობით ოქრო
ახალციხეში საცხოვრებელი სახლი გაქურდეს