FM97.5 / LIVE

მშენებელი: ‘ძალოვანების კორპუსის მშენებლობა 10 აგვისტომდე დასრულდება’

მთავარისიახლე, ეკონომიკა, საზოგადოება 02.08.2018
ახალციხეში, ცხრა აპრილის ქუჩაზე მშენებარე კორპუსში სამუშაოები ივლისის ბოლომდე უნდა დასრულებულიყო, თუმცა ვადამ 10 აგვისტომდე გადაიწია.

მშენებელი: ‘ძალოვანების კორპუსის მშენებლობა 10 აგვისტომდე დასრულდება’

„დათქმულ ვადაში ვეტეოდით და ახლა ყველაფერი მორჩენილი იქნებოდა, მაგრამ თბილისიდან მოვიდა ბრძანება, რომ კორპუსების ფასადები სამი წლის განმავლობაში გახუნდა და ხელახლა შეღებვა სჭირდებაო. სამღებრო სამუშაოებს კი ერთი კვირა დასჭირდება“, – ამბობს შპს „ზიმოს“ სამუშაოების მწარმოებელი კახა მოდებაძე.

მისი თქმით, ამ დროისთვის ასევე დარჩენილია კორპუსში შესასვლელი კიბეების მოწყობა: "საკანალიზაციო და წყლის სისტემებსაც ცენტრალურ მაგისტრალზე მალევე დავაერთებთ. ამ ყველაფერს 10 აგვისტომდე დავასრულებთ და ბინებს მესაკუთრეებს ჩავაბარებთ“.

შეგახსენებთ, რომ ცხრა აპრილის ქუჩაზე კორპუსის მშენებლობა 2014 წელს შეჩერდა და სამუშაოები ოთხი თვის წინ განახლდა.

მრავალსართულიანი კორპუსის მშენებლობა ახალციხეში შინაგან საქმეთა სამინისტრომ და იუსტიციის სამინისტრომ 2012 წლის ივლისში წამოიწყეს. 108 ბინიდან 103 ამ უწყებების თანამშრომლებზე გადანაწილდა. მათთან იპოთეკური სესხის ხელშეკრულებები გაფორმდა და თითოული მათგანი თვეში 220 დოლარს იხდის.

სამინისტროებსა და შპს „ზიმოს“ შორის ხელშეკრულება 2012 წლის 5 ივლისს გაფორმდა. პროექტის ღირებულებამ 6 480 000 ლარი შეადგინა. მშენებლობა 2014 წლის დეკემბერში უნდა დასრულებულიყო, თუმცა, ბინები მესაკუთრეებს ამ დრომდე არ ჩაბარებიათ.

[ავთო ინასარიძე, ახალციხე]


16.09.2019 ქალაქ ახალციხის სკოლებში 387 პირველკლასელი მივიდა [ფოტო]

16.09.2019 დღეს საჯარო სკოლებში სწავლა იწყება

14.09.2019 ახალციხელმა მოსწავლეებმა წიგნის კითხვის კონკურსში გაიმარჯვეს

13.09.2019 ეროვნული გამოცდებისთვის უნივერსიტეტებმა დამატებითი საგნები შეარჩიეს

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

15.09.2019 ახმეტელის თეატრი ახალციხეში – ფესტივალის მესამე დღე

15.09.2019 ფარეხასთან ავარიის შედეგად დაშავებული მკურნალობას თბილისში გააგრძელებს

14.09.2019 ასპინძაში ერთი ტრაილერი მეორეს შეეჯახა

14.09.2019 რას ნახავთ დრამატურგიის ფესტივალის მეორე დღეს

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

09.09.2019 ივლიტა 'ახალციხეს მიკრული' სოფელი

06.09.2019 სქესობრივი განათლება: საფრთხე თუ გამოსავალი?

08.08.2019 დამსვენებლები აბასთუმანზე [ფოტო/ვიდეო]

08.08.2019 ‘სისხლიან დროშას აფრიალებდა და ჯარს წინ მიუძღვოდა’ – ჩვენი დროის გმირები სამცხე–ჯავახეთიდან

მსგავს თემაზე

‘ძალოვანების კორპუსის’ მშენებლობა ივნისის ნაცვლად ივლისში დასრულდება
ოთხწლიანი ლოდინის შემდეგ, ‘ძალოვანების კორპუსის’ მშენებლობა განახლდა
ახალციხეში ‘ძალოვანების კორპუსში’ სამუშაოების ნაწილი დაასრულეს
‘ძალოვნების კორპუსის’ მშენებლობა სრულდება, თუმცა ახლა ეზო უნდა მოეწყოს
ექვსწლიანი ლოდინის შემდეგ 'ძალოვნების კორპუსის' მშენებლობა დასრულდა
‘ძალოვნების კორპუსის’ ეზოში  სკვერი მოეწყობა
ექვსწლიანი ლოდინის შემდეგ   ‘ძალოვანების კორპუსში’ მესაკუთრეებს ბინები გადაეცათ