FM97.5 / LIVE

შრომის უსაფრთხოების შესახებ კანონი ამოქმედდა

მთავარისიახლე, სამართალი 01.08.2018
პირველი აგვისტოდან, საქართველოში შრომის უსაფრთხოების შესახებ კანონი ამოქმედდა. შრომის ინსპექტორებს უფლება ექნებათ, ორგანიზაციის გაუფრთხილებლად, დასაქმებულთა შრომის პირობები შეამოწმონ.

შრომის უსაფრთხოების შესახებ კანონი ამოქმედდა

პირველ ეტაპზე, კანონის მოქმედება მომეტებული საფრთხის შემცველ, მძიმე, მავნე და საშიშპირობებიან სამუშაოებზე გავრცელდება.

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, "შრომის უსაფრთხოების შესახებ" კანონის მიღება უმნიშვნელოვანესია ქვეყანაში შრომითი ურთიერთობების რეგულირებისა და დასაქმებულთა ფუნდამენტური უფლებების დაცვის მიმართულებით. მის მიზანს სამუშაო ადგილებზე დასაქმებულების შრომის უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის დაცვა, პროფესიული დაავადებების დროული გამოვლენა, მათი პრევენცია და უბედური შემთხვევების თავიდან აცილება წარმოადგენს.

საქართველოს კანონი "შრომის უსაფრთხოების შესახებ" დამსაქმებელთა და დასაქმებულთათვის აწესებს ისეთ ვალდებულებებს, როგორიცაა:

• უსაფრთხო და ჯანსაღი სამუშაო გარემოს შექმნა დამსაქმებელთა, დასაქმებულთა და სამუშაო სივრცეში მყოფი სხვა პირებისიათვის.
• დასაქმებულთათვის უფლებების, მოვალეობებისა და პასუხისმგებლობების განსაზღვრა;
• სამუშაო ადგილებზე შრომის უსაფრთხოების ორგანიზებისა და მართვის გაუმჯობესება;
• შრომის უსაფრთხოების პოლიტიკის შემუშავება და შრომის უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი სერტიფიცირებული პირის გამოყოფა;
• დამსაქმებლის ხარჯით, მომეტებული საფრთხის შემცველ, მძიმე, მავნე და საშიშპირობებიან სამუშაოებზე დასაქმებულების უბედური შემთხვევის დაზღვევის უზრუნველყოფა.

კანონის მიხედვით განისაზღვრა არაარსებითი, არსებითი და კრიტიკული შეუსაბამოებები, რომლისთვისაც გათვალისწინებულია შესაბამისი ადმინისტრაციული სახდელები:

• გაფრთხილება
• ჯარიმა
• სამუშაო პროცესის შეჩერება

[sknews.ge]


19.10.2018 სან დიეგოს უნივერსიტეტში სამცხე–ჯავახეთის სკოლებიდან ექვსი აბიტურიენტი ჩაირიცხა

18.10.2018 ქეთევან ციხელაშვილი ახალქალაქის პირველ საჯარო სკოლას ესტუმრა

11.10.2018 სოფელ შოლავერში ახალი სკოლა გაიხსნა

09.10.2018 სოფელ არალში სკოლა საზეიმოდ გაიხსნა [Photo/Video]

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

20.10.2018 რას ნახავთ 'შემოდგომის ფესტივალზე'

19.10.2018 მონასტრის წინამძღვარმა ვანის ქვაბებში მეტალოპლასტმასის კარ-ფანჯარა ჩასვა [Photo]

19.10.2018 სამცხე–ჯავახეთის გუბერნატორი რეგიონში მოქმედი NGO-ების წარმომადგენლებს შეხვდა

19.10.2018 ახალქალაქში იუსტიციის სახლი გაიხსნა

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

12.06.2018 მთიდან მთაში წასვლამდე – რეპორტაჟი კიკიბოდან [Photos]

20.02.2018 ადიგენის 55 სოფელი 6 ბიბლიოთეკის იმედად [Video]

20.12.2017 სკოლა ერთ ოთახში, ხუთი მოსწავლით [Photo/Video]

11.09.2017 ხმა სოფლიდან: სოფელ განძას მკვიდრების გატაცება [Audio]

მსგავს თემაზე

პარლამენტმა ”საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ” კანონპროექტი დაამტკიცა
რკინიგზის  თანამშრომლებს შრომის უსაფრთხოების სერთიფიკატები გადაეცათ [R]
შრომის ინსპექციამ აწყურში ხიდის მშენებლობაზე  ხარვეზები გამოავლინა
ახალციხეში იუსტიციის სახლში მეწარმეების რიგია
კითხვა – პასუხი 'გენდერული თანასწორობის შესახებ' [R]
გუბერნატორების ადმინისტრაციაზე გამოყოფილი თანხის 70% ხელფასზე იხარჯება
დავით სონღულაშვილი: აქტიურად ვითანამშრომლებ ადგილობრივ პროფკავშირებთან დასაქმებულთა უფლებების დაცვისთვის [R]