FM97.5 / LIVE

NDI: გამოკითხულთა 74%–მა არ იცის არჩევნებში ვის მისცემს ხმას

მთავარისიახლე, პოლიტიკა 01.08.2018
ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) კვლევის მიხედვით, გამოკითხული მოსახლეობის უმრავლესობამ არ იცის ვის მისცემს ხმას საპრეზიდენტო არჩევნებში. მათ კანდიდატების მხრიდან, წინა მთავრობებზე და ოპონენტებზე თავდასხმებისა და სხვა პოლიტიკური პარტიების კრიტიკის მოსმენა არ სურთ.

NDI: გამოკითხულთა 74%–მა არ იცის არჩევნებში ვის მისცემს ხმას

მოსახლეობის ძალიან მცირე ნაწილი ასახელებს კონკრეტულ პარტიას, როგორც მის შეხედულებებთან ყველაზე ახლოს მყოფს. მოქალაქეების 18% ასეთ პარტიად "ქართულ ოცნებას" ასახელებს, 10% - "ერთიან ნაციონალურ მოძრაობას", ხოლო 3% - "ლეიბორისტულ პარტიას". ყველა სხვა პარტია რესპონდენტთა 3%–ზე ნაკლებმა დაასახელა.

იმ შემთხვევაში, თუ მოქმედი პრეზიდენტი მარგველაშვილი კენჭს იყრის არჩევნებში, გამოკითხვის თანახმად, კანდიდატების პროცენტული მაჩვენებლები ასე გადანაწილდება:
"ქართული ოცნების" კანდიდატი - 12%,
"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" კანდიდატი - 10%,
მოქმედი პრეზიდენტი - 6 %,
"ევროპული საქართველოს" კანდიდატი, დავით ბაქრაძე - 6%,
"ლეიბორისტული პარტიის" კანდიდატი, შალვა ნათელაშვილი - 4%.

ხოლო თუ მოქმედი პრეზიდენტი არ მიიღებს არჩევნებში მონაწილეობას, გამოკითხვაში "ქართული ოცნების" კანდიდატის მხარდაჭერა 17%–მდე იზრდება, სხვა კანდიდატების მაჩვენებლები კი სტატისტიკურად იგივე რჩება.

გამოკითხვაში მოქალაქეებს მეორე ტურის შესაძლო სცენარებზეც დაესვათ კითხვა. ყველა წარმოდგენილი სცენარის შემთხვევაში, "ქართული ოცნების" კანდიდატს დაახლოებით 32% მისცემდა ხმას. მეორე ტურში მმართველი პარტიის კანდიდატის წინააღმდეგ "ნაციონალური მოძრაობის" კანდიდატს 20% მისცემდა ხმას, დავით ბაქრაძეს - 20%, "პატრიოტთა ალიანსის" კანდიდატს - 11%, შალვა ნათელაშვილს კი - 18%.

კვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა 23 ივნისი-8 ივლისის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით) 2 409 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგელობითი შერჩევის საფუძველზე.

NDI-ის კვლევები ხორციელდება დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK aid-ის ფინანსური ხელშეწყობით. გამოკითხვას ატარებს CRRC-საქართველო.
კვლევაში ცდომილების ზღვარი +/-1,9%-ია.

[sknews.ge]


19.10.2018 სან დიეგოს უნივერსიტეტში სამცხე–ჯავახეთის სკოლებიდან ექვსი აბიტურიენტი ჩაირიცხა

18.10.2018 ქეთევან ციხელაშვილი ახალქალაქის პირველ საჯარო სკოლას ესტუმრა

11.10.2018 სოფელ შოლავერში ახალი სკოლა გაიხსნა

09.10.2018 სოფელ არალში სკოლა საზეიმოდ გაიხსნა [Photo/Video]

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

20.10.2018 რას ნახავთ 'შემოდგომის ფესტივალზე'

19.10.2018 მონასტრის წინამძღვარმა ვანის ქვაბებში მეტალოპლასტმასის კარ-ფანჯარა ჩასვა [Photo]

19.10.2018 სამცხე–ჯავახეთის გუბერნატორი რეგიონში მოქმედი NGO-ების წარმომადგენლებს შეხვდა

19.10.2018 ახალქალაქში იუსტიციის სახლი გაიხსნა

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

12.06.2018 მთიდან მთაში წასვლამდე – რეპორტაჟი კიკიბოდან [Photos]

20.02.2018 ადიგენის 55 სოფელი 6 ბიბლიოთეკის იმედად [Video]

20.12.2017 სკოლა ერთ ოთახში, ხუთი მოსწავლით [Photo/Video]

11.09.2017 ხმა სოფლიდან: სოფელ განძას მკვიდრების გატაცება [Audio]

მსგავს თემაზე

პარტიების რეიტინგი NDI-ს კვლევის მიხედვით
NDI:  17% „ოცნებას“ 13% კი „ნაციონალებს“ უჭერს მხარს
პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ დაკვეთილი კვლევა: მარგველაშვილი - 43%, ბაქრაძე - 22%
გამოკითხულთა 62%-ს გადაწყვეტილი არ აქვს ვის მისცემს ხმას – NDI
NDI: კანონი სიგარეტის აკრძალვის შესახებ მოსახლეობის უმრავლესობას მოსწონს
გელა დემეტრაძე:'დავით ბაქრაძეს საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვების დიდი შანსი აქვს'
"ფსიქოპროექტის" კვლევის მიხედვით, გიორგი მარგველაშვილი ლიდერობს