FM97.5 / LIVE

სუს–მა სამცხე–ჯავახეთში საბჭოთა სიმბოლიკების შესწავლა დაიწყო

მთავარისიახლე, საზოგადოება 31.07.2018
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ახალციხის, ადიგენისა და ასპინძის თვითმმართველობებს, მათ მუნიციპალიტეტებში შემორჩენილი საბჭოთა სიმბოლიკების შესაწვლის მიზნით, წერილობით მიმართა.

სუს–მა სამცხე–ჯავახეთში საბჭოთა სიმბოლიკების შესწავლა დაიწყო

ამის შესახებ უწყებამ „სამხრეთის კარიბჭეს“ წერილობით აცნობა.

„საქართველოს ზოგიერთ რაიონში კომუნისტური ტოტალიტარული იდეოლოგიის მატარებელი ძეგლების არსებობასთან დაკავშირებით, „თავისუფლების ქარტია“ საქართველოს კანონით განსაზღრულმა კომისიამ, საკითხის სრულყოფილად შესწავლის მიზნით მიმართა შესაბამის თვითმმართველობის ორგანოებს“, – ნათვამია წერილში.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა მუნიციპალიტეტების მერიებს „სამხრეთის კარიბჭიდან“ შესული ინფრომაციის საფუძველზე მიმართა. რედაქციამ, რეგიონში შემორჩენილი საბჭოთა სიმბოლიკების შესახებ სტატია სათაურით – „სტალინის ძეგლები და მონუმენტები - აკრძალული საბჭოთა სიმბოლიკა სამცხე–ჯავახეთში“ ერთი თვის წინ გამოაქვეყნა.

ახალციხის, ადიგენისა და ასპინძის მერიებში აცხადებენ, რომ მათ სუს–სგან წერილი უკვე მიიღეს და პასუხებს ამზადებენ.

„გვთხოვენ მოგვაწოდეთ ინფორმაცია ამ სიმბოლოებთან დაკავშირებითო და პასუხს აუცილებლად გავცემთ“, – ამბობს ადიგენის მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსი გოდეძი სხირტლაძე.

აპინძის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილის ლევან ბერიძის თქმით, წერილში სიმბოლოების მოხსნასთან დაკავშირებით საუბარი არ არის: „სხვა თუ რაიმე გაინტერესებთ წერილობით მოგვმართეთ და გიპასუხებთ“.

მიღებული წერილის შინაარსზე არც ახალციხის მერიაში საუბრობენ, თუმცა, ამბობენ, რომ პასუხს უკვე ამზადებენ.

2011 წლის კანონი „თავისუფლების ქარტია“ საჯარო სივრცეში საბჭოთა ტოტალიტარულ და ფაშისტურ სიმბოლიკას, საკულტო ნაგებობებს, ძეგლებს, მონუმენტებს, ბარელიეფებს, წარწერებს, ასევე, ქუჩების, მოედნების, სოფლებისა და დაბების სახელწოდებებს კრძალავს. აკრძალვის მიუხედავად კი საბჭოთა ძეგლები და ტოტალიტარული სიმბოლიკა, სამცხე–ჯავახეთის სოფლებში, დამოუკიდებლობის ხელახალი მოპოვებიდან 27 წლის შემდეგაც გვხვდება.

[თამუნა უჩიძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

22.10.2020 ნინოწმინდაში საზოგადოებრივი ცენტრი გაიხსნა

21.10.2020 ‘ხშირად ჰგონიათ რომ შეღებილია’ – ვალელი ფერმერის იასამნისფერი კომბოსტო [ფოტო/ვიდეო]

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

მუნიციპალიტეტების ნაწილმა, სუს–ის დავალებით, საბჭოთა სიმბოლიკების მოკვლევა დაასრულა
სტალინის ძეგლები და მონუმენტები  - აკრძალული საბჭოთა სიმბოლიკა სამცხე–ჯავახეთში
ზიკილიაში სტალინის მონუმენტი დადგეს
ახალქალაქის მერია: საბჭოთა სიმბოლიკა შემორჩენილი ხუთ ადგილზეა
გამოკითხვა: უნდა იკრძალებოდეს თუ არა საქართველოში საბჭოთა სიმბოლიკა [ვიდეო]
ბაკურიანში საბჭოთა რუბლის გამოყენების ფაქტზე სუს–მა პროცედურები დაიწყო
სუს–ის კომისიამ საბჭოთა სიმბოლიკის აღმოფხვრის მოთხოვნით მეწარმეს მიმართა