FM97.5 / LIVE

‘წყალი დილა–საღამოს 15 წუთიც კი აღარ მოდის’ – ახალციხეში წყლის პრობლემაზე ჩივიან

მთავარისიახლე, საზოგადოება 30.07.2018
ახალციხეში წყლის მიწოდება თვეზე მეტია შეიზღუდა, გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიას კი ახალი განრიგი ამ დრომდე არ შეუდგენია.

‘წყალი დილა–საღამოს 15 წუთიც კი აღარ მოდის’ – ახალციხეში წყლის პრობლემაზე ჩივიან

უკვე მეორე თვეა ახალციხეს წყალი შეზღუდული განრიგით მიეწოდება, თუმცა, როგორც ივერიელის ქუჩაზე მცხოვრებლები ამბობენ, ბოლო ერთი კვირის განმავლობაში, დასახლებაში წყალი 15 წუთიც კი აღარ მოდის.

„ასეთი პრობლემა არასდროს გვქონია, სუფთა წყალი მოდის, მაგრამ ერთი კვირაა რაც ისე იკლო, რომ დილა–საღამოს 15 წუთში წყდება. რა არის მიზეზი არ ვიცით“, – ამბობს ადგილობრივი ნანი ნემსაძე.

უწყლობაზე ჩივიან მის მეზობლად მცხოვრებლებიც: „08:00 საათზე წყლის ავსებას ვაპირებდი და უკვე მოწყვეტილი იყო, არავის გავუფრთხილებივართ, არ ვიცით რა ხდება“.

ივრიელის N7-ში მცხოვრები მარინე ჩამანიანის თქმით, ვიდრე განრიგი შეიზღუდებოდა, დილა–საღამოს წყალი, დაახლოებით, ორ–ორი საათი მოდიოდა: „ტონიანი ბაკი მაქვს და მესამედიც არ ივსება. პირველ სართულზე წყალი არ მყოფნის და ნასოსის გარეშე შეუძლებელია მოხმარება, ამის გამო კი მეტი დენი იწვება“.

საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიიის ტექნიკური აქტივობის მართვის დეპარტამენტის უფროსის მიშა ქავთარაძის თქმით, წყლის შეზღუდული რაოდენობით მიწოდება იმითაა გამოწვეული, რომ მას მოსახლეობა არანორმირებულად მოიხმარს: „კვირის ბოლომდე ახალ განრიგს დავადგენთ, 10–15–წუთიანი წყალმომარაგება აღარ იქნება და ვითარება მეტნაკლებად გამოსწორდება. რაც შეეხება ივერიელის ქუჩას, ადგილობრივი სერვისცენტრი და რეგიონიც აქტიურად ცდილობს ამ დასახლებაში პრობლემის მოგვარებას. დილით როგორ შევძლებთ წყლის მიწოდებას არ ვიცით, მაგრამ საღამოს საათებში წყალი ჩვეულ რეჟიმში მიეწოდებათ“.

[ნანა ინასარიძე, ახალციხე]


13.08.2019 რას მოუტანს Erasmus + სამცხე-ჯავახეთის უნივერსიტეტს

13.08.2019 ახალციხელმა თამთა პეტაშვილმა ლიეტუვის სახელმწიფო დაფინანსება მოიპოვა

12.08.2019 ჯილდოს მსურველი პენსიონერი პედაგოგები სკოლაში ახალი კადრის შერჩევამდე დარჩებიან

10.08.2019 ახალციხელი მასწავლებელი დაჯილდოვდა

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

17.08.2019 ვინ იმღერებს 'ბორჯომობის' დღესასწაულზე

14.08.2019 დიდ პამაჯში ხანძარი ლიკვიდირებულია [ფოტო/ვიდეო]

14.08.2019 სამცხე-ჯავახეთში რაგბის განვითარების პერსპექტივებზე იმსჯელეს ®

14.08.2019 ბაკურიანში სამი ახალი საბაგირო აშენდება

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

08.08.2019 დამსვენებლები აბასთუმანზე [ფოტო/ვიდეო]

08.08.2019 ‘სისხლიან დროშას აფრიალებდა და ჯარს წინ მიუძღვოდა’ – ჩვენი დროის გმირები სამცხე–ჯავახეთიდან

05.08.2019 ბუნების დაცვა და ‘რობოტიზაცია’ - ახალციხელი გამომგონებლების მიზნები

05.08.2019 ‘წუნდა’ – ანსამბლი, რომელიც მესხურ ფოლკლორს ინახავს [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

ახალციხეში წყლის მიწოდება შეიზღუდა
ახალციხეში, ვარძიის ქუჩაზე ადგილობრივები წყლის პრობლემაზე ჩივიან
„ხუთსართულიანების“ დასახლებას  წყალი შეფერხებით მიეწოდება
რაბათში სასმელად უვარგისი წყალი მოდის
ახალციხეში, „ხუთსართულიანებში“ წყალი მხოლოდ ღამე მოდის
ახალციხეში რამდენიმე ქუჩას წყალი არ მიეწოდება
სოფელ ხევაშენში ოთხი დღეა წყალი არ მოდის