FM97.5 / LIVE

‘სოფელში გზა და წყალი გვინდა’ – წინუბანში ადგილობრივები აქციას მართავენ

მთავარისიახლე, ეკონომიკა, საზოგადოება 30.07.2018
ახალციხეში, სოფელ წინუბანში მცხოვრებლები სოფლამდე გზის დაგებისა და სასმელი წყლის სისტემის მოწესრიგების მოთხოვნით საპროტესტო აქციას მართავენ, მობილიზებულია პოლიცია.

‘სოფელში გზა და წყალი გვინდა’ –  წინუბანში ადგილობრივები აქციას მართავენ

დღეს, 30 ივლისს დილიდან წინუბანში ათობით ადამიანი ადგილობრივი ხელისუფლების მხრიდან უყურადღებობას აპროტესტებს. მათი ერთ–ერთი მოთხოვნა ახალციხიდან სოფელამდე გზის დაგებაა. როგორც წინუბანში მცხოვრებლები ამბობენ, გზა იმდენად მიუვალია, რომ წვიმიან ამინდში სასწრაფო დახმარების მანქანა სოფლამდე ვერ მიდის: "ყოფილა შემთხვევები, რომ ავადმყოფი გზამდე ხელით მიგვიყვანია. სტუმარი აქ ვერ მოდის, ჩვენც შიშით დავდივართ".

გარდა გზისა, წინუბნელებს წყლის პრობლემაც აწუხებთ, სოფელში ამბობენ, რომ წყალი ცოტა მოდის, თუმცა ისიც დაბინძურებული და ხშირად ქვეწარმავლებიც მოყვება.

მათივე თქმით, სოფელმა ამ საკითხების მოგვარება ახალციხის მერიას წერილობით სთხოვა, თუმცა ამ დრომდე პასუხი არ მიუღიათ: "ათ დღეზე მეტია წერილი შევიტანეთ მერიაში, მაგრამ ყურადღებას არავინ გვაქცევს. რომ ჩავედით და ვიკითხეთ, გვითხრეს მერი შვებულებაშია და ვერ გიპასუხებთო".

ადგილობრივებთან ცოტახნის წინ სოფლის რწმუნებული მივიდა. მისი თქმით, სოფელში გზის და წყლის პრობლემაც მოგვარდება, თუმცა როდის ვერ აკონკრეტებს: "ვმუშაობთ პროექტებზე".

‘სოფელში გზა და წყალი გვინდა’ –  წინუბანში ადგილობრივები აქციას მართავენ

რწმუნებულთან ერთად, წინუბნელებს პრობლემების გადაჭრის შესახებ დაპირება მისცა ახალციხის რაიონული სამმართველოს უფროსის მოადგილე შალვა აღნიაშვილი. "სამხრეთის კარიბჭეს" შეკითხვაზე, თუ რა სტატუსით პირდება იგი ადგილობრივებს წყლისა და გზის პრობლემის მოგვარებას, გვპასუხობს: "ჩვენ ხალხს გვერდით ვუდგავართ და მაქსიმალურად ვცდილობთ მათ დახმარებას".

‘სოფელში გზა და წყალი გვინდა’ –  წინუბანში ადგილობრივები აქციას მართავენ

[sknews.ge]


22.01.2020 სამცხე-ჯავახეთის საჯარო სკოლებში 39 ვაკანტური ადგილია

20.01.2020 სამცხე-ჯავახეთში პრაქტიკოსი მასწავლებლის სტატუსი 2 716 პედაგოგს აქვს

15.01.2020 საჯარო სკოლებში სწავლა განახლდა

14.01.2020 გრიპის ვირუსის გამო სკოლებში სწავლის დაწყება არ გადაიდება

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

24.01.2020 მესხეთის ქუჩიდან სამშენებლო ნარჩენები გაიტანეს

24.01.2020 25 იანვრიდან საქართველოში უნალექო ამინდი იქნება

24.01.2020 თოვლის გამო ბორჯომში მოძრაობა შეფერხებულია

23.01.2020 საშიში სამშენებლო ნარჩენები მესხეთის ქუჩაზე [ფოტო]

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.01.2020 ქიქინეთი - ბუნების იმედად დარჩენილი სოფელი [ფოტო/ვიდეო]

17.12.2019 ლოკოკინებზე ‘მონადირეები' სოფელ აწყვიტიდან [ფოტო/ვიდეო]

12.12.2019 არყის გამოხდა ხალხური მეთოდით სოფელ ხერთვისში [ფოტო/ვიდეო]

10.12.2019 საავტომობილო გზა ეროვნულ პარკში - ივანიშვილის ექსპერიმენტის შედეგი

მსგავს თემაზე

მომავალ წლამდე  წინუბნელებს არც გზა ექნებათ და არც  წყალი  [Video]
ახალციხის მერი წინუბნელებს სოფლის გზისა და წყლის პროექტებს აცნობს
წინუბანში აქციის მონაწილეებთან მერის მოადგილეები მივიდნენ
მერი წინუბნელებს წყლისა და გზის პროექტზე: ‘ყველაფერი ერთდროულად ვერ გაკეთდება’
წყალი, გზა და გაზი –  წინუბნელები  ხელისუფლებისგან ყურადღებას ითხოვენ
სოფელ რუსთავის მცხოვრებლები ასპინძაში საპროტესტო აქციას მართავენ
‘დაბინძურებულ წყალს გველიც კი მოყოლია’ – სასმელი წყლის პრობლემა აწყურში