FM97.5 / LIVE

ქართული ოცნება: 'ადიგენში ინცინდენტი ყოფით ნიადაგზე წარმოიშვა'

მთავარისიახლე, პოლიტიკა 30.07.2018
ადიგენში, "ევროპული საქართველოს" მაჟორიტარი დეპუტატისა და მის ოჯახის წევრების ცემის ფაქტთან დაკავშირებით, პარტია "ქართული ოცნება" განცხადებას ავრცელებს.

ქართული ოცნება: 'ადიგენში ინცინდენტი ყოფით ნიადაგზე წარმოიშვა'
როგორც, პარტიის პრესსამსახურში განმარტავენ, "ქართული ოცნება" მომხდარს ემიჯნება და პოლიტიკურ ანგარიშსწორებას გამორიცხავს.

"ადიგენში ინციდენტი წარმოიშვა ყოფით ნიადაგზე და ყოველგვარი პოლიტიკური მოტივი გამორიცხულია.
პოლიტიკური გაერთიანება ემიჯნება ყოველგვარ ძალადობას და გამორიცხავს ვინმეს მიმართ პოლიტიკურ ანგარიშსწორებას.
იმედს გამოვთქვამთ, რომ მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით დაწყებული გამოძიება სიმართლეს დაადგენს და დამნაშავე პირები სათანადოდ დაისჯებიან",–ნათქვამია "ქართული ოცნების" მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ ადიგენში ფერსათის მთაზე, ინცინდენტი 28 ივლისს "შუამთობის" დღესასწაულზე მოხდა. ფეხბურთის თამაშთან დაკვშირებით ახალგაზრდებს შორის დაწყებული კონფლიქტი, ფიზკურ დაპირსპირებაში გადაიზარდა, რა დროსაც სოფელ ზანავში "ევროპული საქართველოს" მაჟორიტარი დეპუტატი ზურა შაინიძე, მისი ოჯახის წევრები და შვილის მეგობრები დაშავდნენ.

შაინიძე აცხადებს, რომ ხელკეტებით ფიზიკურად, მის ოჯახის წევრებს "ქართული ოცნების" აქტივისტები და მათი ახლობლები გაუსწორდნენ.

შსს–მ საქმეზე მოკვლევა სსკ–ს 126–ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც ჯგუფურად ჩადენილ ძალადობას გულისხმობს. იკითხებიან ინცინდენტში მონაწილე პირები.

[sknews.ge]


21.03.2019 ‘კატის’ გამოცდებმა არ გაამართლა’– სოფო გორგოძე სკოლის გამოცდების გაუქმებაზე

20.03.2019 'ტაძარი არ გვაქვს და სხვა გზა არაა' – სოფელი სალოცავად ანდის სკოლაში დადის

20.03.2019 ახალციხელ აბიტურიენტებს ეროვნულ გამოცდებთან დაკავშირებული სიახლეები გააცნეს

20.03.2019 არაქართულენოვანი, ‘1+4 პროგრამის’ სტუდენტებისთვის სტაჟირება ცხადდება

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

21.03.2019 'ჯანსაღი ცხოვრების წესი შენი არჩევანია'– სპორტული ღონისძიებების პროექტში მერიაც ერთვება

21.03.2019 21 მარტს ტყის საერთაშორისო დღეა

20.03.2019 'ტაძარი არ გვაქვს და სხვა გზა არაა' – სოფელი სალოცავად ანდის სკოლაში დადის

19.03.2019 სახანძრო უსაფრთხოება – რა მდგომარეობაა სკოლებში, ბაღებსა და სასტუმროებში

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

08.03.2019 ქალები მძიმე ჩანთებით [Photo/Video]

07.03.2019 ფერადი სოფლის შავ–თეთრი სევდა [Photo-Video]

26.01.2019 მეწაღეები ახალციხიდან [Photo/Video]

12.06.2018 მთიდან მთაში წასვლამდე – რეპორტაჟი კიკიბოდან [Photos]

მსგავს თემაზე

შუამთობის დღესასწაულზე დაპირისპირების ფაქტზე პასუხისგებაში 12 პირი მისცეს
ადიგენში „ევროპული სქართველოს“ დეპუტატი „ოცნების“ აქტივისტებს ცემაში ადანაშაულებს
‘შუამთობის’ დღესასწაულზე დაპირისპირების საქმის განხილვა დაიწყო
ურაველში მომხდარ დაპირისპირებას „ქართული ოცნება“ ეხმაურება
ფიზიკური ანგარიშსწორება და ძალადობა ახალციხეში – საიას ანგარიში
არჩევნებთან დაკავშირებით პასუხისგებაში მიცემული 21 პირიდან 17 სამცხე–ჯავახეთიდანაა
"ნაციონალები" თავდასხმაში "ოცნების" წარმომადგენლებს ადანაშაულებენ