FM97.5 / LIVE

საქართველოში C ჰეპატიტის ახალი კამპანია „STOP C“ იწყება

მთავარისიახლე, საზოგადოება 28.07.2018
ჰეპატიტის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტრო დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრთან ერთად, C ჰეპატიტის ახალ კამპანიას „STOP C“ იწყებს.

საქართველოში C ჰეპატიტის ახალი კამპანია „STOP C“ იწყება
კამპანია ჯანდაცვის მინისტრთან ერთად, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ დღეს, 28 ივლისს გახსნა. ღონისძიებაზე წარმოდგენილი იყო პრეზენტაცია პროგრამის 3 წლის შედეგებისა და მიღწევების შესახებ.

ჰეპატიტების მსოფლიო დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე, განკურნებული პაციენტის თემურ რადიანის ნამუშევრებია გამოფენილი. ასევე წარმოდგენილია ელიმინაციის პროგრამის სამწლიანი ისტორიის ამსახველი ფოტოგამოფენა.

ყოველწლიურად, 28 ივლისს, ჰეპატიტების მსოფლიო დღის აღსანიშნავად მთელი მსოფლიო ერთიანდება საერთო მიზნით - ამაღლდეს ცნობიერება ვირუსული ჰეპატიტების შესახებ.

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, C ჰეპატიტთან ბრძოლის მიმართულებით, საქართველო არის ერთადერთი ქვეყანა, სადაც ამ დაავადების სამკურნალო უახლესი თაობის მედიკამენტები სრულიად უფასოა. ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, ქვეყანაში მოქმედი C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის ანალოგი მსოფლიოს არც ერთ ქვეყანაში არ განხორცილებულა. პროგრამაში ჩართულია 50 000-მდე პაციენტი, განკურნების მაჩვენებელი 98,2%-ია.

ჰეპატიტების მსოფლიო დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებას ესწრებიან მინისტრთა კაბინეტის წევრები, პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის წარმომადგენლები, გამოჯანმრთელებული პაციენტები, დარგის წამყვანი სპეციალისტები, პროექტის საერთაშორისო პარტნიორები, აშშ საელჩოს წარმომადგენლები და ყველა ის პირი, ვინც ამ დროის განმავლობაში პროგრამაში აქტიურად იყო ჩართული.

[sknews.ge]


18.04.2019 მოსწავლეების თვალით დანახული პრობლემები – კონფერენცია ახალციხეში

17.04.2019 აზავრეთის სკოლის მოსწავლეებმა სწავლა განაახლეს

16.04.2019 მე-12 კლასის მოსწავლეებისთვის თავისუფალი დასწრება გაუქმდა

15.04.2019 მეორე კვირაა მოსწავლეები აზავრეთის სკოლაში არ დადიან – პროტესტი გრძელდება

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

18.04.2019 მოსწავლეების თვალით დანახული პრობლემები – კონფერენცია ახალციხეში

18.04.2019 სამცხე–ჯავახეთში ყოველ მესამე და შემდგომ ბავშვზე დახმარებას აღარ მიიღებენ

17.04.2019 ქაღალდი, მინა, პლასტმასი და მეტალი – ნარჩენების დახარისხება სავალდებულო ხდება

17.04.2019 ‘ვანის ქვაბებს’ ილიაუნის და ფლორენციის უნივერსიტეტის მეცნიერები შეისწავლიან

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

08.03.2019 ქალები მძიმე ჩანთებით [Photo/Video]

07.03.2019 ფერადი სოფლის შავ–თეთრი სევდა [Photo-Video]

26.01.2019 მეწაღეები ახალციხიდან [Photo/Video]

12.06.2018 მთიდან მთაში წასვლამდე – რეპორტაჟი კიკიბოდან [Photos]

მსგავს თემაზე

ახალი პრეპარატი C ჰეპატიტის წინააღმდეგ
28 ივლისს C ჰეპატიტის საერთაშორისო დღე აღინიშნება
C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამაში ჩართვა ნებისმიერ პაციენტს შეეძლება
დღეიდან C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამაში ჩართვა ნებისმიერს შეუძლია
განიკურნე - ჯანდაცვის სამინისტრო ახალ კამპანიას იწყებს
ჯანდაცვის სამინისტრო 2015 წელს C ჰეპატიტთან ბრძოლის წლად აცხადებს
ახალციხის იუსტიციის სახლში C ჰეპატიტზე მოქალაქეებს სკრინინგი ჩაუტარდებათ