FM97.5 / LIVE

სამცხე–ჯავახეთში სახელმწიფო პროგრამების შესახებ საინფორმაციო კამპანია იწყება

მთავარისიახლე, ეკონომიკა 27.07.2018
სამცხე–ჯავახეთში, ერთი კვირის განმავლობაში ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლები, სახელმწიფო პროგრამებისა და სერვისების შესახებ ინფორმაციას მიიღებენ.

სამცხე–ჯავახეთში  სახელმწიფო პროგრამების შესახებ საინფორმაციო კამპანია იწყება
ეთნიკური უმცირესობებისათვის, სახელმწიფო სერვისების ინფორმირებულობის მიზნით დაწყებული საინფორმაციო კამპანია დღეს, 27 ივლისს შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა ქეთევან ციხელაშვილმა ახალქლაქში გახსნა.

მინისტრის თქმით, საინფორმაციო კამპანია სამოქალაქო თანასწორობისა და ინტეგრაციის სახელმწიფო სტრატეგიის ფარგლებში დაიგეგმა.

„რეგიონში მცხოვრები ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლების ინფორმირება და ინფორმაციის ხელმისაწვდომობის გაუმჯობესება, სახელმწიფოში არსებული სხვადასხვა პროგრამებისა და სერვისების შესახებ ცნობიერების ამაღლება - ეს არის საქართველოს მთავრობის ხედვა და სახელმწიფო პოლიტიკის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი. შესაბამისად, ჩვენ ვგეგმავთ, რომ კამპანიის ფარგლებში მუნიციპალურ დონეზე, ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებით დასახლებულ პუნქტებსა თუ სოფლებში, თითოეულ ადამიანამდე მივიტანოთ ინფორმაცია“,– განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა.

შერგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის ინიცირებით და კოორდინირებით საინფორმაციო კამპანია უკვე ჩატარდა ქვემო ქართლის და კახეთის რეგიონებში. სამცხე-ჯავახეთის რეგიონში მოსახლეობასთან საინფორმაციო შეხვედრები ჯანდაცვის, ეკონომიკის, ფინანსთა და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროების ჩართულობით, ქართულ და სომხურ ენაზე ჩატარდება.

სამცხე–ჯავახეთში  სახელმწიფო პროგრამების შესახებ საინფორმაციო კამპანია იწყება

[ლუბა გიორგაძე, ახალქლაქი]


18.09.2019 ლევან ბერძენიშვილი ახალციხეში საჯარო ლექციას გამართავს

18.09.2019 ახალქალაქის სკოლებში ოთხ მანდატურს დაამატებენ

17.09.2019 წითელი ყელსახვევების საქმეზე აუდიტმა დასკვნა დადო, თუმცა სკოლებისთვის ცნობილი არ არის

16.09.2019 ‘თავისუფლებაზე ორიენტირებული სწავლება’ - ახალი სკოლის მოდელი

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

19.09.2019 დღეს მესხეთის თეატრში წარმოდგენას მარჯანიშვილის თეატრი გამართავს

19.09.2019 ახალციხის ცენტრში ნაცემ ქალს ტვინის შერყევა აქვს

19.09.2019 ახალციხეში სოციალურად დაუცველ ოჯახს ადგილობრივები დაეხმარნენ

18.09.2019 ნაცემ ქალს გამოკვლევები უტარდება

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

19.09.2019 მზეთამზიელი გულნაზი

17.09.2019 სოფელი გულსუნდა – 'წინ კლდეები, უკან მტკვარი' [ფოტო]

09.09.2019 ივლიტა 'ახალციხეს მიკრული' სოფელი

06.09.2019 სქესობრივი განათლება: საფრთხე თუ გამოსავალი?

მსგავს თემაზე

სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი ჯავახეთში მოსახლეობას შეხვდება
სტაჟირების პროგრამა ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელი ახალგაზრდებისთვის
შეხვედრები ახალციხეში საქართველო-ევროკავშირის საინფორმაციო კამპანიის ფარგლებში
საქართველოს რეგიონებში ამომრჩეველთა საინფორმაციო კამპანია იწყება
ქეთევან ციხელაშვილი ახალქალაქის პირველ საჯარო სკოლას ესტუმრა
ახალციხეში ეთნიკური უმცირესობების ფორუმი გაიმართა
არაქართულენოვანი, ‘1+4 პროგრამის’ სტუდენტებისთვის სტაჟირება ცხადდება