FM97.5 / LIVE

სამი მთავარი შეცდომა აზიურ ფაროსანასთან ბრძოლისას

მთავარისიახლე, რეკლამა, განცხადებები 27.07.2018
აზიური ფაროსანა ქართველი ფერმერებისთვის უკვე კარგად ნაცნობი მავნებელია. 2015 წლიდან მწერმა სხვადასხვა კულტურა დააზიანა. მავნებლის "კბილი" განსაკუთრებით იმ გლეხებმა იგრძნეს, რომელთა შემოსავლის ძირითად წყაროს თხილი, სიმინდი და ციტრუსოვანი კულტურა წარმოადგენდა.

სამი მთავარი შეცდომა აზიურ ფაროსანასთან ბრძოლისას

სურსათის ეროვნულ სააგენტოში, რომელიც აზიური ფაროსანას წინააღმდეგ დაგეგმილ სახელმწიფო გეგმას ანხორციელებს, მიიჩნევენ, რომ მიმდინარე წელი მავნებელთან ბრძოლაში წარმატებული იყო - აზიური ფაროსანას რაოდენობა შემცირებულია და არც მისი მოქმედების არეალი გაფართოებულა. მწერი კვლავ მხოლოდ დასავლეთ საქართველოშია აქტიური.

მიუხედავად ამისა, სურსათის ეროვნულ სააგენტოში ამბობენ, რომ ხელისშემშლელი ფაქტორების გარეშე, პროცესი გაცილებით ეფექტური იქნებოდა. უწყების მცენარეთა დაცვის დეპარტამენტის უფროსი ნიკა მესხი აზიურ ფაროსანასთან ბრძოლისას ფერმერების მიერ დაშვებულ 3 ძირითად შეცდომაზე გვესაუბრება.

უნდობლობა პრეპარატების მიმართ


ნიკა მესხის თქმით, ვრცელდება მცდარი ინფორმაცია, რომ აზიური ფაროსანას საწინააღმდეგო პრეპარატები მაღალი ტოქსიკურობით გამოირჩევა და მისი გამოყენება სახიფათოა. სპეციალისტი კიდევ ერთხელ განმარტავს, რომ პრეპარატებში შემავალი მოქმედი ნივთიერებები სხვადასხვა მავნებლის საწინააღმდეგოდ საქართველოში 2000 წლიდან გამოიყენება, კონკრეტული ქიმიური საშუალება და სტრატეგია უცხოელი ექსპერტების რეკომენდაციებით შეირჩა და აზიური ფაროსანას წინააღმდეგ მაღალი ეფექტურობით ხასიათდება.

სამი მთავარი შეცდომა აზიურ ფაროსანასთან ბრძოლისას"სახელმწიფომ მავნებლის საწინააღმდეგო მიზნობრივი პროგრამის ფარგლებში 230 000 ლიტრი ბიფეტრინის შემცველი პრეპარატი საერთაშორისო ექსპერტების რჩევებისა და გამოცდილებაზე დაყრდნობით შეიძინა. ახლა უკვე საკუთარი დაკვირვებითაც და შედეგებითაც შეგვიძლია იგივეს თქმა - პრეპარატი მნიშვნელოვნად იცავს მოსავალს მავნებლისგან. სამწუხაროა, რომ ფერმერთა ნაწილი კვლავ მცდარი ინფორმაციის გავლენის ქვეშ არის, თავს არიდებს პრეპარატის გამოყენებას და შესაბამისად, მავნებლისგან დაუცველს ტოვებს მოსავალს", - ამბობს მესხი.

იგი ფერმერებს მოუწოდებს აქტიურად ჩაერთონ შეწამვლით ღონისძიებებში და აქვე პროცესისას გასათვალისწინებელ ფაქტორებს ახსენებს. სპეციალისტის თქმით, წამლობა დილის და საღამოს საათებში უნდა ჩატარდეს, დაუშვებელია მცენარეთა დამუშავება მაღალი ტემპერატურის ქარიან და წვიმიან ამინდში.

არაკომპლექსული მიდგომა წამლობისას


ნიკა მესხი იხსენებს შემთხვევებს, როდესაც აზიური ფაროსანას წინააღმდეგ ფერმერებმა კულტურები შეწამლეს, თუმცა მოსავალი მაინც გაუფუჭდათ. სპეციალისტი განმარტავს, რომ მცენარეები სხვადასხვა სოკოვანმა თუ ბაქტერიულმა დაავადებებმაც დააზიანა, ამიტომ დანაკარგის თავიდან ასაცილებლად კომპლექსული მიდგომაა საჭირო.

"თუ ჩვენ მხოლოდ აზიური ფაროსანას წინააღმდეგ ჩავატარებთ წამლობას, გვრჩება აქტიური სხვადასხვა დაავადებები, რასაც ისევ მცენარის დაზიანებამდე მივყავართ. მცენარეთა დაცვა ინტეგრირებული უნდა იყოს", - განმარტავს სეს-ის წარმომადგენელი.

მესხი ფერმერებს მოუწოდებს წამლობის პერიოდულობის შესახებ ინფორმაცია შესაბამისი კვალიფიკაციის სპეციალისტებისგან მიიღონ, პრეპარატები და მცენარის კვებისთვის საჭირო სასუქები კი სპეციალიზებულ მაღაზიებში შეიძინონ, სადაც ქიმიკატების შენახვის პირობები სრულადაა დაცული, აგრეთვე ფერმერები ყურადღებით გაეცნონ პრეპარატების მოხმარების წესებს და დაიცვან პირადი უსაფრთხოება.

ფერმერების არასაკმარისი ჩართულობა


ნიკა მესხი აზიურ ფაროსანასთან ბრძოლაში მნიშვნელოვან პრობლემად ფერმერთა ნაწილის პასიურობას ასახელებს. სპეციალისტის განმარტებით, პროცესში თითოეული მათგანის მონაწილეობა გადამწყვეტია, მოსახლეობის ნაწილი კი საკუთარ როლს ვერ აცნობიერებს.

"მიუხედავად სახელმწიფოს მიერ გაწეული მასშტაბური სამუშაოებისა, სასურველ შედეგამდე ფერმერების ჩართულობის გარეშე ვერ მივალთ. ქვეყნებში, რომლებმაც მავნებელთა გამკლავება წარმატებით მოახერხეს, მოქალაქეების აქტიურობა ძალიან მაღალი იყო", - აცხადებს მესხი.

სურსათის ეროვნულ სააგენტოში ამბობენ, რომ ფერმერებმა აზიური ფაროსანას საწინააღდეგო ღონისძიებები, სახელმწიფოსთან ერთად, თანმიმდევრულად, უწყვეტ რეჟიმში უნდა ჩაატარონ.

[ეკატერინე მამამთავრიშვილი]სამი მთავარი შეცდომა აზიურ ფაროსანასთან ბრძოლისას


23.07.2019 ‘ტექსტი ბავშვის ინტერესთან ახლოს უნდა იყოს’ - შეფასებები 'დედაენის' სკოლაში დაბრუნებაზე

22.07.2019 ეროვნულები ლიტერატურის გამოცდით გრძელდება

21.07.2019 ახალციხის მეხუთე სკოლის ჩამონგრეულ გალავანზე პასუხისმგებლობას მერია იღებს

19.07.2019 პედაგოგები უცხო ენებისა და ბიოლოგიის გამოცდას აბარებენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

23.07.2019 ვიზიტორები 101 ქვეყნიდან – როგორია სამცხე-ჯავახეთის ტურისტული პოტენციალი

22.07.2019 ‘საიდან იცის გამოძიების დეტალები?’– ბაღების დირექტორი ენზელ მკოიანს უჩივლებს

22.07.2019 ტემპერატურა იკლებს – როგორი ამინდია მოსალოდნელი სამცხე–ჯავახეთში

22.07.2019 აგარების მონასტრამდე მისასვლელ გზაზე გადაადგილება შეზღუდულია

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

11.07.2019 ძველი მანქანების ერთგული მეპატრონეები [ფოტო/ვიდეო]

09.07.2019 ლეგენდების სოფელი

04.07.2019 ‘ფანდურის გაკეთებისას ბოროტების ნასახი არ უნდა გქონდეს გულში’– მესხი მეფანდურეები [ფოტო/ვიდეო]

08.03.2019 ქალები მძიმე ჩანთებით [Photo/Video]

მსგავს თემაზე

ნიკა მესხი: პრობლემურია პრეპარატებისადმი უნდობლობა
ნიკა მესხი – აზიურ ფაროსანასთან ბრძოლა უცხოელი მეცნიერების ჩართულობით გრძელდება
საქართველოში წარმოებული ბიოლოგიური პრეპარატი აზიური ფაროსანას წინააღმდეგ
აზიური ფაროსანას საწინააღმდეგო ღონისძიებები სამეგრელოს რეგიონში
როგორ დავიცვათ ფუტკარი აზიური ფაროსანას წინააღმდეგ წამლობისას
სეს: აზიურ ფაროსანას გავრცელების არეალი იგივეა, რაოდეობა კი - შემცირებული
აზიური ფაროსანას წინააღმდეგ წამლობა და უსაფრთხოების ზომები