FM97.5 / LIVE

სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი ჯავახეთში მოსახლეობას შეხვდება

მთავარისიახლე, პოლიტიკა 27.07.2018
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი ნინოწმინდასა და ახალქალაქში მოსახლეობასთან შეხვედრებს გამართავს.

სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი ჯავახეთში მოსახლეობას შეხვდება

დღეს, 27 ივლისს, სახელმწიფო მინისტრი ჯავახეთში ვიზიტს ქალაქ ნინოწმინდიდან დაიწყებს. იგი 13:00 საათზე სომეხთა სამოციქულო ეკლესიის საქართველოს ეპარქიის, სურბ სარქისის ეკლესიის მღვდელ-მსახურებსა და მრევლს შეხვდება.

მინისტრი შეხვედრაზე ახალი ინიციატივის შესახებ ისაუბრებს, რომლის მიხედვითაც, სახელმწიფო მინისტრის აპარატის ინიციატივითა და ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლის მხარდაჭერით, სექტემბერში ადგილობრივი სასულიერო პირებისა და მრევლისთვის ქართული ენის შემსწავლელი სპეციალური კურსები გაიხსნება.

14:30 საათზე შეხვედრა მინისტრის ვიზიტი ახალქალაქში გაგრძელდება. ქეთევან ციხელაშვილი სამცხე-ჯავახეთის რეგიონში სამოქალაქო თანასწორობისა და ინტეგრაციის სახელმწიფო სტრატეგიის ფარგლებში დაგეგმილ საინფორმაციო კამპანიას გახსნის.
კამპანია სახელმწიფო პროგრამებისა და სერვისების შესახებ, სამცხე-ჯავახეთში მცხოვრები ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლების ინფორმირებას გულისხმობს.

მომდევნო კვირის განმავლობაში, მოსახლეობას მიეწოდება ინფორმაცია ჯანდაცვის, სოფლის მეურნეობის, სოციალური თუ ეკონომიკური პროგრამის შესახებ.

ჯავახეთში დაგეგმილ შეხვედრებს დაესწრებიან შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის, სოფლის მეურნეობის და გარემოს დაცვის მინისტრის მოადგილეები, საქართველოს პარლამენტის წევრები, სხვადასხვა სახელმწიფო სტრუქტურებისა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები.

[sknews.ge]


07.11.2019 ახალციხეში წარჩინებული მოსწავლეები დაასაჩუქრეს

06.11.2019 საუკეთესო სპეციალური მასწავლებლის გამოსავლენად კონკურსი გამოცხადდა

05.11.2019 განათლების კოალიცია სკოლის ლიდერობის ეროვნულ კონკურსს აცხადებს

04.11.2019 ახალციხეში მასწავლებელთა გამოცდები მიმდინარეობს

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

13.11.2019 სხვილისში შვიდსულიან ოჯახს სოციალური დახმარება მოუხსნეს

13.11.2019 რა გაკეთდება რეგფონდიდან მიღებული 4 409 036 ლარით ახალციხეში

13.11.2019 ახალციხის ციხეზე კონცერტი გაიმართება

13.11.2019 ივლიტაში მდინარეზე გადასასვლელი ხიდის მშენებლობის პროექტს საჯაროდ განიხილავენ

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

06.11.2019 ‘დატოვეთ კომფორტის ზონა’ – ახალციხელი ნათია ჯინიუზაშვილის წარმატება ჰოლანდიაში

01.11.2019 მატარებლის მოლოდინში [ფოტო/ვიდეო]

18.10.2019 აწყვიტაში ველიჯანაშვილების ოჯახი ღამეს მეზობელთან ათევს [ფოტო/ვიდეო]

09.10.2019 ‘უბრალო პროფესიის’ რთული საქმე - 83 წლის ფოსტალიონი ახალციხიდან [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

ნინოწმინდაში ქართული ენის შემსწავლელი კურსები გაიხსნება
სამცხე–ჯავახეთში  სახელმწიფო პროგრამების შესახებ საინფორმაციო კამპანია იწყება
ქეთევან ციხელაშვილი სამცხე-ჯავახეთის  სახელმწიფო უნივერსიტეტში სტუდენტებს შეხვდა
ქეთევან ციხელაშვილმა სამცხე-ჯავახეთში საინფორმაციო კამპანია გახსნა
სახელმწიფო მინისტრი ახალქალაქში მოსახლეობას ხვდება
საფეხური:სახელმწიფო ენის სწავლება სამცხე–ჯავახეთში [აუდიო]


ქეთევან ციხელაშვილი ახალქალაქის პირველ საჯარო სკოლას ესტუმრა