FM97.5 / LIVE

თაღლითობაში ბრალდებული თარჯიმანი სასამართლომ გირაოთი გაათავისუფლა

მთავარისიახლე, სამართალი 26.07.2018
ახალციხის რაიონულმა სასამართლომ, თაღლითობაში ბრალდებული 26 წლის თარჯიმანი ქალის მიმართ აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე ხელახლა იმსჯელა და გირაოთი სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლა.

თაღლითობაში ბრალდებული თარჯიმანი სასამართლომ გირაოთი გაათავისუფლა

26 წლის თარჯიმანის წინასასამართლო სხდომა ახალციხის რაიონულ სასამართლოში დღეს, 26 ივლისს გაიმართა. მოსამართლე მარიკა ჩიტაშვილმა, სხდომაზე ბრალდებული ი.კ–ს მიმართ აღკვეთის ღონისძიების გადასინჯვის საკითხი დააყენა.

პროკურორმა მამუკა ქომოშვილმა ი.კ–ს პატიმრობაში დარჩენა მოითხოვა და განმარტა, რომ თუ ბრალდებული საპატიმრო დაწესებულებას დატოვებს, შესაძლოა ზეწოლა მოახდინოს მოწმეებზე ან საქართველო დატოვოს, რადგან იგი რუსეთის მოქალაქეა და ამ ქვეყნის პასპორტიც აქვს.

სასმართლო სხდომაზე, ბრალდებული თარჯიმანის უფლებებს ადვოკატი იოსებ ხითარიშვილი იცავდა. მან აღკვეთის ღონისძიებად გირაოს შესაფარდება ითხოვა. ადვოკატის განაცხადებით, ბრალდებულს შეუძლია პასპორტი შესაბამის უწყებებს ჩააბაროს, რის შედეგადაც იგი ქვეყანას ვეღარ დატოვებს.

სხდომაზე, ბრალდებულმა განაცხადა, რომ სამი მცირეწლოვანი შვილი ჰყავს, რომელებიც მისი პატიმრობის პერიოდში ძიძასთან დატოვა.
მოსამართლე მარიკა ჩიტაშვილმა დაცვის მხარის მოთხოვნა დააკმაყოფილა და ი.კ–ს აღკვეთის ღონისძიებად 3 000 ლარი შეუფარდა. თანხა ბრალდებულმა 40 დღის განმავლობაში უნდა გადაიხადოს, წინააღმდეგ შემთხვევაში ისევ პატიმრობაში დაბრუნდება. ამასთან ერთად, ბრალდებულმა შესაბამის უწყებებს პასპორტიც უნდა ჩააბაროს.

შეგახსენებთ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრომ 1992 წელს დაბადებული ი.კ. ირანის მოქალაქის მიმართ ჩადენილი თაღლითობის ბრალდებით ახალციხეში დააკავეს: "გამოძიებით დადგინდა, რომ ი.კ.-მ ირანის მოქალაქეს, 1990 წელს დაბადებულ ბ.ხ.-ს თავისი ნაცნობი პროკურატურის თანამშრომლად გააცნო და ვითომდა სისხლის სამართლის საქმეზე გადასახდელი ჯარიმის სახით 500 ლარი გამოართვა".

გამოძიება თაღლითობის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს. დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

დაკავებამდე, ბრალდებულის მიმართ საგამოძიებო მოქმედებები კიდევ ერთი, სსკ–ს 126 მუხლით მიმდინარეობდა,რაც ძალადობას გულისხმობს.

ამ დროისათვის, ორივე მუხლი ერთ საქმედ გაერთიანდა, შესაბამისად, სასამართლო განხილვებიც ორი მუხლით მიმდინარეობს.

[ლუბა გიორგაძე, ახალციხე]


23.09.2020 საფეხური: ბორჯომის ბაღებში სწავლის დაწყების ნებართვას ელოდებიან [აუდიო]

21.09.2020 სამცხე-ჯავახეთის 20 სკოლაში 25 ვაკანტური ადგილია

21.09.2020 ახალქალაქის 8 სოფელში მცირე ბიბლიოთეკები მოეწყო

18.09.2020 1046 სტუდენტი სწავლის გასაგრძელებლად სომხეთში დაბრუნდება

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.09.2020 26 სექტემბერი წმინდა დიდმოწამე ქეთევანის ხსენების დღეა

25.09.2020 6:0 – ‘ბორჯომმა’ თბილისის ‘დიდუბე’ დაამარცხა

25.09.2020 რუსთავთან ავარიის შედეგად დაშავებული ქალი თბილისში გადაიყვანეს

25.09.2020 რუსთავთან ავარიისას დაშავებულ მცირეწლოვნებს იაშვილის კლინიკაში გამოკვლევები უტარდებათ

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

23.09.2020 SKამბები: 'მრავალგვაროვანი' კლდე [აუდიო]

22.09.2020 როცა მუდმივად ეძებ - ახალგაზრდა არქეოლოგი ახალციხიდან [ვიდეო]

16.09.2020 SKამბები: მიქელ თამარათი [აუდიო]

10.09.2020 SKამბები: უშახტოდ დარჩენილი მეორე შახტა [აუდიო]

მსგავს თემაზე

თაღლითობაში ბრალდებული თარჯიმანი მიმალვის გამო ისევ დააპატიმრეს
ახალციხეში თარჯიმანი დააკავეს
ახალქალაქში 27 წლის ბიჭის მკვლელობაში ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდა
ძმის მკვლელობაში ბრალდებულმა მოსამართლეს პატიმრობის შეფარდება სთხოვა
ასპინძაში ცოლის მკვლელობაში ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიებად  პატიმრობა შეუფარდეს
ადიგენში მომხდარ მკვლელობაში ბრალდებულმა აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობის შეფარდებაზე თანხმობა განაცხადა
‘ლენდოს’ დაყაჩაღებაში ბრალდებულს  აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა არ შეუცვალეს