FM97.5 / LIVE

სამცხე–ჯავახეთში ხე-ტყის უკანონო მოპოვების ფაქტების შემოწმება მიმდინარეობს

მთავარისიახლე, სამართალი 26.07.2018
ხე-ტყის უკანონო მომპოვებელთა, გაყალბებული დოკუმენტების გამოყენებით ხის მასალის რეალიზატორთა და კანონდარღვევით მოქმედი ხის სახერხი საამქროების გამოვლენა-მხილების მიზნით, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლები მთელი ქვეყნის მასშტაბით, მათ შორის სამცხე–ჯავახეთში, ინტენსიურ ღონისძიებებს ახორციელებენ. სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცეს და დააკავეს 15 პირი.

სამცხე–ჯავახეთში ხე-ტყის უკანონო მოპოვების ფაქტების შემოწმება მიმდინარეობს
ამ ეტაპზე, საგამოძიებო მოქმედებები ტარდება იმერეთის, აჭარის, კახეთის, გურიის, რაჭა-ლეჩხუმი ქვემო სვანეთის, შიდა ქართლის, სამცხე-ჯავახეთის და სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონებში.

სამსახურის თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, მიმდინარე წლის ივლისში, ყალბი საგადასახადო დოკუმენტების გამოყენებით ხის მასალის უკანონო რეალიზაციის ფაქტზე, სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცეს და დააკავეს 15 პირი.

15 პირიდან რამდენია დაკავებული სამცხე–ჯავახეთში ამ ეტაპზე უცნობია.

"ღონისძიება ჯერ არ დამთავრებულა.დეტალურ ინფორმაციას მოგვიანებით გავავრცელებთ, ამ ეტაპზე ვერაფერს გეტყვით", – აცხადებენ საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსხურში.

ღონისძიებების ფარგლებში ხორციელდება ხე-ტყის გადამამუშავებელი და ხის მასალის რეალიზატორი საწარმოების საქმიანობის კანონიერების შემოწმება, ასევე რეგისტრაციის გარეშე მოქმედი ხის სახერხი საამქროების გამოვლენა. ანალოგიური ღონისძიებები მიმდინარეობს სოფლებში ჭუბერსა და ხაიშში, სადაც ადგილობრივი მოსახლეობა ხელს უშლის საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებს მათზე დაკისრებული მოვალეობის განხორციელებაში. რის გამოც, აღნიშნულ სოფლებში ამ დროისთვის, საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლების უსაფრთხოების და საქმიანობის სრულყოფილად შესრულების მიზნით საჭირო გახდა სპეციალური დანიშნულების რაზმის მობილიზება.

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 210-ე, 192-ე, 287-ე პრიმა და 303-ე მუხლებით.

[Sknews.ge]


06.04.2020 ‘ეროვნული გამოცდის ფორმატი ან თარიღი არ შეიცვლება’ - მინისტრი

30.03.2020 პირველი არხის ეთერში 'ტელესკოლა' დაიწყო

30.03.2020 30 მარტიდან პრაქტიკოს მასწავლებელთა და მასწავლებლობის მსურველთა რეგისტრაცია იწყება

20.03.2020 რა პრობლემებს აწყდებიან სამცხე-ჯავახეთის სკოლებში დისტანციური სწავლებისას

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

08.04.2020 სააღდგომო წირვას სომხურ სამოციქულო ეკლესიებში მრევლის გარეშე აღავლენენ

08.04.2020 ბორჯომში ბაზარი და ხილ–ბოსტნეულის მაღაზიები დაიკეტა

08.04.2020 ‘ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა მომართვიანობა 25%-ით გაიზარდა’ – NGO ახალციხეში

08.04.2020 ქართული წარმოების პირბადეების გაყიდვა იწყება – რა ფასად და სად შეიძენთ

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

13.03.2020 სანამ მარცვალი ჩამოიცლება - უდელი მეწისქვილეს ამბავი [ფოტო/ვიდეო]

12.03.2020 ეკო-დერეფნის დამცველი ბუნების ქომაგები ადიგენიდან [ფოტო/ვიდეო]

03.03.2020 ლავაში, თაფლი და ‘ტაროსიკები’ - როგორია ტრადიციული სომხური ქორწილი [ვიდეო]

28.02.2020 რელიგიური უმცირესობების გასაჭირი - ვის აფინანსებს ხელისუფლება [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

საგამოძიებო სამსახური: ამოღებულია ათეულობით კუბური მეტრი ხის მასალა
ხის მასალის უკანონო გადაზიდვა-რეალიზაციის ფაქტზე  პასუხისგებაში 12 პირი მიეცა
რომელი სახერხი საამქროები დალუქეს ადიგენში
დღეიდან დალუქული სახერხი საამქროები ეტაპობრივად გაიხსნება
ნინოწმინდაში მოქალაქემ საღამოს ტბაში არსებული კუნძული უკანონოდ დაირეგისტრირა
მარტში სამცხე–ჯავახეთში ხე–ტყის უკანონოდ მოპოვების 49 ფაქტი გამოვლინდა
ივლისში სამცხე–ჯავახეთში ხე–ტყის უანონოდ მოპოვების 69 ფაქტი გამოვლინდა