FM97.5 / LIVE

ახალქალაქში სტუდენტების ექსპედიცია გუბერნატორის გარეშე დაიწყო

მთავარისიახლე, საზოგადოება 26.07.2018
ახალქალაქის მუნიციპალიტეტში სტუდენტების, სამხარეო ადმინისტრაციისა და მერიის წარმომადგენლების ორდღიანი ექსპედიცია დაიწყო, თუმცა მას რეგიონის უკვე ყოფილი გუბერნატორი, კახა სამხარაძე არ ესწრება.

ახალქალაქში სტუდენტების ექსპედიცია გუბერნატორის გარეშე დაიწყო

კახა სამხარაძის ინიციატივით მოწყობილი ექსპედიცია ახალქალაქის მუნიციპალიტეტში დღეს, 26 ივლისს დილიდან დაიწყო.

მონაწილეები ახალქალაქის ციხეზე, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებს შეხვდნენ, რის შემდეგც მიმდებარე ტერიტორიაზე დასუფთავების აქცია გაიმართა.

დღესვე ექსპედიციის წევრები მოინახულებენ კუმურდოს მონასტერს, ახალქალაქში არსებულ სომხურ სამოციქულო და მართლმადიდებლურ ტაძრებს, ბარალეთის ეკლესიას, იხტილის ეკლესიას, სამსარის სამონასტრო კომპლექსს და დღის ბოლოს არაგვას ეკელესიის მიმდებარედ დაბანაკდებიან.

როგორც სამცხე–ჯავახეთის გუბერნატორის მოადგილე გიორგი მიქელაძე განმარტავს, კახა სამხარაძე თბილისშია და ექსპედიციას საღამოს შეუერთდება.

"ბოლოს ტელეფონზე რომ ვესაუბრე, მითხრა, რომ საღამოს შემოგვიერთდებოდა, სხვა არაფერი ვიცი", – ამბობს გიორგი მიქელაძემ.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს პრემიერ–მინისტრმა მამუკა ბახტაძემ დღეს, 26 ივლისს ხუთ გუბერნატორთან ერთად კახა სამხარაძე თანამდებობიდან გაათავისუფლა.

სამცხე–ჯავახეთის მუნიციპალიტეტებში ექსპედიციის მოწყობა კახა სამხარაძის ინიციატივა იყო, რომელიც მიზნად სტუდენტების მხრიდან, საკუთარი თვალით დანახული პრობლემების შესახებ წინადადებების მომზადებას ისახავდა.

კახა სამხარაძემ სტუდენტებთან ერთად, უკვე მოინახულა ახალციხის, ასპინძის, ბორჯომისა და ადიგენის მუნიციპალიტეტები. გუბერნატორისა და სტუდენტების ექსპედიცია დაგეგმილია ნინოწმინდაშიც, რომელიც სავარაუდოდ მომავალ კვირაში უნდა მოეწყოს.

[ლუბა გიორგაძე, ახალციხე]


10.12.2019 როდის დაიწყება სკოლებში ზამთრის არდადეგები

09.12.2019 'მხიარულ სტარტებში' ახალციხის N1 საჯარო სკოლამ გაიმარჯვა

08.12.2019 არჩევანი – განათლებული და განვითარებული საქართველო

05.12.2019 წიგნიერების დონით ქართველი მოსწავლეები, 79 ქვეყანას შორის ბოლოდან მერვე ადგილზე არიან

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

10.12.2019 ახალციხეში ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო დღე აღნიშნეს

10.12.2019 სამცხე–ჯავახეთში უნალექო ამინდია მოსალოდნელი

10.12.2019 როგორ გააფართოეს საბურთალოს სასაფლაო სუს-ის მაღალჩინოსნის სიმამრისთვის

09.12.2019 ფარეხის გზაზე, სადაც ავარიას 5 ადამიანი ემსხვერპლა კამერების დამონტაჟებას ითხოვენ

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

10.12.2019 საავტომობილო გზა ეროვნულ პარკში - ივანიშვილის ექსპერიმენტის შედეგი

06.12.2019 ხაკი – მოყავისფრო, მწვანე სოფელი [ფოტო/ვიდეო]

29.11.2019 საჯარო სკოლა, სადაც ბავშვებს ყვავილების მოვლას ასწავლიან [ვიდეო]

21.11.2019 მიქელწმინდას ამბები [ფოტო]

მსგავს თემაზე

გუბერნატორისა და სტუდენტების ორდღიანი ექსპედიცია ახალქალაქში ხვალ დაიწყება
გუბერნატორმა სტუდენტებთან ერთად ადიგენში ორდღიანი ექსპედიცია მოაწყო
სამცხე–ჯავახეთის გუბერნატორი და სტუდენტები ასპინძას სტუმრობენ
სტუდენტებისა და გუბერნატორის ორდღიანი ექსპედიცია  საზეიმოდ დაიხურა
გუბერნატორი სტუდენტებთან ერთად ორდღიან ექსპედიციას ასპინძაში მოაწყობს
გუბერნატორმა სტუდენტებთან ერთად  ბორჯომში ექსპედიცია მოაწყო
რეგიონის პირველი პირები სტუდენტებთან ერთად სამომავლო პროექტებს დაგეგმავენ