FM97.5 / LIVE

სოზარ სუბარი რეგიონული მართვის სამსახურს უხელმძღვანელებს

მთავარისიახლე, პოლიტიკა 26.07.2018
პრემიერ-მინისტრის მამუკა ბახტაძის განმარტებით, რეგიონული მართვის სამსახურს სოზარ სუბარი უხელმძღვანელებს. აღნიშნულის შესახებ მთავრობის მეთაურმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

სოზარ სუბარი რეგიონული მართვის სამსახურს უხელმძღვანელებს

მამუკა ბახტაძის თქმით, მთავრობის ადმინისტრაციაში რეგიონული მართვის სამსახურის მთავრობის ადმინისტრაციის დაქვემდებარებაში გადატანა, უზრუნველყოფს მთავრობის მაქსიმალურ ჩართულობასა და კოორდინაციას რეგიონალურ პოლიტიკის წარმართვის მიმართულებით.

"ინფრასტრუქტურის სამინისტროს გამოეყოფა რეგიონალური მართვის კომპონენტი და გადმოვა საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში. ამ ცვლილებების აუცილებლობა დაგვანახა გამოცდილებამ",- განაცხადა პრემიერ–მინისტრმა.

მისი თქმით, დღემდე არსებული რეგიონული მართვის სისტემა ვერ პასუხობდა იმ გამოწვევებს, რომლებიც რეგიონულ მმართველობაშია.

"თქვენ იცით, რომ ჩვენი ინიციატივების უდიდესი ნაწილი მიმართულია რეგიონებში ახალი პროექტების განხორციელებისკენ. იმისათვის,რომ ჩვენ რეგიონებში შევძლოთ ხარისხობრივად ცხოვრების დონის გაუმჯობესება. აქედან გამომდინარე, ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ აღნიშნული სამსახური უშუალოდ იყოს პრემიერ–მინისტრის დაქვემდებარების ქვეშ, რათა ჩვენ გვქონდეს უკუკავშირი და პირდაპირი კავშირი საზოგადოებასთან უფრო ეფექტურად. დარწმუნებული ვარ, რომ სოზარი ამ მიმართულებაში ძალიან დამეხმარება", – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

სოზარ სუბარს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის თანამდებობა ეკავა. ეს სამინისტრო მთავრობის სტრუქტურის შეცვლის შედეგად გაუქმდა.

შეგახსენებთ, რომ მამუკა ბახტაძემ დღეს, 26 ივლისს თანამდებობიდან ხუთი რეგიონის გუბერნატორი გაათავისუფლა, მათ შორის სამცხე–ჯავახეთის მხარის რწმუნებული კახა სამხარაძე. როგორც მთავრობის მეთაურმა განაცხადა, ცვლილება აუცილებელი იყო: "რეგიონის მართვასთან და ცენტრალურ ხელისუფლებასთან კოორდინაციის გაუმჯობესების თვალსაზრისით".

[sknews.ge]


14.12.2018 ‘ბაზები დავაზღვიეთ, სტუდენტების ნაშრომებს საფრთხე აღარ დაემუქრება’ - რექტორის მოადგილე

11.12.2018 სამლოცველო ოთახი ახალციხის N5 სკოლაში – 'ეს მოსწავლეების მოტივირებულობას უწყობს ხელს’ [Video]

10.12.2018 ახალციხის რომელ სკოლაში ასწავლიან სამხედროები

07.12.2018 აწყურის სკოლის მოსწავლე საუკეთესო ესსესთვის დააჯილდოვეს [Video]

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

18.12.2018 25 დეკემბრიდან ახალციხის პარკში საახალწლო ღონისძიებები გაიმართება

18.12.2018 ახალციხეში 6 000 აბონენტს გაზი არ მიეწოდება

17.12.2018 საქართველოს ახალი კონსტიტუცია ამოქმედდა

17.12.2018 მართლმადიდებელი ეკლესია ბარბარობას აღნიშნავს

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

12.06.2018 მთიდან მთაში წასვლამდე – რეპორტაჟი კიკიბოდან [Photos]

20.02.2018 ადიგენის 55 სოფელი 6 ბიბლიოთეკის იმედად [Video]

20.12.2017 სკოლა ერთ ოთახში, ხუთი მოსწავლით [Photo/Video]

11.09.2017 ხმა სოფლიდან: სოფელ განძას მკვიდრების გატაცება [Audio]

მსგავს თემაზე

სამცხე–ჯავახეთის გუბერნატორი თანამდებობიდან გაათავისუფლეს
ახალ გუბერნატორს სამცხე–ჯავახეთში სოზარ სუბარი წარადგენს
რუსთავი 2: სამცხე–ჯავახეთის გუბერნატორი ბესიკ ამირხანაშვილი იქნება
სამცხე–ჯავახეთის ახალი გუბერნატორი მუშაობას ხვალიდან შეუდგება
პრემიერმა ბესიკ ამირანაშვილი სამცხე–ჯავახეთის გუბერნატორად წარადგინა
მამუკა ბახტაძე: გუბერნატორებს უახლოეს მომავალში წარვადგენთ
პრემიერ-მინისტრმა გუბერნატორებთან სამუშაო შეხვედრა გამართა