FM97.5 / LIVE

როგორ მუშაობს ადიგენში რძის გადამამუშავებელი საწარმოები

მთავარისიახლე, ეკონომიკა 25.07.2018
ადიგენის მუნიციპალიტეტში, რძის გადამამუშავებელი საწარმოების მუშაობას სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტოს წარმომადგენლები გაეცნენ.

როგორ მუშაობს ადიგენში რძის გადამამუშავებელი საწარმოები

სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებს "იმედსა" და "დერცელის ნობათს", კოოპერატივების განვითარების სააგენტოს თავმჯდომარე გიორგი მიშელაძე ესტუმრა. საწარმოები ადიგენის სოფლებში მოხესა და დერცელში მდებარეობს. აქ 33 ადგილობრივია დასაქმებული.

2017 წელს მათ "რძის მწარმოებელი სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების მხრადაჭერის" სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, რძის მიმღებ-გადამამუშავებელი აღჭურვილობა და ნედლი რძის კონტროლის საველე ლაბორატორიული ხელსაწყოები გადაეცათ. ასევე მიიღეს მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის ჯიშობრივი გაუმჯობესებისა და პროდუქტიულობის ამაღლების მიზნით ხელოვნური განაყოფიერებისათვის საჭირო აღჭურვილობა. სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების მხრიდან თანადაფინანსებას წარმოადგენდა საწარმოს შენობა-ნაგებობის აშენება, რომელშიც განთავსდა კაპიტალური ინვესტირების ფარგლებში გადაცემული დანადგარები.

სასოფლო-სამეურეო კოოპერატივების განვითარების სააგენტოს თავმჯდომარის გიორგი მიშელაძის განცხადებით, სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების მხარდამჭერ სხვადასხვა სახელმწიფო პროგრამებში მნიშვნელოვანია მაღალმთიან რეგიონებში მოქმედი კოოპერატივების მხარდაჭერა, მით უფრო როდესაც კოოპერატივებში გაერთიანებული თითოეული მეპაიისათვის უკვე ხელმისაწვდომი ხდება კოოპერაციის შედეგად გაზრდილი შემოსავალი.

მისივე ინფორმაციით, "რძის მწარმოებელი სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების მხრადაჭერის" სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, მიმდინარე წელს 13 ახალი საწარმო აშენდება.

[sknews.ge]


06.04.2020 ‘ეროვნული გამოცდის ფორმატი ან თარიღი არ შეიცვლება’ - მინისტრი

30.03.2020 პირველი არხის ეთერში 'ტელესკოლა' დაიწყო

30.03.2020 30 მარტიდან პრაქტიკოს მასწავლებელთა და მასწავლებლობის მსურველთა რეგისტრაცია იწყება

20.03.2020 რა პრობლემებს აწყდებიან სამცხე-ჯავახეთის სკოლებში დისტანციური სწავლებისას

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

07.04.2020 დაიხურება თუ არა ახალციხის ბაზარი

07.04.2020 ‘დემოკრატ ქალთა საზოგადოების’ ექიმები პერსონალური დაცვის საშუალებებით აღიჭურვნენ

07.04.2020 ახალციხელი ახალგაზრდა, რომელიც უმუშევარი დარჩა დახმარებას ითხოვს [ვიდეო]

07.04.2020 ‘აგრარული ბაზრები მითითებული სტანდარტების მიხედვით შეძლებენ ფუნქციონირებას' – ლევან დავითაშვილი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

13.03.2020 სანამ მარცვალი ჩამოიცლება - უდელი მეწისქვილეს ამბავი [ფოტო/ვიდეო]

12.03.2020 ეკო-დერეფნის დამცველი ბუნების ქომაგები ადიგენიდან [ფოტო/ვიდეო]

03.03.2020 ლავაში, თაფლი და ‘ტაროსიკები’ - როგორია ტრადიციული სომხური ქორწილი [ვიდეო]

28.02.2020 რელიგიური უმცირესობების გასაჭირი - ვის აფინანსებს ხელისუფლება [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

რძის მწარმოებელი კოოპერატივების რეგისტრაცია გრძელდება
რძის მწარმოებელი კოოპერატივებისათვის რეგისტრაცია მიმდინარეობს [R]
სამცხე–ჯავახეთში რძის გადამამუშავებელი საწარმოები აშენდება
მესაქონლეობის კოოპერატივებს სხვადასხვა ხელსაწყოებს გადასცემენ – იხილეთ პირობები
კოოპერატივს „მთის გემო“ ახალი აღჭურვილობა გადასცეს
ახალქალაქში რძის გადამამუშავებელი კოოპერაციული საწარმო აშენდება
რძის მწარმოებელ კოოპერატივებს  მცირე საველე ლაბორატორიები გადაეცემათ